შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო მოგონება


2-02-2017, 00:46
ავტორი dreamer.L
ნანახია 1 833

შენზე მოგონებებს თავს ვუყრი, ვაგროვებ და ერთ უჯრაში შესანახად ვამზადებ. ახლა გამახსენდა ჩვენი მესამე ზამთარი, პირველ თებერვალს თოვლიან ბილიკზე, რომ მივაბიჯებდით ბაკურიანში და დღეებს ვითვლიდით ოთხ მაისამდე. ოთხ მაისს ოქროს დაბადების დღე გვქონდა, ოთხი წლის გავხდით მაშინ მე და შენ.
გაუსაძლიასად მციოდა მახსოვს. მარცხენა ხელზე ხელთათმანი გახდილი მქონდა და კომფორტულად მომეთავსებინა შენს ყოველთვის ერთნაირად თბილ მარჯვენაში. მივდიოდით მე და შენ მხარდამხარ, გვერდიგვერდ, ერთად. დამეფიცება მაშინ ჩვენზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა.
მიყვარდი...
გიყვარდი...
ჩვენი ბედნიერება სრულყოფილი იყო.
ის ზამთარი ყველაზე ბედნიერი იყო ჩვენი ისტორიის მანძლზე. ყველაზე თოვლიანი და ყველაზე მზიანი. ჩვენნაირი. შენ ყოველთვის სითბოს ასხივებდი, მე ყოველთვის ვფიფქავდი. შენ ყოველთვის ანათებდი, შენ ყოველთვის მალღობდი.
დღეს მცივა, მცივა და ვერ გიძახი. არადა მაშინ უთქმელად ხვდებოდი როდის მჭირდებოდა შენი თბილი ხელები და ნათელი თვალები.
დაუმსახურებლად რაც გვეძლევა მალევე გვერთმევაო. ხო ასე იყო. არასდროს დამიმსახურებიხარ, სულ ვფიქრობდი რატომ ვუყვარვარ მეთქი, შენც არასოდეს მეუბნებოდი, არ აგიხსნია. მე მაინც ჯიუტად ვკითხულობდი რატომ, როგორ, რანაირად გიყვარვარ მეთქი შენც გაბრაზებული მომიტრიალდებოდი და მეუბნებოდი ამ ქვეყნად არსებობს რაღაცები რაც ახსნას არ ექვემდებარებაო. მე კი სულ გიხსნიდი, რომ შეიძლებოდა აგეხსნა ისე როგორც მე გიხსნიდი, რომ ჩემი მთვარე იყავი, მზითგამთბარი მთვარე, ჩემი მეგობარი და ყველაზე პირველი პირველთა შორის, ჩემი დედა, მამა, დედმამიშვილი და ყველაზე ახლო ნათესავი, ბავშვობა და სიყვარული, პირველი და უკანასკნელი, ჩემი ოჯახი, ჩემი სახლი, ჩემი სამშობლი, ყველაზე ღირებული. გიხსნიდი, რომ აი ასე მარტივად მიყვარდი და არაფერი შეცვლიდა ამ გრძნობას. შენ მისმენდი, მიყურებდი თვალებში და ლოყაზე მეფერებოდი შენი თბილი თითებით. ჩემი მონოლოგის დასრულებს შემდეგ ცოტა ხანს დუმდი და მეუბნებოდი სიყვარულზე მეტად მიყვარხარო, უფრო მაღლა ხარო ჩემთვის. მე ვფიქრობდი რომ რაც კი ამ ქვეყნად დაუმსახურებელი სიკეთე მიმიღია ყველაზე დიდი და ნათელი შენ იყავი, შენ რომელიც ყველაფერი იყავი ჩემთვის. მადლობას ვუხდიდი ყველას ვისაც შენს გაჩენაში ბრალი მიუძღვოდა, ბებიას და ბაბუას შენი მშობლები ძალის საწინააღმდეგოდ რომ შეაუღლეს, იმ მამაოს ამის შესახებ, რომ იცოდა და მაინც დასწერა ჯვარი, მათ მეჯვარეებს და შენს მეზობელ თინასაც კი რომელსაც შენზე მეტი განსახილველი არავინ ყავდა.
მიყვარდა შენი სუნთქვა, მშვიდი და თანაბარი, მოზომილი ნაბიჯები და მოზრდილი წვერი.
ვერასდროს ვიხსენებდი როდის შემიყვარდი, სულ მეგონა რომ დაბადებიდან მიყვარდი, მაშინაც როცა არ გიცნობდი და მაშინაც როცა არ ვარსებობდი, მეგონა ჩემი შენდამი სიყვარული მანამდე გაჩნდა სანამ მე დავიბადებოდი, ბევრი იარა ამ ქვეყნად და მერე უკვე ცოტა წამოზრდილს ქუჩაში შემხვდა და სახლში დაუკითხავად გამომყვა.
ახლა შენზე მოგონებებს ერთად ვალაგებ, უჯრაში ვდებ და ვაგდებ გასაღებს.
აღარ არსებობს ოთხი მაისი,
აღარც ზამთარი.
მზეც კი გაცივდა.
არაფერია ქვეყნად ახალი,
ყველა წავიდა, ყველა წავიდა...



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent