შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა ამ წერილს წაიკითხავ


22-12-2016, 09:43
ავტორი Lex
ნანახია 1 633

როცა ამ წერილს წაიკითხავ აღარ ვიქნები...
საინტერესო იყო მისი მეგობრობა... შედარებით უფროსი ასაკის ადამიანის ასე პატარებთან ურთიერთობა ცოტა უჩვეულოც კი იყო, თუმცა არავინ უშლიდა, მხოლოდ ბავშვების მშობლები ქირქილებდნენ ზურგს უკან... უცნაური იყო, და ამაყობდა კიდეც ამით, არც ტანად გამოირჩეოდა არც ასაკი ეტყობოდა, თითქოს სადღაც ბავშვობაში ჩარჩენილიყო, ხშირად მხიარული, თუმცა გულისმოსვლაც იცოდა და საკმაოდ კაპასიც იყო, და რაც მთავარია ყოველთვის პოზიტიური, არასოდეს იხევდა უკან, ზედმეტად ცივი და გაყინული ხელები ჰქონდა, ზამთარშიც ზაფხულშიც ყინულის ლოდივით ცივი...
უყვარდა ჩვენი ჟრიამული, მარტოსაც კი გვტოვებდა აქ გაერთეთო, თითონ კი სადმე წავიდოდა ... ზეთის საღებავის სუნით გაჟღენთილი ოთახი, პატარ-პატარა ტილოები, მე რატომღაც ყველა მომწონდა, სხვებს კი თითქმის არც ერთი, რაც ძალიან მიკვირდა...
ერთხელ ერთი ძველებური პორტრეტის ასლი ჰქონდა დახატული, ჩვენი აზრი აინტერესებდა, მხოლოდ მარტო მე ვთქვი: „ძალიან კარგი და ლამაზი გოგონაა, მაგრამ ბიჭის ცხვირი აქვს“ , სიცილისგან კინაღამ გაიგუდა, სახე სულ წამოუჭარხლდა, ვერ გავიგე სწყინდა თუ მე დამცინოდა, ძლივს ამოისუთქა, თურმე ეს მართლაც ბიჭის პორტრეტი ყოფილა, გოგონასავით ლამაზი და გაპრანჭული შუა საუკუნეების დიდგვაროვანი ბიჭუნა.
ამის მერე ჩემით უფრო დაინტერესდა, ყველგან დავყავდი, არასდროს გამოგვიტოვებია პრემიერები, კონცერტები, გამოფენები, ყველა წარმოდგენას ვესწრებოდით, ყველგან გვცნობდნენ სულ წინა რიგში გვითმობდნენ ადგილს და აღარც კითხულობდნენ გვქონდა თუ არა მოსაწვევი.
საინტერესო იყო მასთან ურთიერთობა ხატავდა, წერდა, ფოტოგრაფიით იყო გატაცებული, თვითონვე ამჟღავნებდა და ბეჭდავდა
დრო გადიოდა ... წლების მანძილზე თითქოს ვემსგავსებოდი, ჩემშიც იგივე ინტერესები იღვიძებდა და მკვიდრდებოდა. იშვიათად ვხედავდი. ზაფხულობით მთებს მიაშურებდა, მაგრამ ერთი სული ჰქონდა, სანამ დაბრუნდებოდა. მერე ერთი პერიოდი ექსტრასენსობაშიც გადავარდა, ძალიან სწყინდა მისი რომ არ სჯეროდათ, გიჟი ვგონივარო, შენ ხომ მაინც გჯერა ჩემიო. გულის სიღრმეში არც მე მჯეროდა თუმცა თავი დავუქნიე, არ მინდოდა სწყენოდა. ერთხელაც მითხრა:
- იცი რა საშინელებაა, როცა შენს უკითხავად მოვლენ, ხალათს ჩაგაცმევენ ხელებს უკან გაგიკოჭავენ და წაგიყვანენო...
მაშინვე გავიფიქრე აი ამდენი ხანი რატომ იყო დაკარგული, ვიცი რომ ბუნება ძალიან უყვარდა, მაგრამ დიდ ხანს მთებშიც ვერ სძლებდა. აი თურმე სად ყოფილა ... გული ჩამწყდა ... ეტყობოდა ძალიან არეული იყო
მალე ისევ და ისევ მთებს მიაშურა, მიხაროდა და მჯეროდა უფრო დამშვიდებული ჩამოვიდოდა.. ისევ დაიკარგა დიდი ხნით ...
მოგვიანებით გავიგე, რომ აღარ იყო, აღარ მოისურვა სიცოცხლე...
მას მერე დიდი დრო გავიდა, ზოგჯერ ძლიერ მკვეთრად ამოტივტივდება ჩემს მეხსიერებაში მისი ბავშვური სახე და ჯიუტი მხიარული თვალები...
ერთხელ მისი და შემხვდა, დედა როგორ არის მეთქი, აბა როგორ უნდა იყოსო, შვილის დამსხვრეული თავის ქალის ძვლებს თავისი ხელით რომ აკრეფსო... ძლიერ მამაკაცსაც კი გაუჭირდებოდა დიდი სანადირო თოფი რომ დაეხალა, არც ვიცით როგორ შესლო, რამ გადააწყვეტინა ... შენ კი ძალიან უყვარდი, შენთვის ყოველთვის ცალკე თავისი ხელით ამზადებდა სანთელს და ისე გლოცავდა..
უმიზეზოდ არავინ მიდის... ალბათ ჩემთვის გამოსამშვიდობებელი წერილი რომ დაეწერა ასე დაიწყებოდა: „როცა ამ წერილს წაიკითხავ აღარ ვიქნები...
ეძღვნება ნ. რ.-ს
2014 წლის 28 ივნისი



№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

რა კარგ ჩანახატებს წერ^-^

 


№2  offline წევრი Lex

დიდი მადლობა :)
--------------------
Lex

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№4  offline წევრი Lex

გმადლობთ :)
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent