მოძალადის აღსარება
არ მინდა თავი მოგაწყინოთ ჩემს უაზრო ცხოვრებაზე საუბრით, მაგრამ რა გავაკეთო, როდესაც ფურცელი და კალამი ჩემს საუკეთესო მეგობრად იქცა . მე მხოლოდ აქ შემიძლია ვიყო თავისუფალი. ვიყვირო ისე , რომ არავინ შევაწუხო. ვიტირო ისე, რომ არავინ დამინახოს. ველაპარაკები ჩემს თავს, იმიტომ კი არა, რომ გიჟი ვარ, შეიძლება ეგეც არის, მაგრამ ნამდვილი მიზეზი კი ის არის, რომ არავინ მყავს ვისაც შევძლებ და გავუზიარებ ჩემს რაღაცნაირ სულელურ ფიქრებს. ამ ცხოვრებაში ჩემნაირი ადამიანების არავის ესმის. არ უნდათ , რომ გამიგონონ, დამინახონ, არ მთვლიან ადამიანად. ნამდვილად, ჩვენ, ცხოველები ვართ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ცხოველებად არ დავბადებულვართ. ცხოველებად გაგვზარდეს! დავდივარ აქეთ-იქით ვცდილობ თავი მოვუყარო აზრებს, მაგრამ სადღაც ქრებიან. შინაგანი ღელვა, გაურკვევლობა, ფიქრი, ტკივილი, პროტესტის გრძნობა, გრძნობა და არა გამოხატვა,უპასუხო კითხვები. ვცდილობ ვიყვირო, დავიცალო ემოციებისგან, მაგრამ თითქოს რაღაც მაქვს სულში ჩაჩრილი, თითქოს რაღაც მიშლის ხელს ამოსუნთქვაში. თანდათან მახრჩობს, სულს მიჩერებს, სიკვდილისაკენ მივყავარ, მაგრამ არა! უნდა დამტანჯოს, გამანადგუროს, მეც ჩამფერფლოს ცხოვრების ცეცხლში, როგორც ნაკვერჩხალი კერიდან გადმოვარდნილი, რომელიც უიმედოდ ბჟუტავს სრულ სიმარტოვეში. ცხოვრებაში ბევრი რამის მოსმენა გვიწევს: ფიცის, დაპირებების, მაგრამ ყველაზე კარგი რისი მოსმენაც მე მიყვარს -სიჩუმეა... მასში არ არის ტყუილი. მივეჩვიე საკუთარ თავთან ლაპარაკს. დავდივარ და ვლაპარაკობ, ვყვები მთელ ამბებს. მინდა გავერკვიო ყველაფერში. ვითომ დალაგებით ვლაპარაკობ და მაინც ხშირად ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს. ხან ვამართლებ ჩემს საქციელს და მერე ვიწყებ სხვა რაღაცეებზე მსჯელობას. ზოგჯერ ვგრძნობ უსაზღვრო ფიქრების მოზღვავებას და ღრმა განცდას, სინანულისას. მერე თანდათან ვარკვევ ყველაფერს. სიმართლე საკმაოდ ნათელი და ცხადი ხდება უბედურებისათვის. ან ეს იდუმალი ქუჩები -ოჰ, როგორი ფართოა. მივაბიჯებ სიბნელეში, ბუნებაში ნაწვიმარი შემოდგომის სუნი მძვინვარებს. ნელი სიო... მარტო მივუყვები გზას, მაგრამ ჩემს გარშემო უამრავი სახეებია, დაღლილი სახეები-ძალადობისგან დაღლილი. აქ ალბათ ნამდვილად გაგვსრესენ. შორიდან, წყვდიადში სინათლეც მოსჩანს. სინათლე... ერთადერთი ნათელი წერტილი ქუჩის ბოლოს, მაგრამ ის საკმაოდ შორსაა ჩვენგან და ჩვენი ბინძური ხელებისგან. ბავშვობიდან იღვრება ძალადობა ადამიანთა სხეულში. ბავშვობიდან დამიტოვეს იარები გულზე: მამა, რომელიც ყოველთვის საშინლად ეპყრობოდა ჩემს მშობელ დედას. სცემდა, აგინებდა მე კი ამას ვუსმენდი და ვუყურებდი, რას არ ეძახდნენ ერთმანეთს. მე ვის ვახსოვდი... დედა ტიროდა... მე ოთახში ვიკეტებოდი და იქ ვქვითინებდი... აუტანელი იყო აუტანელი! ხმასაც ვერ ვიღებდი. მე ბავშვი ვიყავი და ჩემი აზრი ვის აინტერესებდა, სულ ჩხუბობდნენ, სულ ყვიროდნენ, ამის ატანა შეუძლებელი იყო. ერთხელ ამოვიღე ხმა ვთქვი ჩემი ტკივილის შესახებ, მაგრამ გამაჩუმეს. თურმე ჩემი საქმე არ ყოფილა, ვინ მეკითხებოდა როგრ მოიქცეოდნენ უფროსები. გული მტკიოდა. ჩუმად მარტო მე არ ვიყავი ამას სხვებიც ხედავდნენ, მაგრამ არ აინტერესებდათ, ცივად უვლიდნენ გვერდს ამ ყველაფერს. არ ჩანდა პროტესტის გამოხატვის არც სურვილი და არც უნარი. ყველა თავისთვის ცოცხლობდა ჩემი ბედი ვის რაში აინტერესებდა?! მე კი ყოველი დედის ჩამოვარდნილ ცრემლზე ბოღმა და შურისძიების გრძნობა მეღვრებოდა გულში... ასე იჟღენთებოდა წლების მანძილზე ჩემი სხეული. ბოლოს კი მოვიკრიბე ძალა და ჩემი ხელით აღვასრულე სამართალი, მე ის მოვკალი... შური ვიძიე ბავშვობის მწარე წლებისთვის და დედის ცრემლებისათვის... ეხლა მე გავხდი მოძალადე ,რომელმაც საკუთარი მამა მოკლა. რა სასაცილოა... თურმე რამდენი ხალხი ყოფილა ამ ქვეყანაზე და ვერ ვხედავდი, როცა დახმარება მჭირდებოდა მაშინ სად იყავით? ახლა ყველა აყვირდა: დამნაშავეა... ჩამოახრჩვეთ... გაასამართლეთ...სიკვდილით დასაჯეთ... კრიტიკოსებს ტაში არ მოვაკლოთ მათი მეორეხარისხოვანი როლების შესრულებისთვის. მე დამნაშავე ვარ, არც ვაპირებ თავის მართლებას, სისხლში მაქვს გასვრილი ხელები, სული, მთელი სხეული. მე მძულს ჩემი თავი, მთელი არსებით მძულს ჩემს სულში ჩაბუდებული ეშმაკი, მაგრამ ჩემს თავზე უფრო საზოგადოება მძულს, ხალხი მძულს, იმიტომ , რომ თქვენ მაქციეთ ასეთად, ურჩხულად, ცხოველად, მოჩვენებად რომლის სიკვილი გულს არავის დაწყვეტს, ბევრს გაუხარდება კიდეც. მაგრამ ვარ კი ცოცხალი?! ჩვენ იმედები გვაკლია, იმედები და ერთმანეთის სიყვარული. ალბათ თქვენთვის მოძალადიდან მოსმენილი ეს სიტყვები ცინიკურად ჟღერს, მაგრამ გულწრფელი ვარ, ვნანობ მაგრამ ამ ცხოვრებაში სინანულის დრო არ არის მთავიარი მოქმედებაა. მე კი ეს აღარ შემიძლია, გამოვიფიტე, ცოცხალმკვდრად ვიქეცი, თქვენ გგონიათ ამას ვერ ვხვდები?! ადამიანს დახმარება ჭირდება, შეძახება, გამხნევება, რომ დიდ გასაჭირს თავი დააღწიოს. უფსკრილში გადაჩეხილს ადამიანის ხელი გჭირდება იქედან ამოსვლაში. სამწუხაროდ, ადამიანი არ ჩანს! არ მინდა ჩათვალოთ, რომ ჩემს თავს ვაიდიალებ, არა, მე ძალიან საშინელი არსება ვარ... მხოლოდ მაშინ გამიგებთ, როცა იგივე ცხოვეებად იქცევით, როგორიც მე ვარ, ან უფრო საზიზღრებადაც და ვიცი ასე მოხდება, ვიცი ასე იქნება, იმიტომ, რომ არავინ ცდილობს ხმის ამოღებასთან ერთად იმოქმედოს. რანი ვართ და რად შეიძლება ვიქცეთ! ცხოვრება გვაქცევს თავის მონად, ხორცის მონად, გვაგლეჯს ყველაზე ძვირფასს, სულს... როცა გაფრენას ვაპირებდი ფრთები მომაჭრეს, მატკინეს და ახლა მე ვცდილობ სხვას ვატკინო. ეს ყველაფერი ისე შევისისხლხორცეთ, რომ ჩვენთვის ძალადობა ჩვეულებრივი გახდა, ჩვენ კი ამას ვერ ვამჩნევთ -რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ვცხოვრობთ გადამეტებული ოპტიმიზმით ან უბრალოდ არ ვეძებთ მომავალს!... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.