ყალბი ღიმილისგან დამპალი სახეები
სრულიად, შეიძლება ითქვას გამაღიზიანებლად უემოციო სახით ვზივარ და არაფრის მთქმელი გამომეტყველებით შევყურებ ხალხს, რომელთა მზერაც ზიზღს ვერ იტევს. იმდენად დიდია მათი ზიზღი რამდენადაც ჩემი უემოციობა. არ ვიცი ვინ დაადგინა ან ვინ დააწესა, რომ პირდაპირობა დანაშაულია, თუმცა ფაქტია, ახლა დამნაშავის წებოვანი იარლიყი მჭიდროდ მეკვირს და სრულებით არ აპირებს ადგილის დათმობას იმ გაცვეთილი, გადაქერცლილი და უფერული იარლიყისთვის, საზოგადოების უდიდესი ნაწილი რომ ატარებს თავადური სიამაყით და ძალიან შორს არიან იმ საღი აზრისგან, რომ მათ სულს თავადური არაფერი სცხია. პირფერობის შეჯიბრში პოზიციების დათმობას არც ერთი მათგანი აპირებს და ისედაც ყალბ ცხოვრებას უფროდაუფრო ამსგავსებენ ცირკს. ამ კი ცირკში ადამიანები იმ ცხოველების როლს ირგებენ მწვრთნელებისგან ნასწავლ ილეთებს რომ იმეორებენ, დაპირებული საკვების გამო. თუმცა ისინი უფრო გულწრფელები არიან, ვიდრე გულშემტკივრის ნიღბის ქვეშ ამოფარებული 'ადამიანები'. წურბელა ბინძურ სისხლს წოვს, აი ის ხალხი კი ყოველგავ სარგებელს ისრუტავს მანამ სანამ სრულაიდ არ გამოფიტავს კეთილისმსურველს.შემდეგ კი დაცემული აწ უკვე ჩამოშორებული მეტოქისთვის ირონიულ ღიმილს არ იშურებენ. მზად ვარ კიდევ დიდხანს ვუყურო მათ ზიზღით სავსე მზერას, ოღონდ მათი ფერი არ გავრცელდეს ჩემზე. მზად ვარ გავიარო კილომეტრები, ვირბინო, ან თუნდაც ვიხოხო, ოღონდ მათგან შორს ვიყო. თუმცა ეს ილუზიაა. ვირუსივით მოსდებია ასეთი ხალხი უმანკო დედამიწას და მის გახრწნასაც ცდილობენ. ყველა საკუთარ წუმპეში იხრჩობა და მაინც ამაყი მზერა არ შორდებათ ყალბი ღიმილისგან დამპალი სახეებიდან გამარჯობა ♥ ძალიან მიხარია, რომ თქვენს საიტს შემოვუერთდი. ჯერ-ჯერობით თითქმის არავის ვიცნობ და იმედი მაქვს ეს გამოსწორდება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.