შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისარტყელასფერი(იმედგაცრუება)


21-01-2017, 00:08
ავტორი მარიამი019
ნანახია 2 101

“ეს არ არის რაიმე ვულკანის ამოხეთქვის მსგავსი და არც ისეთი რამე, რომლის ხმასაც ყველა გაიგონებს,მაგრამ ყველაზე მტკივნეული სწორედ ის არის, რაც მხოლოდ შენ გესმის.”

-როგორ ხარ?
-რას შვები?
1წლის განმავლობაში ყოველდღე,ყოველ წამს ერთმანეთის მოკითხვა. სისულელეებზე საუბარი,დებილებივით სიცილი,უაზრო კამათი. (და კიდევ ბევრი რამ რასაც ვფიქრობ,მაგრამ უბრალოდ ვერ ვწერ)...

ყველაზე განსხვავებულ,ამოუცნობ,უცნაურ,საზიზღარ,თამამ,საყვარელ ადამიანთან მქონდა საქმე,რომელიც ნელ-ნელა იმაზე მეტად მიყვარდებოდა ვიდრე გუშინ. მასთან საუბარი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა,ტრადიცია. დღითიდღე ვაცნობიერებდი რომ მის გარეშე ძლივს გაფერადებული სამყარო,ისევ ნაცრისფერ ელფერს შეიძენდა.

ალბათ გესმით როგორი გრძნობაა,როდესაც წლებს მარტოობაში გაატარებ,როცა ფიქრობ,რომ ვერავინ გიგებს,არავის ესმის...როცა შენიანი გაკლია. იმედია ხვდებით რას ნიშნავს როცა უამრავი ადამიანის გარემოცვაში ხარ,მაგრამ აქედან შენ მხოლოდ ერთი-ორი გეკუთვნის. ყველაფრის მიუხედავად განაგრძობ ძებნას,არ იცი ვის ან რას ეძებ მაგრამ დადიხარ,დარბიხარ,ყვირი. -შენ ხარ? არა! არა! და არა! ვერავიში პოულობ იმ ერთს. ხედავ სხვადასხვა სხეულებს,თუმცა ყველაში ერთნაირი სული იმალება.დაიღალე. ყვირი,ტირი,არავის ესმის…ჯანდაბა! მარტო ხარ. ნაცრისფერი ღრუბლების ქვეშ და ჩაბნელებულ ოთახში,მანამ სანამ ის არ გამოჩნდება. ყველაზე საშინელებაა,როცა ცისარტყელსაც ერთ ფერში ხედავ. გახუნებული თეთრი.


ყვითელი. აქა-იქ გამობრწყინებული ყვითელი,დღე გამოშვებით შეიმჩნევა მხოლოდ.ნელ-ნელა იმატებს,იმატებს,იმატებს და მთელ ნაცრისფერს შთანთქავს. ტყეში,ხეებს შორის გამობრწყინებული მზის სხივი. გაშინებს,თუმცა ხვდები,რომ აღარ დარბიხარ,აღარ ეძებ,არც ამის სურვილი გაქვს.ყოველ დილით ბედნიერი იღვიძებ,იცი რომ რაღაც გელოდება,აღარ გეზარება ბალიშიდან თავის აღება,არც გარეთ გასვლა. იცვლები. თავიდან ბოლომდე იცვლები,ხდები ის ვისიც ადრე გეშინოდა. ნელ-ნელა ბედნიერდები. იპოვე. შენი გაიტანე და მაინც იპოვე...ახლა შენია,შენშია,მხოლოდ ერთი შანსი. ეს მხოლოდ ერთხელ ხდება. მზად ხარ,იწყებ.
-მიყვარხარ.
-მიყვარხარ.
არც სერიოზული სიყვარულით,არც უბრალოდ  მეგობროლად ნათქვამი სიტყვები. არ ვიცი რა ხდება,მაგრამ მე ის ვიპოვე.შევეჩვიე და არ მივცემ თავს მისი დაკარგვის უფლებას. ჩვენი დიალოგი სხვებს არ გავს. ქალებზე,სექსზე,ალკოჰოლზე,სიყვარულზე,უცნაურ იუმორზე,მუსიკაზე,ჯგუფებზე...ყველაფერზე ვსაუბრობთ,თუმცა ხანდახან უმიზეზოდ ვდუმვართ,ამ დროს უბრალოდ ვემშვიდობებით ერთმანეთს მანამ სანამ...არ ვიცი,მოგვენატრება ერთმანეთი? არ მინდა ამაზე ფიქრი და უბრალოდ თავის დამშვიდება,ფუჭი იმედები და ფანტაზიები. ჯანდაბა! არც კი ვიცი რა ხდება,რას ფიქრობს,რას ვაპირებ. ფაქტია,მისნაირად ვერავისთან ვიქნები,ვერასდროს. მიყვარს.

ბოლოს იმდენად აუტანელი გახდა უერთმანეთობა,რომ ყოველ ღამე ერთმანეთს ჩახუტებაზე და კოცნაზე ვწერდით,რას ვიზამდით ერთად რომ ვყოფილიყავით,ერთ ქალაქში,ერთ ქუჩაზე,ერთ სახლში.  ზუსტად ვიცოდი,რომ შუაღამით რომ გამეღვიძებოდა მის გარდა ვერაფერზე ვიფიქრებდი. ავიღებდი ტელეფონს და მონაწერებს თავიდან-ბოლომდე ვკითხულობდი. ხშირად ვფიქრობდი თუ რა უნდა მომხდარიყო ისეთი,რომ ურთიერთობა გაგვფუჭებოდა. რა უნდა მომხდარიყო ისეთი,რომ წარსულს ჩაბარებოდა.

მგონი იმაზე მეტად გავაშიშვლე ჩემი გრძნობები,ვიდრე უნდა გამეშიშვლებინა.თუმცა რა მაქვს დასამალი. ვეღარ ვმალავ იმას,რაც ჩემში ხდება. საკმარისი გავიფიქრო შენი არსებობა და მუცელში პეპლებს ვგრძნობ. დამაშორე! დამაშორე ამ ფიქრებს ან თავად მომიახლობდი ამ ტანჯვის გასაქარვებლად.

და ყველაფრის მიუხედავად,მიუღწეველი ოცნება ხარ,რომლისაც მეშინია. მეშინია,რომ ჩემთან ერთად შენც დაიტანჯები.თუმცა ვერც შენს გაშვებას გადავიტან ყვირილის გარეშე(ისეთი ყვირილის არა,სხვებმა რომ იციან ხოლმე…) შეიძლება ბედნიერები ვყოფილიყავით(ან ყოფილიყავი) თუმცა ჯერ ვერაფერს ვიტყვი,არაფერი მომხდარა. ყოველი დღე იწყება იმაზე ფიქრით “რომ დაგკარგო რას ვიზამ” და გრძელდება შენთან საუბრით. იმედია როდესმე ყველაფერს გეტყვი.

“ყველას გვეშინია მიუღწეველი ოცნებისკენ სწრაფვის, რადგან გვგონია, რომ მისი ღირსნი არ ვართ, ანდა ვერ შევძლებთ მის განხორციელებას. თავზარს გვცემს იმის წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა, ბედნიერები ვყოფილიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და იმ განძის გახსენება გვტანჯავს, ჩვენ რომ შეიძლებოდა, გვეპოვნა, მაგრამ სამუდამოდ ქვიშაში დარჩა, რადგან გვეშინოდა ტანჯვის…”



№1  offline წევრი Violeta_ia

"თუ შიშს ვერ ძლევ,დაიმეგობრე. ესეც მასზე გამარჯვებაა" ამას ასწავლიდნენ ძველად მეომრებს. ჩანახატი სავსეა ემოციებით,მაგრამ პესიმიზმითაა გაჟღენთილი. ადვილია თქვა"ასე არავინ შემიყვარდება," მაგრამ სინამდვილე ისაა,რომ სიყვარული ყოველთვის ახლებურად მოდის. მოკლედ,კარგად აღწერე გრძნობები,შიში. kissing_heart ყოჩაღ და წარმატებები

 


№2  offline წევრი მარიამი019

Violeta_ia
"თუ შიშს ვერ ძლევ,დაიმეგობრე. ესეც მასზე გამარჯვებაა" ამას ასწავლიდნენ ძველად მეომრებს. ჩანახატი სავსეა ემოციებით,მაგრამ პესიმიზმითაა გაჟღენთილი. ადვილია თქვა"ასე არავინ შემიყვარდება," მაგრამ სინამდვილე ისაა,რომ სიყვარული ყოველთვის ახლებურად მოდის. მოკლედ,კარგად აღწერე გრძნობები,შიში. kissing_heart ყოჩაღ და წარმატებები

მადლობა დიდი

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent