წერილი წარსულს
არ მჩვევია გაქცევა და ჭრილობების მოსაშუშებლად სხვა ადამიანის მკლავები, ვიცი შეცდომებისთვის, ტყუილებისთვის თავად უნდა დავისაჯო საკუთარი თავი. ვუყურებ კარს, კარს, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ ჩემი ხელით გამოვიხურე და ხმამაღლა ვთქვი უარი საკუთარ ბედნიერებაზე, ვუყურებ კარს, რომელიც მხოლოდ სიზმრებში იღები გამოდიხარ და მეუბნები, რომ შენ დაბრუნდი.. ეს სიზმარია.. ეს მოჩვენებაა... წლების მანძილზე არცერთი სიზმარი არ იქცა რეალობად, არც ერთხელ გაიღო ის კარი, რომელსაც ჯიუტად ვუყურებ და მჯერა რომ ჩემსკენაც მოიხედავს ბედნიერება ... სიზმრიდან რეალობაში გადაინაცვლებს შენი დაბრუნება. დიდი ხანია თავს განაჩენი გამოვუტანე, დიდი ხანია მივხვდი რომ ღირსი ვარ ყოველი გაღვიძებისას ხელებს ვიჭამდე და ყოველი დაძინებისას საბნის ქვეშ ვტიროდე. ყოველი სატანჯველი, ყოველი სასჯელი მცირეა, რადგან დღითი დღე ვრწმუნდები, რომ დანაშაულს რომელიც ჩავიდინე ვერასოდეს გამივასწორებ. სიზმრები არასოდეს იქცვიან რეალობად! და მინც ჯიუტად მწამს, რომ ერთ დღეს ბედნიერება შემოაბიჯებს ჩემთან ან დახურული კარი გაიღება, ან მთელი ძალით გამარტყავს ხელს და მეტყვის, რომ მორჩა საკმარისად დავისაჯე, რომ დროა ბედნიერებას გავყვე და შევეგუე ერთხელ დაკარგულ ბედნიერებას ... ბედნიერებავს მე შენ გელოდები, მე შენ არ გეძებ შენ უნდა მიპოვო და დახურული კარი გამიღო .. არასოდეს გავიქცევი, არასოდეს მივატოვებ იმ სიცარიელეს რასაც ახლა ვხედავ, სანამ შენ არ მოხვალ და სანამ არ წამიწყვან, წამიყვან თუნდაც ცაში, სანამ შენ არ გადაწყვეტ, რომ მე საკმარისად დავისაჯე, რომ დროა წავიდე, დროა დავტოვე ჩემი ხელით მიგდებული ბედნიერება. :( მე იმ ბედნიერების მჯერა, რეალობად რომ ვერაფერით ვაქციე, რომ მივატოვე და ახლა ჯიუტად ვუცდი ნაცნობ ნაბიჯებს .. შენ მთხოვდი არ გაიზაროო და მე გთხოვ არასოდეს მიმატოვო, თუნდაც მოგონებებში .,. ასე ბანალურად მერამდენე წელიწადია რაც გიმეორებ: მე შენ მიყვარხარ! არ მემეტები დღიურებში დასახჩობად, არ მემეტება გრძნობა რომელიც ერთხელ მოდის დღიურებსა და ერთ საცოდავ ყუთში ჩავახრჩო <3 ..მინდა სიკვდილს ებრძოდეს და ხელებს დავიჭამ ოღონდ არ დაიხოცოს, ის ყოველივე, რაც დამიტოვე ჩრდილად ვიქეცი, შენს ჩრდილად და ყოველ წამს უკან მოგყვები... ოღონდ გჯეროდეს, სულ გჯეროდეს რომ არაფერი დასრულებულა, რომ ადამიანებს ბოლოს მაინც უფასდებათ ბრძოლა.. ჰოდა თუ ეს ბრძოლაა, თუ ეს ომია მაშინ 10-ჯერ დაცემული მე-11-დ ავდგები ოღონდ არ გავიქცევი, დაჭრილიც ვიქნები, მომაკვდავიც, მოტოვებულიც, განწირულიც, ოღონდ არ გავიქცევი, ბოლომდე იმ კართან ვიდგები, რომელიც დავხურე. მე მჯერე ღმერთის არსებობის და მჯერა რომ ახლა ის ჩემს გვერდითაა, რომ დაცემულს არ მიმატოვებს, ეს მხოლოდ დასაწყისია ბედნიერებას ბრძოლა უნდა და თუ ეს ომია კი ბატონო იყოს ომი! მე მჯერა ჩემი თავის, მჯერა რომ ყველაფერი რაც უბრძოლველად მოდის უბრალოდ ტყუილია... ავდგები, რამდენჯერაც არ უნდა დავეცე მაინც ავდგები და სანამ ჩემი გული არ გაჩერდება მეც ჯიუტად ვიდგები სიცარიელეში, სიცივეში, უშენობაში, მიტოვებაში. ხშირად ამბობენ: ,,ბედნიერებისთვის უნდა იბრძოლოო'' მაშინ უნდა დავემორჩილო ამ ყოველივეს და ბოლო წამამდე უნდა ვიბრძოლო და ისევ გიმეორებ სადღაც ამოკითხულ ამ ფრაზას: ,,ბედნიერება იწყება შენით და შენითვე მთავრდება''! წლები გავიდნენ და ვერაფრით შევძელი შენი დავიწყება... ახლა, როცა ყოველ დილით სხვა ადამიანის გვერდით იღვიძებ, მინდა გკითხო: ნუთუ ერთხელაც არ გახსენდები?! მე ვერ გადავრჩი, მე ერთი დიდი უბედურება ვარ და მაინც მჯერა რომ ერთხელაც სიყვარული დაფასდება და შენ დაბრუნდები! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.