შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

... სასაფლაოს დაინახავდი!


11-01-2017, 00:14
ავტორი asia
ნანახია 1 531

ცივ ქვებს შეიგრძნობდი, ტკივილს დაემონებოდი, სურვილს გაიჩენდი და თავს მოიკლავდი! მარტო დარჩებოდი, განდეგილ იქნებოდი წვიმას შეიგრძნობდი, თოვლს დაიდნობდი, მზეს აირეკლავდი და მაინც ღმილით, მაინც ბედნიერი და მაინც უმეტყველო სახით იქნებოდი ქვაზე გამოსახული.
ქვაზე, რომელიც სალი კლდესავით სწორი და ამაყი იქნებოდა, სადაც შენი ინიაციალები გამოისახებოდა, ქვაზე სადაც ციფრებს დაინახავდი, ქვაზე საიდანაც შენ ამოგიცნობდი, ფოთლები დაეყრება! მოუვლელი და გათელილი იქნება…
შენ გაანათებ?! სასაფლაოს შენ გაანათებ?! შენი ღიმილი და სითბო, სიცივეში დაიკარგება. ისევე როგორც შენ! გავა წლები და ვინ გაგიხსენებს! შენი ღიმილიც უემოციო გახდება, ინიციალები უმნიშვნელო და თავად დასამალი გახდები, მაგრამ ლამპიონი, რომელმაც შენი ყურადღება მიიპყრო, გაგანათებს!
… სასაფლაოს დაინახავდი, ლამპიონით განათებულს ან ლაპიონით განათებულ სასაფლაოს დაინახავდი! გაგანათებდა, გაიღიმებდი, მაგრამ უემოციოდ და ცივად. შენ, ხომ წამოწოლილხარ და გძინავს–სამარადისოდ!
და იღიმი, ისე თითქოს არაფერია! თვალს არ არიდებ, როდესაც ლამპიონი განათებს. თითქოს არაფერია, როდესაც ჩაბნელებულ სასაფლაოს გადახედავდი და შეგეშინდებოდა. მე ხომ ვიცი,რომ სიბნელის აუტანლად გეშინია! მე ხომ ვიცი, რომ მარტოობისკენ მიილტვი! მაგრამ რატომ! რისთვის! ვისთან!
გიყვარს სიცივე, კლდეები, ლოდები, ქვები! თითქოს ესეც, არაფერია! მაგრამ თითქოს! რეალურად კი მეც მკლავ! შენ კი მიყურებ მომღიარი სახით! სასაფლაოს ეზოდან, სასაფლაოს სკამამდე მანძილი დიდია! მე იქ ვზივარ და გიყურებ ზემოდან! შენ კი ლამპიონი განათებს, ვერ გამიგია გამიხარდეს თუ მეწყინოს, გავიცინო თუ ტირილს მოვყვე!
ვერ გამიგია ზევით ხარ ჩემთან,თუ ქვევით მიწაში, ჭიებთან! ლამპიონი განათებს! ადამიანი არ ხარ?! გაინძერი! აირიდე შუქი! არ გაღიზიანებს?! შენი დასასრული ეს არ იქნება, ვერ იქნება! მწერლის ცხოვრებას ასეთი დასასრული არ აქვს მარიამ! ვიცი, რომ გაიღვიძებ და გამიღიმებ, არა იმ ღიმილით, რომლითაც მიმზერ…არამედ წრფელი ღიმილით!
…სასაფლაოს დავინახეო ჩვენმა შვილმა მითხრა! ლამპიონი ანათებდაო–დაამატა! შესვლა მომინდა,გულმა მიკარნახა,მაგრამ ვერ შევედი, რაღაცამ შემაჩერაო!
მე შემეშინდა! არ მინდოდა ენახე!
ცივი, ფერად ფოთლებში ჩაფლული, ლამპიონით განათებული!
ლამპიონი ჩაქრა! ყველაფერი ჩაბნელდა! ვერ დაინახავდი! სასაფლაოს ვერ დაინახავდი! ყველაფერი წარსულს ჩაბარდა! მათ შორის ქვაც! მარიამის საფლავის ქვაც!



№1  offline წევრი asia

cuga
miyvarxar uzomod

სასიამოვნო მოსასმენია <3

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№3  offline წევრი asia

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

მახარებს ასეთი კომენტარები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent