შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ფსკერზე


11-01-2017, 14:30
ავტორი sonrisa
ნანახია 1 910

სალათისფერი...ცისფერი...თეთრი...
ჩემი საყვარელი სამი ფერი...
ვდგავარ აივანზე და ვუყურებ ხეებს,ცას,მთებს...ოდნავი ნიავია და ვგრძნობ ჩემს სახესა და კანზე სიოს...
ეზოში ჩავდივარ,ვსეირნობ...ხელით ვეხები ფოთლებს...ტოტებს...ასე მინდა შევიგრძნო ისინი და მათი სურნელი...
ფეხშიშველა ვდგავარ ბალახზე და მეღიმება...ჩემ წინ თვალუწვდენელი ჰორიზონტია...მე ვხუჭავ თვალს და ვცდილობ წარმოვიდგნინო როგორ ჩამესმის ყურში სიოს ხმა...
დღეს და უნდა მოვიდეს,საათს ვუყურებ.გავდივარ წყაროზე და ვავსებ ბოთლებს. ძალიან მომწონს აქ. აგარაკზე თავს დაცულად და საჭიროდ ვგრძნობ. აქ მეც ამ ბუნების ნაწილი ვარ და მათგან არ განვსხვავდები თითქოს...
ვუყურებ, როგორ თამაშობს ორი თეთრი პეპელა ჩემს გარშემო და წარმოვიდგენ, ვითომ ისინი ჩემი მეგობრები არიან...
მე მეგობრები არ მყავს,არც ოჯახის წევრები,მხოლოდ და...ის მაკითხავს ხოლმე შაბათ-კვირას, როდესაც ისვენებს სამსახურისგან, რომ ჩემთვის საჭირო ყველა პროდუქტი და ნივთი ჩამომიტანოს... ახლაც მირეკავს და მეკითხება, რა ჩამოგიტანოო... მე არ შემიძლია, ვუთხრა-,,თბილი ჩახუტება,ღიმილი,გაგება,სიყვარული და პატივისცემამეთქი“. და ამის ნაცვლად ვაუწყებ პროდუქტების სიას...
მე მარტო ვარ...არ ვმუშაობ...ვარ სახლში...გარეთ გავდივარ, როცა გასეირნება მინდა...
ქალაქში რთულია სეირნობა...მხოლოდ ხალხითა და ტრანსპორტით გადაჭედილ ქუჩაზე თუ ივლი... აქ, აგარაკზე კი საათობით შემიძლია ტყეში ვიხეტიალო...მაღაზიაში თუ მინდა გასვლა, დასთან ერთად დავდივარ.
ბევრს ვკითხულობ და ვფიქრობ...მიყვარს სკვერში ჯდომა და მოთამაშე და მომღიმარი ბავშვების ყურება...წარმოვიდგენ, ვითომ რომელიმე ჩემკენ გამოექანა და ჩამეხუტა...ხანდახან დედა მათ უწყრება,ბავშვები ტირილს იწყებენ,ჩემზე ეს ძალიან მოქმედებს და ვითრგუნები...მე მინდა ახლოს მივიდე,ბავშვს ჩავეხუტო,ვანუგეშო,მშობელს კი ვთხოვო,რომ არ დატუქსოს ის, რადგან შვილის ყოლა უდიდესი ბედნიერებაა და ამის განცდა ყველას არ ძალუძს, მაგრამ მე ამ ყველაფრის გაკეთება არ შემიძლია და ადგილს ვიცვლი...
ამოვდივარ სახლში და ვკითხულობ...სასიყვარულო რომანები მიყვარს, ჭეშმარიტ სიყვარულზე რომ არის დაწერილი...ხანდახან მეც ვწერ მოთხრობებს და დას ვაჩვენებ ხოლმე...
ჩემში უფსკრულია...სიცარიელე...და სიჩუმე...ეს სიჩუმე ყველგან თან მდევს...სიჩუმე ჩემი ნაწილია...სიჩუმე ჩემშია...
მარტოობას შევეგუე...მაგრამ ხანდახან მაინც მიჭირს...მინდა რომ გამიღიმონ...და მეტი არაფერი...მინდა რომ გულში ჩამიკრან ან უბრალოდ ხელი ჩამკიდონ...მინდა სიცილი და ხარხარი შემეძლოს...მინდა მუდამ გაღიმებულმა ვიარო...მინდა გავიგონო სიტყვები-,,მე შენთან ვარ...ყოველთვის ახლოს ვიქნები...არ მიგატოვებ...მიყვარხარ და მეყვარები მუდამ’’...
დღეს წყაროზე რომ ვიყავი დაც ჩემთან ერთად იყო...მან ჩვენი მეზობელი ბიჭი გამაცნო... გამიღიმა და ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს...სასიამოვნო შეგრძნება იყო...რაღაც გარდაიქმნა თითქოს ჩემში...ასეთი რამ ჯერ არ მიგრძვნია და ცოტა არ იყოს შევშინდი კიდეც და გავფითრდი...დავავლე ბოთლს ხელი და სწრაფი ნაბიჯით ამოვედი სახლში...
მთელი დღე ჩაფიქრიანებული ვიყავი...რაღაც სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა ტანში...
მომდევნო დღეს მარტო ვიყავი წყაროზე...და ქალაქში იყო... მე ის დავინახე,ჩვენ ერთმანეთს შევხვდით...მან დახმარება შემომთავაზა და ამატანინა ბოთლები სახლამდე... გზაში ჩუმად მივდიოდით...აუჩქარებელი ნაბიჯებით...
მერე რამდენიმე დღემ ისე განვლო,რომ არ მინახავს...იმ იმედით გავდიოდი წყაროზე დღეში ოთხჯერ მაინც,რომ ის მენახა...მე მისი სახელი ვიცოდი მხოლოდ... მეტი არაფერი...მაინტერესებდა მასაც თუ მოვეწონე და ეს რამდენად შესაძლებელი იყო...
ერთხელ თვალი მოვკარი, როგორ თამაშობდა ბანქოს მეგობრებთან ერთად წყაროსთან ახლოს და როცა დამინახა, გამიღიმა...მეც გავუღიმე და უკან გამოვბრუნდი...
უბედნიერესი ვიყავი...პირველად ცხოვრებაში შევისუნთქე ბედნიერების ჰაერი...მივხვდი, რა იყო სიხარული...მთელი არსებით შევიგრძენი და განვიცადე...მინდოდა მეყვირა...ვუყურებდი მერცხლებს და სხვანაირად მეჩვენებოდნენ არა მხოლოდ ისინი,არამედ მთელი სამყარო...ფერი იცვალა მთელმა სამყარომ ჩემთვის...
ვიდექი აივანზე და არ მინდოდა დღე დასრულებულიყო...მინდოდა ეს დღე განმეორებულიყო და მე...მე...გავიგოოოონეეეეე...ამ ბედნიერ დღეს მე გავიგონეე ჩიტების ჟღურტული...თვალი დავხუჭე და გავიგონე სიოს ხმა...თვალებიდან ცრემლები წამსკდა და ვიგრძენი რომ ვქვითინებდი...ხო,მე ვტიროდი,მაგრამ ბედნიერებისგან...ამ დღეს მე მომეჩვენა,რომ სმენადაქვეითებული არ ვიყავი და გაგონება შემეძლო...



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent