შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური სამოთხე ანუ კედელზე მიჭედებულ ლურსმანთა ქვეყანა


19-01-2017, 14:08
ავტორი shemiyvare
ნანახია 1 452

ბრახ...ბრახ...ბრახ...

დაიბადა...მაშინვე დაასაქმეს...საკმაოდ მძიმე ტვირთი აჰკიდეს და უთხრეს:აბა შენ იცი! უნდა გაუძლო! არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამს,პირიქით,სიხარულით შეხვდა ორ ახალ მეგობარს: კედელს, რომელსაც თავდაპირველად მისმა გამოჩენამ დიდი ტკივილი მიაყენა, მაგრამ მალევე შეისისხლხორცა და ახალთახალ,კოპწია, თავმომწონე, გუგულიან საათს.

დღედაღამ მათ გარემოცვაში იყო. ერთს მხრებზე აწვა,მეორე კიდევ მისით არსებობდა,ერთი მშობელივით უყვარდა,მეორე-შვილივით.მიუხედავად იმისა, რომ არასდროს დაუკვეხნია,მაინც იცოდა საკუთარი თავის ფასი. იცოდა, რომ იჭერდა ყველაზე მთავარს-დროს(ყოველ შემთხვევაში მას ეგონა რომ იჭერდა)!უმძიმდა ეს ყველაფერი,მაგრამ აგონდებოდა, რომ შექმნილი იყო იმისათვის,რათა გაეძლო.არ გაღუნულა ლურსმანი...

მხოლოდ ათასში ერთხელ თუ შეიგრძნობდა ცხოვრების სიამეს,ისიც მაშინ, როცა საათს რამდენიმე წუთით, ისიც გასაწმენდად მოხსნიდნენ გადაქერცლილი ზურგიდან. მაშინღა გრძნობდა სიმსუბუქეს და ეგონა, აი ახლა კი გავფრინდებიო, მაგრამ გაახსენდებოდა, რომ კედელს ძალიან უყვარდა იგი, იმდენად უყვარდა, რომ მის გაშვებას არც აპირებდა, შემდეგ კი ყველაფერი მეორდებოდა,ისევ ტვირთი, ტკივილი, მაგრამ არ იღუნებოდა ლურსმანი...

მალევე გაუქრა ის სიხარული, რომელსაც დასაწყისში განიცდიდა,ბრწყინვალების მაგიერ ჟანგდებოდა რკინა,ნელ-ნელა იღლებოდა,იფიტებოდა...

ტუკ!.. ტუკ!.. ტუკ!...

ეს ხმები ჩაესმოდა წამდაუწუმ და თითქოს ხვდებოდა, რომ სწორედ ეს ხმები ასუსტებდნენ მას...

გუგუ!.. გუგუ!.. გუგუ!..

განმგმირავად ესობოდნენ გულს ბგერები,შლიდნენ, მაგრამ მაინც ვერ ართმევდნენ ოცნებას, ოცნებას გაფრენაზე, ოცნებას თავისუფლებაზე...

არ გაღუნულა ლურსმანი...

იცოდა, ,,უნდა გაეძლო!“ამაყად იტანდა ყველანაირ გასაჭირს,სიცხესა თუ სიცივეს,სიმძიმესა თუ დაუნახაობას.დიახ! დაუნახაობას,რამდენჯერ გაუხედავთ მისი მიმართულებით, მაგრამ არც ერთხელ არ შეუმჩნევიათ ლურსმნის შრომა, ყურადღების ცენტრში მუდმივად საათი რჩებოდა და თავად კი მის უკან მოქცეული გულის სიღრმეში მაინც ამაყობდა.

ტუკ!.. ტუკ!.. ტუკ!.. გუგუ!.. გუგუ!.. გუგუ!..

წამი წამს მისდევდა, წუთი – წუთს, საათი – საათს, უძილო ღამეს – უძილო ღამე ემატებოდა და მიხვდა ლურსმანი,რომ ვერ დაიჭირა დრო,ხოლო რაც უფრო გაურბოდა იგი, მით უფრო სცილდებოდა თავის ოცნებას.

დაბერდა ლურსმანი,მაგრამ არ გაღუნულა, უნდა გაეძლო!

ერთხელაც იშვიათი სიმსუბუქე იგრძნო და უცებ საათის გამოუთქმელად სევდიანი ,,მადლობა“ შემოესმა (დიდი ხანია კედელს სისუსტე შეატყო ლურსმანმა, ცდილობდა, მაგრამ შველა არ გამოდიოდა). არ შეუხედავს საათისთვის, რომ შეეხედა აუცილებლად გაიღუნებოდა, თავჩაქინდრულმა მოისმინა, როგორ ეუბნებოდნენ ოჯახის უფროსს:,,ყველა საჭირო ნივთი წამოიღეთ და ბინა დაცალეთ! იგი ავარიულია!“

ლურსმანი საჭირო ნივთთა სიაში ვერ მოხვდა(ან კი რა გასაკვირია).დაახლოებით ერთ საათში დაკარგა მან ყველაფერი, დაკარგა მეგობარი, ცხოვრების მიზანი, მოვალეობა, პირველად იგრძნო, თუ რაოდენ უმნიშვნელო რამეს წარმოადგენდა,გაითიშა.მხოლოდ შუაღამით გამოფხიზლდა, დაცარიელებულ სახლში დაზიანებული სახურავიდან მჟონავი, იატაკზე მსხვრევადი წვეთების ხმა ისმოდა.

წკაპ!..წკუპ!.. წკაპ!..

კედელი შეკრთა,უეცრად ლურსმანმა ჰკითხა: ,,რაღას უნდა გაუძლო?“ და ერთბაშად იგრძნო, რომ ადრინდელზე ასჯერ, არა! უფრო მეტი,ბევრად მეტი ძალით დააწვა რაღაც. ვეღარ გაუძლო, მოიღუნა(ნეტა, გამტყდარიყო).ვაი, რომ ცხოვრების სირთულე აძლევდა მას გაფრენის სურვილს და მან ეს ოცნება მოულოდნელად დაკარგა.

უცნაური სამოთხე ანუ კედელზე მიჭედებულ ლურსმანთა ქვეყანა


ხლა კი, ელის დროს, როცა მარჩენალ კედელთან ერთად წაიქცევა და კედელზე მიჭედებულ ლურსმანთა ქვეყანაში გადავა, სადაც არავინ ეტყვის:,,უნდა გაუძლო!“მითუმეტეს, არ გაუწყრებიან :,,უნდა გაგეძლო!“



№1  offline მოდერი bla.ell

აუ მაგარია ძალიან,სურათიც ძალიან მომეწონა... heart_eyes kissing_heart და ბოდიშზ გიხდი ამ კითხვას რომ გისვამ მაგრამ რამე შეფერხებაა? სიახლეს ვერ ვდებ://

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent