დღეს შენი მომატრება მკლავს
შენ, ჰო შენ იცი დღესაც მახსოვს შენი თვალები, შენი თაფლისფერი თვალები როგორ მიყურებდნენ სევდანად, ბრწყინვალედ, შესაშურად, ანცად, ბავშვურად და მამაკაცურად. დღესაც, როცა თვალებს ვხუჭავ მახსენდება შენი სახე- თეთრი, ნაზი, ისე მომწონდა შენი კანის ფერი, ო, ღმერთო როგორ შეიძლება დამვიწყნოდა შენი სახე, მერე რა, რომ ერთი წელი გავიდა რაც ჩემს თვალებს არ დაუნახიხარ, არ დაუნახავს შენი თაფლისფერი თვალები, მე რა რომ ჩემი და შენი, შენი და ჩემი, ჩვენი თვალები ერთმანეთს ერთ წელზე მეტია არ შეხვედრიან. იცი ჩემს წვანე თვალებს მოენატრე. იცი, ზოგჯერ სარკეში ვიხედები და ჩემს თვალებში შენს ანარეკლს ვხედავ, იცი დღეს სულ სხვაგარ მომენატრე. იცი დღეს სხვა რამ ვგრძენი, ნუთუ ეს მონატრება იყო?! ნუთუ ეს ნოსტალგია იყო?! ან იქნებ უბრალოდ იმედი მჭირდება რომელიც წლების წინ ჩემი ცხოვრებიდან გავუშვი?! ნეტავ რა მოხდა დღეს, რომ ჩმი თითები ამ ტექსტს წერს, ნეტავ რატომ მოიცვა შენზე ფიქრმა ჩემი გონება, იქნებ რამე გიჭირს? ან იქნებ არც. იქნებ მომენატრე ან იქნებ წარსული გამახსენდა. ჰაჰააჰ ! იცი რა გამახსენდა პირველი დღე როცა გაგიცანი მახსოვს მაშინ მოგიღუტუნე. ჰო მე შენ მოგიღუტუნე და ერთად ვიცინოდით. არასოდეს დამავიწყება ის დღე. ისიც მახსოვს მთვარეს რომ ერთად ვუყურებდით, მერე რა რომ ერთად არ ვიყავით, სამაგიეროდ მთვარე გვიყურებდა ორივეს. ჰო და ერთმანეთის ფიქრებს გვანდობდა. იცი დღეს რაღაც სასწაულად ვიგრძენი შენი მონატრება. იცი სული გამეყინა, გონება დაიპყარი და გული ამიჩქარე. ცოტაც და მეგონა გაჩერდებოდა. ნუთუ შესაძლებელია ასე მყვარებოდი?! ვერ ვიჯერებ რომ ამდენი წლის შემდეგ საკუთარ თავს ვეუბნები რომ, ჰო , მე შენ მიყვარხარ. მინდა ვიყვიყო, მთელს ქვეყანას, დედამიწას მინდა გავაგებინო, მინდა მზეს მისწვდეს ჩემი ხმა და ისევ ვიტყვი „ მე შენ მიყვარხარ“ თუმცა სიტყვები,ოხ ეს სიტყვები, სიტყვებს არ ძალუძთ გადმოსცნენ ეს გრძნობა. ვერც ერთი სიტყვა ვერ დაიტევს ამ გრძნობას. სიყვარული ზღვას ჰგავს მისკენ გიზიდავს, შიგნი შედიხარ, მერე შეგითრევს უფრო ღმად და ისე მოგწონს რომ უკვე თავად აღარ გინდა გამოსვლა და თუ მაინც გამოგრიყავს ან შენი სურვილით ნაპირისკენ გამოხვალ შენ „შენ“ აღარ იქნები. შენ უკვე სხვა ხარ. შენ მთვარე ხარ ის კი მზე. ერთმანეთს ანათებთ და ათბობთ. ერთმანეთს ავსებთ, მინდა რომ შემავსო, რადგან დავცარიელდი, უშენოდ ცარიელი ვარ და ამ სიცარიელეს ვერაფერს ვუხერხებ. იცი მე იმედი დავკარგე, მრჩველი , მეგობარი, ჩემი საყრდენი დავკარგე, ჰო შენ ჩემში იყავი, ჩემი მეორე „მე „ იყავი და იცი არც არაფერი არ შეცვლილა შენ ისევ ჩემში ხარ, თუმცა არ ვიცი ისევ ჩემი ხარ თუ არა, მაგრამ ვიცი რომ გულის სიღმეში ისევ გიყვარვარ, მინდა გიყვარდე, მინდა..... მე მხოლოდ მინდა... იქნებ ასეცაა???? ან არა.. ნეტავ შემეძლოს შენი სიყვარულის დაბრუნება, სულელურად აღარ მოვიქცეოდი, ნეტავ შემეძლოს.....ნეტავ...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.