შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისარტყელასფერი(სევდა)


13-01-2017, 02:48
ავტორი მარიამი019
ნანახია 1 338

მე ლოთი ვარ, მაწანწალა, სუნიანი შუახნის კაცი, ძველი მექალთანე, სამი ქალიშვილის და ოთხი ვაჟკაცის მამა. სანამ ჩემს ერთადერთ ცოლს დავკარვავდი, ჩემი ცხოვრება ცისარტყელას მსგავსად ნათელი და მშვიდი იყო. ოჯახში ოთხნი ვცხოვრობდით. ქვეყნად არსად მეგულებოდა ჩვენნაირი შეკრული და თბილი გარემო. სახლიდან მხოლოდ სიცილ-კისკისის ხმა გადიოდა, თვალები მუდამ გაბრწყინებული გვქონდა, მომღიმარი გამომეტყველება და მრავალფეროვანი ცხოვრება. თავიდან, როგორც ყოველთვის ყველაფერი იმაზე კარგად მიდის, ვიდრე მოსალოდნელია.თუმცა ბოლომდე ასე როდი გრძელდება… ცოლს პირველად 38წლის ასაკში ვუღალატე, მეძავთან… მეძავს ქმარ-შვილიან ქალთან, მას ჩემს მეორე ცოლთან და ასე გაგრძელდა, მანამ სანამ ყველაფერს არ დავკარგე. ფულიი, სახლი, შვილები, ცოლი, მანქანა,საკუთარ თავი. სიმართლე გითხრათ, ამ დღეში როგორ აღმოვჩნდი არ ვიცი, ერთადერთი რაც მახსოვს პოლიციაა, სისხლი, ქალი და შემდეგ ციხის საკნები. იქიდან თავი 2წლის წინ დავაღწიე, მას შემდეგ აქ ვდგავარ და ვმათხოვრობ. ჩემი დანაშაულისთვის სასჯელს ვიხდი და ამისთვის მადლიერი ვარ. თუმცა გული მწყდება, როდესაც ამდენი დამნაშავე ადამიანი მაინც ამაყად დადის ქუჩაში და უბრალო ადამიანებს ზევიდან უყურებს. ამას წინათ ერთი კაცი მოვიდა, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, ხშირად დადის ხოლმე ამ ქუჩაზე, მანქანით. მოდის და ვფიქრობ ავშენდი, მეშველა-მეთქი მაგრამ შენც არ მომიკვდე. გასაფრთხილებლად მოვიდა “ამ ადგილას მეორედ არ დაგინახო”. ამის მერე ყველაფერთან ერთად მოხეტიალეც გავხდი. ამასობაში ადამიანები შევიცანი, ყველა ერთმანეთს გავს, უბრალოდ სხვა და სხვანაირად გამოიყურებიან, ზოგს წითელი ქურთუკი აქვს, ზოგს- შავი… ნაწილი ვარდისფერ ტუჩსაცხს ატარებს, ნაწილი კი - ყავისფერს, თუმცა შინაგანად ყველა ერთი ნაგავია. ბავშვების გარდა, ისინი ჯერ ანგელოზები არიან, თუმცა მათ ასაკში მეც ასე ვიყავი.
-დედა, ის კაცი ამ მოხუცს ასე რატომ უყვიროდა?
-იმიტომ, რომ სუნიანია და შეაწუხა.
-ხო მაგრამ, ის ხომ მასზე უფროსია?!
-მერე რა შვილო?! ეს მათხოვარია, ის კი…
ასე უხსნიან მშობლები შვილებს. აღარ მწყინს, მივეჩვიე, მეტიც, მეცინება ხოლმე. თინეიჯერები? მათზე არაფერს ვამბობ.
-კიდევ კარგი მამაჩემი ასეთი არაა. ეუბნება მოზარდი დედამისს, ჩემს მეორე ცოლს.
-კიდევ კარგი მამაშენი ასეთი არაა შვილო.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent