შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მბჟუტავი ადამიანის აღსარება


21-01-2017, 00:47
ავტორი Skellington
ნანახია 1 325

ოთახი სიბნელეში ჩაძირულიყო. მხოლოდ მონიტორის მბჟუტავი ნათება უწებებდა ქუთუთოებს, მაგიდასთან მჯდომ ადამიანს. ყურებში - ყურსასმენები, მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკით. ხელში დიდი ჭიქა; ლიმონიამა ჩაიმ უკვე დიდი ხნის წინ მოასწრო გაციება. ენაზე ჯერ კიდევ იგრძნობოდა სასმლის მჟავე გემო, რაც იმდენად არ სიამოვნებდა პატრონს, რომ უშედეგოდ ცდილობდა ნერწყვი არ გადაეყლაპა. საცოდავი შესახედავი იყო, მინდა გითხრათ.
ეს ადამიანი ცდილობს არ იტიროს, როდესაც იხსენებს, რომ მის ცხოვრებაში ოდესღაც იყო რაღაცა კარგი. მეგობრები, მშობლები, ცხოვრების უმნიშვნელო წვრილმანები, სკოლაში ასე თუ ისე, კარგი ქულები, და მოგებული სულელური ნიძლავებიც კი. მაშინ ეს ყველაფერი მას იმხელა ბედნიერებას ჰგვრიდა... მაგრამ შემდეგ, ამ ადამიანმა ჩაქრობა დაიწყო. ზურგი აქციეს მეგობრებმა, მშობლებმა; ქულები გაუფუჭდა, ნიძლავებში წაგებებმაც იმატა.
ახალი ნაცნობობა, მთელი დღეები კომპიუტერთან ჯდომა, მეგობრებისგან მიღებული წერილების ლოდინში. სხვადასხვა ნიღბები, ფარსი ღიმილი, გაღიზიანება იმისგან, რომ წუწუნმა მის აზრებში იმატა. ადამიანების ამოცნობაც ისწავლა, თუმცა გაგება ვერანაირად. მარტოსულ ადამიანად გახდომის პროცესიც გარდაუვალი ხდებოდა.
ამ შავ-თეთრ ადამიანს არ უყვარს ღიმილი. ამბობს, რომ ღიმილი არ უხდება. სინამდვილეში კი უბრალოდ ვეღარ იღიმის. საცაა სახეც გაუქვავდება, მისი ამგვარად გაქვავებული გულის მსგავსად. ეს ადამიანი უბრალოდ დაიღალა ყველასგან და ყველაფრისგან. ცხოვრებაც საშინლად აღარ უნდოდა. ბოდიშით, რომ ვმეორდები: საცოდავი შესახედავია.
...უცბად რაღაცა მომენტში, მარტოსული ადამიანის სახე იჭმუხნება, თითქოს სულ რამდენიმე წამიც და ტირილს დაიწყებს, მაგრამ ყველაფერი გაცილებით უარესადაა: ქვედა ტუჩის ნერვიული, თითქმის სისხლამდე კვნეტით იწყებს სიცილს. მტკივნეულია, მაგრამ ერთდროულად სასაცილოც. ეს ადამიანი მომდევნო დღეზე ფიქრობდა; რომ ხვალ კვლავ გააგზავნის ყალბ წერილებს, იცინებს, "სკაიპით" მეგობართან საუბრის დროს და სამარადისო დეპრესიაში ჩავარდნილებს დაამშვიდებას. ამისგან შედგებოდა ის. ასეც აგრძელებს ცხოვრებას. ყოველდღე უწევს ათასობით ნიღბის გამოცვლა, ნამდვილი "მეს" პოვნით იმედამოწურულს.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent