ვარამის სამხარი
კედელზე ამოტვიფრულ თითოეულ იეროგლიფზე გაჩენილი კითხვები და ამავდროულად პასუხები ხარ. ოღონდ ის პასუხები არა რასაც ეს იეროგლიფები ნიშნავს, შენ ხარ პასუხები გონებისთვის რომ ეს იეროგლიფები არაფერს არ ნიშნავს. სიბნელეა. როცა ამას ვფიქრობდი და სურვილი მქონდა დამეწერა ჯერ სხეულს არ ეღვიძა, მხოლოდ თვალები მქონდა გახელილი და ძალიან სიცივის შეგრძნებას და შენს სიშორეს ვაჩხუბებდი ერთმანეთში, თუმცა ვის უნდა მოეგო, შენი სიშორე ხომ ამ სფეროში ოსტატია, მემგონი ყველა საბრძოლო ხელოვნებას ფლობს. თავი ავწიე. ოდნავ მოშორებით საღამოს სინათლე ჩანს, მზე იმალება და ვერ ვხვდები მწვანე ხეებისა და ბალახის ფონზე ასეთი სიცივე რატომაა გამოქვაბულში? ვგრძნობ რომ დაბლობზე ვარ, ეგ გრძნობა უკვე მახვედრებს, რომ გრძნობების სათვალავი ამერია. იეროგლიფები ფოსფორივით ანათებენ, მგონი კედლებში მკვდარი სხეულეებია, ოღონდ ახალი მკვდრები, აბა სხვა რა ვიფიქრო ამხელა კედლებს ციცინათელა ხომ არ გაანათებდა? ორსული ქალის გვამებია, ხო დაჟინებით ვეუბნები ჩემს თავს. შენ სადღა ხარ? მინდა ისეთი სილამაზე განახო. იქნებ იეროგლიფების ამოცნობასაც კი შეძლებდი, მეტიც იქნებ შენ დაწერე? ასეთ დროს არ უნდა წასულიყავი, თან ყოველდღე ჩვენს ახალ სიცოცხლეს ველოდებით. რახან გავიგეთ რომ გოგოა ერთობლივი გადაწყვეტილებით ევას ვარქმევთ, თუმცა ეს რა შუაშია. გამოქვაბულიდან ერთი ნაბიჯი გადავდგი და ბალახზე დავაბიჯე თუარა მივხვდი, რომ აქამდე დიდ ტალახში მივლია, მარჯვნივ მივიხედე, სული ვიგრძენი, წინ კი ჩემს და გასაოცად ორი ადამიანი ზის, ერთს თმა კეფაზე შეკრული და დიდი წვერი აქვს, მეორესაც ასევე ოღონდ პირველი შავგვრემანია, მეორე კი ჭაღარა. რაღაც ფარდებივით აცვიათ და საერთოდ ვერ ვიქცევ მათ ყურადღებას. უკან დავბრუნდი, წავბორძიკდი და დავეცი, ხელი გამომიწოდა სრულიად სხვა ადამიანმა, არცერთმა მათგანმა. ამ კაცსაც თითქმის იმათსავით ეცვა ოღონდ თმა–წვერი წაბლისფერი ქონდა და ცოტა მოუვლელი. არ მიკითხავს ვინ იყო, სახე ისე უნათებდა რომ ჩემი სახის ანარეკლს ვხედავდი, სიგიჟეა. ანარეკლი მხოლოდ მაშინ ჩანდა როდესაც შენზე ან რაიმე სასიამოვნოზე გამეფიქრებოდა. დაახლოებით საათი ველაპარაკებოდი და ის მხოლოდ მიცქერდა. ველაპარაკებოდი ყველაფერზე რაც გამიკეთებია, ვეკითხებოდი ყველაფერს რაც მაინტერესებდა. მან კი ბოლოს მხოლოდ რამოდენიმე პასუხი დამიბრუნა. მითხრა, რომ იეროგლიფები არ არის ის რაც შენს ენაზე არ წერიაო, რაც სრულიად გაუგებარი იყო ჩემთვის და მაინც იეროგლიფებად დარჩა. იმ ორ კაცზე მითხრა რომ ჭეშმარიტებას ეძებდნენ, ჩინელები იყვნენ შე და დი. ასევე მითხრა, რომ ჩემი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ის სადაც გავიღვიძე და მაქედან გამოსვა არ შეიძლებოდა. არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. მთლიანად ცივი ვარ და მსუბუქი. დავბრუნდი ისევ გამოქვაბულში, შესვლისას იეროგლიფებით მოხატულ კედელს მოვეფერე და შენი სიახლოვე ვიგრძენი. ალბათ ციცინათელები ანათებენ ...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.