შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებელი ტკივილი


13-01-2017, 23:38
ავტორი ლოლო
ნანახია 1 576

მენატრები და ნელ-ნელა უფრო ძლიერდება ეს გრძნობა ჩემში. ვიცი შენზე ფიქრი არმომასვენებს და იმაზე დიდხანს გამყვება თან ვიდრე წარმოგიდგენია, თუმცა შეუძლებელია ამის დასრულება. ასე მგონია ამ გრძნობის გარეშე უკვე არსებობას ვეღარ შევძლებ. იმის წარმოდგენა, რომ ერთ დღეს გავიღვიძებ და შენი მონატრება არ შემახსენებს თავს ცუდად მხდის. ფიქრი ერთადერთი რამაა რაც შენთან მაკავშირებს და მგონია, რომ თუ არ ვიფიქრე შენზე საბოლოოდ დამივიწყებ.
არმინდა დავკარგო იმედი რომ დაბრუნდები, მოხვალ და ისევ ისე გამიღიმებ როგორც უწინ, ისევ ჩამიკრავ გულში და მეტყვი, რომ ყველაფერი კარგადაა და აღარ წახვალ. აღარ მინდა თავს ასე ვგრძნობდე, თუმცა არც ის მინდა, რომ დაგივიწყო. უკვე აღარ ვიცი რამინდა, თუმცა ის ვიცი, რომ უბედური ვარ. მგონი გავგიჟდი, უკვე არარეალური მეჩვენება ყველაფერი, აღარ ვიცი მართლა არსებობდი თუ არა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ჩემი წარმოსახვა ვერ შეძლებდა შეექმენი ასეთი ცივი, ვერასდროს ვატკენდი საკუთარ თავს ისე როგორც შენ მატკინე.
მე გელოდები, რადგან არმინდა ჩემი გულის ის პატარა ნაწილიც მოვკლა, რომელსაც იმედი აცოცხლებს, იმედი რომ დაბრუნდები. ვცდილობ გავიხსენო შენი ყველა სიტყვა და ყველა მოქმედება, მინდა ჩემს გონებაში ისეთი დარჩე როგორიც იყავი და არა ისეთი როგორიც ახლა ხარ.
შეიძლება აღარასდროს დაბრუნდე ან დაბრუნდე მაშინ როდესაც ლოდინს შევწყვეტ. არ მინდა ისე მოხდეს, რომ გამოჩნდე მაშინ, როცა ეს ყველაზე ნაკლებად მენდომრბა. თუკი შევძლებ ეს ყველაფერი გადავლახო და ვაიძულო თავი დაგივიწყოს აღარ მინდა ყველაფერი თვიდან დაიწყოს, აღარ მინდა იმ დაუსრულებელი ტკივილით ცხოვრება, რომელსაც ეს გრძნობები იწვევს.
მგონი ავად ვარ, ყველგან შენი თვალები მელანდება, თვალები რომელიც ასე მიყვარს, სადაც შემიძლია მთელი სამყარო დავინახო და რომელიც არგავს სხვა ცისფერ თვალებს, ის მხოლოდ ერთია და მეც მხოლოდ ის ერთი მესიზმრება ყოველ ღამით.
ნეტავ რა მოხდება, თუ სიამაყეს დავივიწყებ და ამ ყველაფერს გეტყვი, გეტყვი როგორ მიყვარხარ, როგორ ვნანობ ეს სიტყვები თავის დროზე რომ არ გითხარი და როგორ ვერ ვიტან საკუთარ თავს იმის გამო, რომ სიამაყემ დამაბრმავა, თუმცა ალბათ არც არაფერი. შენც ხომ ჩემსავით მოიქეცი ვერც შენ თქვი უარი სიამაყეზე, არც შენ გითქვამს, რომ გიყვარვარ.
არ ვიცი ახლა შენ რას გრძნობ, თუმცა ერთი ვიცი მაკლიხარ. ამბობენ: ყლაფერს მაშინ აფასებ როდესაც კარგავო და მართალიცაა, სწორედ მაშინ მივხვდი როგორი ძვირფასი იყავი ჩემთვის როდესაც უკვე აზრი აღარ ჰქონდა არაფერს.



№1  offline წევრი nimi

ძალიან გავს ჩემ ჩანახატებს , გამიხარდება თუ რომელიმეს წაიკითხავ, მაინტერესებს შენი აზრიც ❤

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№3  offline წევრი ლოლო

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

მადლობა ♡♡♡

nimi
ძალიან გავს ჩემ ჩანახატებს , გამიხარდება თუ რომელიმეს წაიკითხავ, მაინტერესებს შენი აზრიც ❤

აუცილებლად წავიკითხავ. სამწუხაროდ გვიან ვნახე შენი კომენტარი. ♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent