შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადედოფლო კაბა


29-01-2017, 21:40
ავტორი murachashvili
ნანახია 3 233

- ბედნიერი ვარ?!
- ალბათ!
- შეყვარებული?!
- ალბათ!
- უცნაურია საკუთარი ქორწილის დღეს პატარძალი ასეთ გაურკვეველი სიტყვებით გპასუხობდეს?!
- ალბათ!
თუმცა ეს მაინც მე ვარ, სახელს მნიშვნელობა აქვს?! თუ აქვს, მიცნობდეთ, ანი. ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, 20 წლის, გრძელი, შავი თმით.
- ლამაზი?!
- ალბათ, თუმცა ის მეუბნება, რომ ულამაზესი! იქნებ მართალია, იქნებ -ასეცაა?! არ მიკითხავს, ამ საკითხზე არ დავფიქრებულვარ! მე ისიც მყოფნის, მას რომ „ველამაზები“!
თეთრ, ბანტის საქორწილო კაბას ათრთოლებული თითებით ვეფერები. მკერავს დედაჩემის ძველი კაბა გადავაკეთებინე, იმიტომ კი არა, რომ ახლის ფული არ მაქვს, უბრალოდ მინდოდა ამ დღეს ჩემთან ყოფილიყო. დედის გახსენებაზე გული მტკივა, როგორ მინდოდა ჩემი ბედნიერება მასაც გაეზიარებინა. თეთრი მარგალიტებით გაფორმებული კორსეტის მორგებაში უახლოესი მეგობარი მეხმარება. აკეცილ თმებზე გრძელ ბანტის ფატას ვიმაგრებ და მომზადებას ვასრულებ.
სარკეში საკუთარ გამოსახულებას ვაკვირდები. მეც კი ვაღიარებ, რომ ლამაზი ვარ. ბედნიერების სხივი სახეს მინათებს. საკუთარ გრძნობებში არეული, ეიფორიაში მყოფი, უზომოდ შეყვარებული ველი მას.
ავტომობილების სიგნალების ხმა შორიდანვე მესმის. გული გამალებით მიცემს, პულსაცია მატულობს, თითქოს შორიდანვე ვგრძნობ როგორ მიახლოვდება, არც ვცდები, რამოდენიმე წამში მამაჩემის თანხლებით ჩემს ოთახში ტატო შემოდის. სმოკინგში გამოწყობილს, მხოლოდ მას ვხედავ.
- აბა, მზად ხართ?! - ხალისიანად კითხულობს.
მამაჩემი ფითრდება, ვხედავ როგორ უთრთის ტუჩები, თუმცა ემოციების მოთოკვას ახერხებს, უჭირს? ალბათ! ერთად-ერთი ქალიშვილის გათხოვება მარტივი არ უნდა იყოს, აშკარად ვერ შეეგუა.
- შენით იამაყებდა! - სახელს არ ახსენებს, მაგრამ ვიცი დედას გულისხმობს - ბედნიერებას გისურვებთ!
ისედაც გულჩვილს, თვალები ცრემლებით მევსება, ბოღმა ყელში მაწვება და მამას ვეხვევი.
- მიყვარხარ, მამ... თავს მოუფრთხილდი!
ათრთოლებული ხელებით ძლიერად მიკრავს. მის მკერდში დამალული, თავს ისევ პატარა გოგოდ ვგრძნობ. მეშინია, დიახ, მეშინია იმ მომავლის, სადაც მეც უფროსი ვიქნები, მეუღლე, ცოლი და იქნებ დედაც კი?!
დიახ, მეშინია. ტატოს მინდა ვთხოვო, რომ ქორწინებაზე უარი თქვას, ერთხელ კიდევ მკითხოს, ერთხელ კიდევ მთხოვოს, დაფიქრება. საკუთარ თავზე ვცოფდები. რამოდენიმე თვის წინანდელი ჩემი და მამაჩემის საუბარი მახსენდება, თითქმის მემუდარებოდა:
- კიდევ ერთხელ დაფიქრდი, იქნებ სულაც არ არის ისეთი იდეალური, შენ რომ გეჩვენება?
მე კი, ჯიუტად ვიმეორებდი, რომ მიყვარდა, რომ უმისოდ ვერ ვიცოცხლებდი!
მამა გათხოვებაზე რამოდენიმე დღიანი ხვეწნის შემდეგ დამთანხმდა. შვებით ამოვისუნთქე, როცა მისი თანხმობა მივიღე.
ახლა?! ახლა მეშინია, საკუთარი თავის, საკუთარი გრძნობის და იმ დღეების მისგან შორს რომ უნდა გავატარო, თუმცა...
მამა მიახლოვდება, თითქოს ჩემს განცდებს გრძნობს, ჩემს მარჯვენას გულში იკრავს, აცახცახებულ თითებზე მკოცნის, ვიცი არ უნდა ვიტირო, მაგრამ ცრემლები მაინც მადგება თვალებზე.
- ჩემი ანგელოზი ხარ, ჩემი დედოფალი!
ჩემს მარჯვენას მას აწვდის. ტატოს ვუმზერ ასე ძვირფას ლურჯ თვალებში და შიშიც მიქრება. მის მზერაში არეკლილ საკუთარ დამფრთხალ გამოსახულებას ვხედავ და ჩემი ეჭვების თავადვე მრცხვენია. თავს დამნაშავე ბავშვივით ვხრი და მზერას ვარიდებ.
- ანი, ულამაზესი ხარ! - სულ ოდნავ მეხება ტუჩებით და ცეცხლი მეკიდება, გული ამოხტომას ლამობს. ოთახიდან მისაღებში ერთად გავდივართ. მის მხარს ამოფარებული ცალი თვალით ვიჭყიტები.
- ასეთი ეგოისტი როგორ ხარ?! პატარძალი დაგვანახე! - იცინიან ბიჭები.
- ამ სილამაზეს თქვენთვის ვერ გავიმეტებ! - მხარზე ხელს მხვევს და შუბლზე ოდნავ მეხება.
მამაჩამი თვალს გვარიდებს. მეგობრები, ნათესავები, რომელთაგან უმეტესობას არც კი ვიცნობ, მიხუტებენ, მეფერებიან, მილოცავენ. მე კი ვწითლდები, ვიღიმები და ვცეკვავ.
თეთრი ბანტის კაბა ფრიალებს და ვფარფატებ მეც. მისი ხელები შიშველ მხრებზე მეხება, მკერდზე მიკრავს. დავიღალე, მაგრამ მის ძლიერ მხრებზე დაყრდნობილს, მგონია ჰაერში დავფრინავ, ცოტა არ იყოს, მეუხერხულება მასთან ასე ახლო დგომა, ასე ჩახუტება, თუმცა დღეიდან ხომ მისი ვარ?!
- დაიღალე?! - ყურთან მესმის ტატოს ხმა, ცეცხლი მეკიდება, თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ - იცოდე, დაძინება არც კი გაბედო, ამ დღეს იმდენ ხანს ველოდი! - დაბნეული ვუმზერ ვნებაჩამდგარ თვალებში - მიყვარხარ, ჩემი ხარ! - ჩემსკენ იხრება და ფრთხილად მკოცნის.
დაბნეული თვალებს ვაფახუნებ, გაუბედავად ვცდილობ კოცნაზე ვუპასუხო. ალბათ, უცნაურია, იქნებ ძველმოდურადაც ჩამთვალოთ, მაგრამ ეს ჩემი პირველი კოცნაა. ვნების ალი მწვავს, ისედაც დაღლილი, სისუსტეს ვგრძნობ და ალბათ, ის რომ არა ადგილზე დავვარდები, ზედმეტად კმაყოფილი, ზემოდან დამყურებს.
- იმაზე გემრიელი ყოფილხარ, ვიდრე წარმოვიდგენდი! - არ ვიცი რატომ, მაგრამ მრცხვენია, ვწითლდები და თვალებით მამაჩემს ვეძებ. დარბაზში არ ჩანს.
- ნეტა სად წავიდა?! - წამიერად მიელვებს თავში და ცეკვის რიტმს აყოლილს, გრძნობებით მთვრალს სწრაფადვე მავიწყდება.
- წასვლის დროა! - ვნებიანად მეუბნება ის.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ, ღიმილით ვავლებ თვალს უკვე საკმაოდ შეზარხოშებულ სტუმრებს, ერთობიან, ცეკვავენ, მღერიან. ჩვენი წასვლა დიდად არავის შეაწუხებს, იქნებ ვერც კი შენიშნონ, წვეულების მიზეზთა გაქრობა, თვალებით ისევ მამას ვეძებ, ერთ-ერთ მაგიდასთან დგას, ვიღაც, ჩემთვის უცნობი მამაკაცი ვინ იცის მერამდენედ უხსნის სიყვარულს, მერამდენედ კოცნის.
- მამაჩემთან ცეკვა მინდა! - მუდარით ვუმზერ ტატოს.
- რა თქმა უნდა, სიმამრი უნდა გადავარჩინოთ! - თბილად მიცინის ის.
მოცეკვავე წყვილებს შორის გზას მივიკვლევთ და მამაჩემს ვუახლოვდებით. შორიდანვე გვამჩნევს, აბეზარი ნათესავისგან თავს აღწევს და გზაშივე მეგებება.
- ჩემმა მეუღლემ, თუ მამაჩემთან არ მაცეკვებ, გადავიფიქრებ და აღარ გამოგყვებიო! - მხიარულად შესცინა.
- პირველივე დღეს?! სიმამრის გამო უთანხმოება არ გვაწყობს! - თვალს უკრავს მამა - ჩემი პრინცესა! - რევერანსს ისე აკეთებს, თითქოს მართლაც დედოფალი ვიყო.
სახე აწითლებული, სიცილით ვეხუტები მამას და ისევ მიჩნდება ის, ბავშვობის დროინდელი განცდა, ბედნიერი ვარ, თითქოს ისევ ათი წლის ვარ, თითქოს ისევ მხოლოდ ჩვენ ვართ, მე და მამა.
მამა მუდამ თავშეკავებული იყო, გრძნობებისა და ემოციების გამოხატვისგან თავს იკავებდა. მხოლოდ ნაბახუსევი, მხოლოდ ნასვამი თუ მომეფერებოდა. მახსოვს როგორ მიყვარდა მისი მოფერება, მისი ოდნავ შესამჩვევი ღიმილი და კმაყოფილი, აციმციმებული თვალები. ამჯერადაც ოდნავ შემთვრალს, გრძნობები ისევ ერევა.
- ჩემი სიცოცხლე ხარ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა... იცოდე, ჩემი იმედი გქონდეს, ყოველთვის, ყველაფერში... - გულში მიკრავს და შუბლზე მკოცნის.
- ვიცი... - ხმა მებზარება - ბედნიერი ვიქნები, გპირდები, ჩვენ ყველანი, ერთად, ბედნიერები ვიქნებით! - მტკიცედ ვპასუხობ.
- ეჭვიც არ მეპარება. მაგრამ იცოდე, მე შენს მეტი არავინ მყავს, მხოლოდ შენ!... - ტუჩებით ნაზად მკოცნის ათრთოლებულ თითებზე და ცდილობს გაიღიმოს.
-მომენატრები! - არ მინდა ავტირდე, მაგრამ ჯიუტი ცრემლები მაინც იკვლევენ გზას.
- სულ რაღაც ერთ კვირაში აქ იქნებით... - სიცილს ვერ იკავებს ის.
- სულ რაღაც ერთ კვირაში... - მის სიტყვებს ვიმეორებ და მეც ვიღიმები - მადლობ, მამ...
- მადლობას რისთვის მიხდი?! - გაოცებული დამყურებს ზემოდან მამა.
- იმისთვის, რომ ხარ... - ისევ გული მიჩუყდება.
ღიმილს ვერ იკავებს: - ჩემი სულელი, არადა როგორ გაიზარდე, უკვე ქალი ხარ! უკვე გათხოვილი ქალი ხარ!
- აბა, წავიდეთ?! - მშობლების თანხლებით ღიმილით გვიახლოვდება ტატო. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ, კიდევ ერთხელ ვეხვევი მამას, კიდევ ერთხელ ვკოცნი დედამთილ-მამამთილს.
- ფრთხილად იარეთ, რომ ჩაფრინდებით დარეკეთ!- ვინ იცის მერამდენედ გვაფრთხილებენ!
- თუ გაგვახსენდებით, დავრეკავთ! - ეშმაკურად იცინის ტატო, თუმცა დედის ნაწყენი თვალების დანახვისთანავე, სერიოზულდება - დავრეკავთ, დე... დავრეკავთ! მე თუ არა, რძალი მაინც დაგირეკავს! - სიცილით მიკრავს თვალს.
- არ, ინერვიულოთ, გზიდანაც შეგეხმიანებით! - აღელვებულ მშობლებს კიდევ ერთხელ ვამშვიდებ, კიდევ ერთხელ ვკოცნი სამივეს და მივდივართ.

შემდეგ?!
თვითმფრინავში გვერდი-გვერდ მჯდომნი ილუმინატორიდან ღამის განათებულ თბილისს გადმოვყურებთ, მხარზე ფრთხილად მეხება ტატო. მისკენ არც კი ვიხედები, ორივე ხელით ვებღაუჭები საყვარელ მამაკაცს, თითქოს მისი დაკარგვის მეშინია, ტუჩებით ვეხები ჩამოქნილ თითებზე და ოდნავ შესამჩნევად ვკოცნი. ალბათ გრძნობს, ჩემს ფიქრებს.
- ჩემი ცხოვრება ხარ! - ყურთან სასიამოვნოდ მიღიტინებს ოდნავ მოზრდილი წვერი.
მისკენ ვბრუნდები, თითქოს პირველად მესმის ისე ვაშტერდები, თვალები უწვრილდება და გვერდულად მიღიმის.
- მიყვარხარ! - ჩვეულებისამებრ ღიმილი მეპარება ხმაში.
- მე უფრო... - სავარძლებს უკან წევს და ნახევრად გადაწოლილს ძლიერად მიხუტებს.
სხეულში ჟრუანტელი მივლის, ისევ ვწითლდები, საკუთარი გულისცემა მეც კი მესმის, თუმცა ნელ-ნელა ვმშვიდდები, მის ძლიერ მკლავებში კომფორტულად ვეხვევი, მინდა მისი ცქერით დავტკბე, მაგრამ არ გამომდის. თავს მკერდზე მოხერხებულად ვადებ, თვალები მისით მიმძიმდება, არ მინდა დავხუჭო, არ მინდა დავიძინო, მაგრამ საფეთქელთან ტუჩების შეხებას ვგძნობ , მის ხინწიან „ძილინებისას“ მშვიდი სუნთქვა მოსდევს და მეც მეძინება.





№1  offline წევრი Hela

ძალიან თბილი წასაკითხი იყო ❤️❤️❤️❤️

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

როგორ გამახარე შენ ვერ წარმოიდგენ შენი სახელით რომ დავინახე ისტორიია...რაღაც განსხვავებულს წერ ვხვდებიი

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

კუზუნა
ძალიან თბილი წასაკითხი იყო ❤️❤️❤️❤️

დიდი მადლობა <3

ნიტა♡♡
როგორ გამახარე შენ ვერ წარმოიდგენ შენი სახელით რომ დავინახე ისტორიია...რაღაც განსხვავებულს წერ ვხვდებიი


მიხარია რომ წაიკითხე, თუმცა ისტორია არაა, ჩანახატია kissing_heart

 


№4  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

დიდი მადლობა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent