შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსმენელი


21-01-2017, 00:37
ავტორი Art Soul
ნანახია 1 161

ჩვენი სიახლოვე უფრო მეტია ვიდრე ჟინის მოკვლა, ან თუნდაც ვნება. როდესაც ჩემს კართან გხედავ თითქოს ვემზადები ახალი მოგზაურობისთვის. იშვიათად მოდიხარ, მხოლოდ მაშინ როცა სულიერად გიჭირს. იცი, მომწონს, მომწონს, რომ ამდროს შენ ჩემთან მოდიხარ. მე გისმენ, გისმენ, გისმენ და ბოლოს როცა ყველაფრით დაღლილი ჩემს ფეხებთან ბავშვივით აქვითინდები, სიხარულს ვგრძნობ. ვგრძნობ ჩემს სიძლიერეს, სანდოობას და გავლენას შენზე. ჩვენ შეგვიძლია დილამდე ვისაუბროთ. ძირითადად შენ მიყვები შენს ტკივილზე, თუ როგორ გღლიან ქალები, ჰო შენ სხვა ქალებზე მიყვები, სხვასთან ლტოლვაზე. მე კი გისმენ თავდახრილი, არმინდა შეამჩნიო ჩემს თვალებში ის ზიზღი, რომელსაც იმ მომენტში ვგრძნობ განა შენზე, მთელ სამყაროზე. მაგრამ უფრო ჩემი თავი მზიზღდება, როცა მზადვარ გადავიქცე შენს მსმენელად და უკან მოვიტოვო ჩემი გრძნობები. ესეც ჩემი ეგოისტობის ბრალია. მე ვთქვი ჩვენი სიახლოვეთქო, მაგრამ ჩვენი სიახლოვე მხოლოდ სულიერ ზღვარზე გადის. არვიცი რამდენჯერ მიფიქრია ახლა ვაკოცებთქო, ალბათ ძალიან ბევრჯერ, მაგრამ არა. თუ მე ერთადერთი ქალი ვარ ვისთანაც შენ ნამდვილი ხარ, დაე ასე დარჩეს!
მახსოვს ერთხელ მოგიყევი ჩემს გრძნობებზე, ტკივილზე, სევდაზე. შენ მშვიდად მისმენდი, სიბრალულიც შევამჩნიე შენს სახეზე. ბოლოს კი მხოლოდ ესთქვი: საბრალო ქალი, როგორ იტანჯება მისთვის ვინც მხოლოდ ერთი ტყვიის ღირსია. ამ დროს მართლაც ვიფიქრე შენს მოკვლაზე, გიყვებოდი მთელი სერიოზულობით, ყოველი ჩვენი მომენტის აღწერით შენ კი ვერც მიხვდი, რომ ეს ქალი მე ვიყავი და არა ვიღაც სხვა, გამოგონილი. იქნებ მიხვდი კიდეც, არვიცი.
ყოველთვის მომწონდა შენი ღრმა საუბარი, ღრმა განცდები, რომლებსაც მხოლოდ მე მანდობდი, როგორ შეიძლებოდა ეს ბედნიერება მომეკლო ჩემი თავისთვის. არ შემეძლო! ვერც შევძელი... ყოველთვის ვფიქრობდი, რომ განსაკუთრებული იყავი.რეალურად კი დამპალი ცინიკოსი ხარ, რომელსაც სიამოვნებდა თამაში გრძნობებით, სიტყვებით და საერთოდ თამაში ადამიანებით. მხოლოდ შენ და არავის სხვას არშეეძლო ისე წარმოედგინა სამყარო, რომ ან საშინელ სურვილს გიღვიძებდა ყოველი წამით დამტკბარიყავი, შეგეგრძნო ის ბედნიერება რასაც წვრილმანები გვაძლევს, ან საერთოდ ჩაგექნია ხელი ცხოვრებაზე, გადაქცეულიყავი დეპრესიულ თვითმკვლელად. თავიდან ყოველთვის პირველს ვარჩევდი, მაშინ უფრო ოპტიმისტი ვიყავი ალბათ. მეგონა დადგებოდა ის დღე როცა მიხვდებოდი რომ შენ მხოლოდ მეგჭირდები, მე ვარ შენი ერთადერთი მშველელი ამ ცხოვრებაში, მე ვარ ვინც ამოგათრევს ყოველდღიურობის ჭაობიდან, გამოგიყვანს შავ-თეთრი სამყაროდან და მოგაშორებს იმ რეგვენებს, რომლებიც უხვად გახვევიან თავს. ბოლო წამამდე ასე ვფიქრობდი, სანამ არ მოხვედი გაბრწყინებული სახით ჩემთან და არმახარე რომ უბედნიერესი კაცი ხარ. შენმა ქორწინებამ საბოლოოდ გამანადგურა. რა გამოვიდა, რომ ამდენხანს სულ ტყუილად ვუმეორებდი ჩემს თავს: მოითმინე! ის მალე შეგამჩნევს. სულ ტყუილად გიმეორებდი რომ, მხოლოდ მასთან იქნები ბედნიერი ვისაც შენი მოსმენა და გაგება შეუძლია. ანუ მთელი ჩემი ცხოვრება ილუზია იყო, რომელშიც ღრმად გქონდა ფესვები გამდგარი და რომლიდანაც არსად აპირებდი წასვლას. იმ ღამეს არვიცი როგორ მოვახერხე, მაგრამ ჩემთავს ვაჯობე, ცდუნებას გავუძელი და ისევ გავაგრძელე ცხოვრების ილუზია.
გელოდები, ყოველდღე გელოდები, რომ ერთ დღესაც ისევ მოხვალ ჩემს კარებთან, შენებურად დააკაკუნებ, მეც მაშინვე მივხვდები რომ შენხარ, სწრაფად გაგიღებ კარს, შენ უცნაურად გამიღიმებ, როგორც ყოველთვის, მე მონატრებულს ძლიერად ჩაგეხუტები და მერე თუნდაც მოვკვდე, აღარც ვიფიქრებ ამ ტკივილზე ახლა რომ მანადგურებს. მაგრამ შენ არჩანხარ, ილუზიაშიც კი აღარ ხარ! როგორც ჩანს სიმარტოვეში მომიწევს სიკვდილი, შენგან მიტოვებულს. მეტასტაზებმა მთელი სხეული მოიცვა, ის გულიც კი დაფარა რომლითაც შენ სიყვარულს ვატარებდი. კიდევ ვიფიქრებდი შენზე, კიდევ დაგელოდებოდი მაგრამ დრო აღარ იცდის, ვკვდები.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent