შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულუბრყვილო


3-01-2017, 01:13
ავტორი flightless bird
ნანახია 1 633

ცხოვრება იმაზე ფიქრში გამყავს თუ რა არის ბედნიერება... საბოლოოდ იმაზე ვთანხმდები, რომ ბედნიერებაა იპოვო ადამიანი, რომელიც შენი ყველა ნაკლით შეგიყვარებს და შენში არსებულ სიცარიელეს შეავსებს. თუმცა საქმესაქმეზე რომ მიდგება ვგრძნობ როგორ მეშინია სერიოზული ურთიერთობების. იმდენი ფილმი მინახავს ან იმდენი ისტორია წამიკითხავს პირველ და ნამდვილ სიყვარულზე რომ არ მინდა შევცდე... ასე მორჩილად ვიცდი და ველი „ჩემს ადამიანს“. ან იქნებ სულაც ის პრივილეგია მომწონდა რასაც ჩემი თავისუფლება მანიჭებდა , შემეძლო გამება მსუბუქი ფლირტი ნებისმიერთან ვინც თვალში მომივიდოდა და ამავდროულად საინტერესო დიალოგის განვითარების პერსპექტივას დამანახებდა, თითქოს მიჭირდა ამ ყველაფერთან შელევა ამიტომაც უარს ვამბობდი იმ შანსზე რასაც ცხოვრება მაძლევდა... უარს ვამბობდი ჩემს ადამიანზე.
ძალიან პატარა ვიყავი როცა გაგიცანი, თუმცა საკმარისად დიდი იმისთვის, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიმეღო... როცა მეუბნებოდი მიყვარხარო ვიცოდი, რომ მაშინ იმავე გრძნობებით ვერ გიპასუხებდი, ამ ასაკში ყველაფერი ისეთი დრამატული მეჩვენებოდა. არადა რა მარტივი ყოფილა... მე შენზე უარს ვამბობდი, რადგან არ მსურდა რაიმე შეცდომა დამეშვა, როგორც აღმოჩნდა სწორედ მაშინ ვუშვებდი შეცდომას... შეცდომას, რომელის საზღაურსაც ახლა ვიხდი. ჩვენი შეხვედრებიდან ყველაზე კარგად ის დღე მახსოვს, რომელსაც წესით ჩვენს ურთიერთობაში გარდამტეხი როლი უნდა ეთამაშა. მახსოვს მითხარი შენთან მეგობრობა ჩემთვის ძალიან რთულია,მაგრამ თუ შენ გინდა ამას მეც შევძლებო მე კი არ მემეტებოდი ტკივილისთვის, მინდოდა რაც შეიძლება მალე გამეშვი ჩემი ცხოვრებიდან რათა დაგვიწყებოდი და გული აღარ გტკენოდა. მაშინ ყურადღებას არ ვაქცევდი იმ გრძნობას, რომელიც ჩემი გულის უღრმეს კუნჭულში დაბუდებულიყო... მეგონა ეს იყო უბრალო ტკივილი, კარგი მეგობრის დაკარგვით გამოწვეული. გადიოდა წუთები და ვგრძნობდი, რომ შენთან ყოფნის დრო იწურებოდა... რა გულუბრყვილო ვიყავი, გვერდით მედექიდა ისე ძლიერ მენატრებოდი, მეგონა ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. არ მაქონდა უფლება ეს წამები გამეწელა, მახსოვს როგორ ავდექი და „უკანასკნელად“ ჩაგეხუტე, თითქოს მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემი ადამიანი იყავი.
-მიყვარხარ! _ ეს სიტყვა გაუცნობიერებლად გაჟღერდა ჩემი ბაგიდან. ავღელდი როცა გავაცნობიერე რა გითხარი, თუმცა შენმა პასუხმა მაიძულა კალაპოტს დავბრუნებოდი.
-ჰო ვიცი, მეგობრულად. _ როგორ გამიხარდა, ჩემს სიტყვებს თავად რომ უპოვე გამართლება. რა გულუბრყვილო ვიყავი...
ჩემი სიხარული უმალვე გაქრა, მისი ადგილი კი იმედგაცრუებამ და მრისხანებამ ჩაანაცვლა. მეწყინა, რადგან ვერ მიხვდი რამდენს ნიშნავდა ეს სიტყვა, თავი სულლი ბავშვივით დაგიქნიე და წამოვედი. მახსოვს შენც როგორ ადექი. ჩვენ საპირისპირო გზებსდავადექით, თუმცა რამოდენიმე წამში ისე მოხდა, რომ შენს უკან აღმოვჩნდი. ისეთი სევდიანი იყო, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თიტქოს სამუდამოდ მიდიოდი ჩემი ცხოვრებიდან, გულში გეძახდი... მინდოდა ერთი წამით მაინცმოგხედა უკან, ერთხელ მაინც გაგეგო ჩემი ძახილი თუმცა ვერ გაიგე. გზა განვაგრძე, აღმართს ავუყევი ისე, რო მეც აღარ მომიხედავს უკან. ვიცოდი იმ დღესვე ბრუნდებოდი სახლში... მეგონა მაშინ თუ აგიშვებდი ვერარასდროს გიხილავდი, წამით სურვილმა შემიპყრო სადგურზე მოვსულიყავი და მეთხოვა ჩემს ცხოვრებაში დარჩენილიყავი. თუმცა ასე არ მოვიქეცი, გამბდაობა ვერ მოვიკრიბე, ვერ დავიჯერე რომ უკვე ნაპოვნი მყავდა ჩემი ადამიანი... ამიტომ უბრალოდ გზა განვაგრძე. მერე დრო გავიდა, ვერც ერთმა გავძელით . ერთმანეთის დავიწყებას მეგობრობა ვამჯობინეთ, ისეტი ბედნიერი ვიყავი, ვფიქრობდი როგორი გულუბრყვილო ვიყავი იმ დღეს, როცა მეგონა გკარგავდი. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, ამ ხნის მანძილზე იმდენი რამ შეიცვალა... დღეს მე იმ სადგურზე ვარ სადაც ორი წლის წინ უნდა ვყოფილიყავი, ზუსტად იმ სადგურზე ვდგავარ და უკან დასაბრუნებელ გზას გილოცავ, გზას რომელსაც სხვა ადამიანისკენ მიჰყავხარ... გაცილებ იმ გზაზე სადაც მე აღარასდროს ვიქნები... გაცილებდა ვნანობ, ვნანობ რადგან ვიცი, ჩემი ბრალია...



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№2  offline წევრი flightless bird

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

მადლობა ^_^
--------------------
თ.ნ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent