შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყელში მობჯენილი შენი მონატრება მტკივა

11-02-2017, 00:59
ავტორი meocnebe_
ნანახია 2 982

ახლა ყველა წამის ერთად შეკრება და ერთი მთლიანი სიუჟეტის გაკეთება მომინდა, ყველა შენი გამოხედვის ერთ კონად შეკრება.. ყველა შენი ჩახუტების ფირზე აღბეჭდვა და ისეთ კონად შექმნა მომინდა, რომელსაც დაუსრულებლად გავიმეორებდი. ყელში მობჯენილი შენი მონატრება მტკივა და სულში მიმალული უიმედობა მანადგურებს. ახლა რომ შემეძლოს შენთან ჩახუტება,მთელ ღამეს უთქმელად გავატარებდი, ხმის ამოუღებლად, რომ არ გამომრჩენოდა შენი გულისცემით ნათქვამი ის სიტყვები, რომლებიც თვალებამდე აღწევენ.. ხანდახან ისე მინდა მოვწყდე რეალობას და დაუსრულებლად უსაზღვროდ უსასრულოდ ვირბინო მანამ,სანამ მიწაზე დავარდნილი არ გავაანალიზებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც შეიძლება,თურმე, შემყვარებოდა იმდენად სულელურად და გიჟურად რომ ცხოვრებაში ყველაფრისთვის ხაზი გადამესვა. ყველაფერი იმდენად გულთან ახლოსაა, ალბათ, გავგიჟდებოდი დაწვრილებით ყოველი დეტალი რომ გამეხსენებინა.
ერთი ჩვეულებრივი დღე და შეცვლილი რეალობა იყო.. რას წარმოვიდგენდი თუ ეს დღე შემაგრძნობინებდა სწორედ იმას, რასაც ველოდი.. ჰო.. სწორედაც რომ.. ყველაფერი ერთი ფოტოს მოწონებით დაიწყო და მესიჯობით გაგრძელდა. სასიამოვნო მოსაუბრე რომ იყო კი ვიცოდი.. არა, ადრეც ველაპარაკებოდი ხოლმე იმ ტკივილზე თუ სიხარულზე რაც მაწუხებდა, მაგრამ ეს დღე სულ სხვანაირი იყო.. სხვანაირი ელფერიც მიიღო.. მონატრებულზე, ამდენი ხნის უნახავზე და ესე, უბრალოდ, ვინ იცის რამდენი თვის უნახავს რომ ელაპარაკები და გიახლდება შეგრძნებები.. შეგრძნებები ბედნიერების და ღიმილის. ღიმილის, რომელიც მთელ სახეს ედება და უბრალოდ ხვდები რომ გაბედნიერებს.. თითუეული სიტყვა რაღაც ახალის მომცემი იყო ჩემთვის.. რატომ? აი გეტყვი.. იმიტომ რომ ერთადერთი ადამიანია ამდენი ხნის განმავლობაში ვისთანაც თავი ვიგრძენი ისე,როგორც სულ სხვანაირს და ნამდვილ მეს შეეფერებოდა.. მხოლოდ მან შეძლო გაეშიშვლებინა ჩემი რეალური სამყარო იმდენად, რომ შიგ ჩაეხედა და ყველაფერი ჩემს უთქმელად დაწვრილებით მოეყოლა ჩემზე.. როგორ მოახერხა? არვიცი ადამიანი უნდა იყო ალბათ ესეთი.. სიგიჟე, თავისუფლება და უბრალოდ ბედნიერი გულით და სულით გამოხატული ემოციის ავტორია.. ჩემი პირადი ფსიქოლოგი ხარ თქო ვუთხარი მაშინ.. გაეცინა კაი ვიქნებიო.. ათასი ფიქრი რომ მიტრიალდებოდა გონებაში მაშინაც თავადვე გამცა პასუხი, დღევანდელი დღით დატკბი და იყავი ბედნიეერი იმით რაც გაქვსო.. ხმა ვეღარ ამოვიღე.. ვიძახოდი, ერთადერთი ადამიანია რომელსაც უთქმელად ესმის ის, რაც მაწუხებს და იცის რა მიშველის, მაგრამ იმდენად ამოუცნობი ფენომენია და მეც იმდენად სხვანაირი ვარ მასთან სხვა პლანეტაზე ვარ მეთქი.. ზოოპარკი? მოგონილია თქო და მეცინებოდა მაგრამ ჰმ.. ამას ვიტყოდი? მე ხომ გოგო ვიყავი და ვარ, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია, მე ხომ გოგო ვარ, რომლისთვისაც მონატრება ერთი დიდი სისულელეა, რომელსაც მხოლოდ გიჟები გრძნობენ. გოგო, რომლისთვისაც ცრემლი იმდენად უცხოა, რომ ხანდახან საკუთარ არსებობაშიც კი ეჭვი მეპარება.. ჰო, მე ვარ ის, ვისთვისაც გრძნობები მხოლოდ უფერო ცისარტყელას ჰგავს და მე ვარ გოგო, რომელმაც ყველანაირი გრძნობა სწორედ რომ რამდენიმე წლის წინ ჩააყოლა იმ ადამიანის საფლავს.. ადამიანის, რომელიც მისთვის ამოუხსნელად ძვირფასი იყო.
როგორ დამღალა ამ უაზრო ყოფამ, აწეწილმა ცხოვრებამ და საერთოდ ყველა იმ გრძნობამ სულში ყველა ნწილს რომ ედება და ფესვებს იდგამს, თანდათან, ნელ-ნელა რომ აღწევს შენში და გიწიწკნის სულის ყოველ ნაწილს. ასე მგონია ყელში მომებჯინება ეს რაღაც და გამგუდავს. სიცარიელის შეგრძნება არმტოვეს და სადღაც იმ უსასრულობაში მაგდებს, საიდნაც ალბათ ვერასოდეს გამოვალ. უსასრულობის ერთ ნათელ წერტილში, თუ ამას ნათელი წერტილი შეიძლება დაერქვას, მარიონეტებისგან შექმნილ სპექტაკს ვაწყდები. სპექტაკლს, რომელიც ძალიან ჰგავს ამ დამპალ ცხოვრებას. ჰო.. ცხოვრება ერთი დიდი სპექტაკლია, რომელსაც გვინდა თუ არა ყველა ჩვენგანი ვთამაშობთ. რატომ? იმიტომ,რომ ამ სპექტაკლში მონაწილეობა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ესე უბრალოდ იღებ გადაწყვეტილებას და ეთიშები მას. ეთიშები სამყაროს და გადადიხარ უსასრულობაში. სადღაც შორის, სადაც მარადისობის კანონი მოქმედებს და სადაც შენს მარადისობას ქმნი შენვე.
როგორ მინდა შენამდე მოვიტანო ყველა ის ფიქრი და ყველა ის განცდა, რომელიც მახრჩობს და სადაცაა გამგუდავს, მაგრამ სასაცილოა, ეს ხომ უბრალოდ არშემიძლია. ვერც ცრემლი, ვერც გამოხატვა და ვერც ლაპარაკი ვერმივსებს სიცარიელეს. რაღაც მტკივა იცი?! ოღონდ ეს ფიზიკურ ტკივილზე უარესია. მას ხომ წამლით ვერ განკურნავ, თორემ რაღა გამიჭირდებოდა. ვინ იცის რამდენჯერ მდომებია ვინმესთვის მეთქვა ის, რასაც განვიცდიდი, ვინ იცის რამდენჯერ მდომებია ვიღაც მყოლოდა გვერდში, მაგრამ მიუხედავად იმდენი „მეგობრისა“, ყველას ფეხებზე... არავინ გისმენს იცი ბოლომდე.. არავინ ინტერესდება შენით და მერე გეუბნებიან უგულო და უგრძნობი ხარო. კი, ვარ.. ჰო იმიტომ, რომ ასე უფრო იოლია ცხოვრება. ალბათ ოდესმე მომბეზრდება ამ ბინძურ სამყაროში სუნთქვა, თუმცა არა, რატომღაც მაინც მიხარია.. მიზეზს ნუ მკითხავ მაინც არვიცი..
ყველაფერი თავისთავად ვერ მოხდება, როგორ ვჩქარობ ყველაფერს.. ყველაფერს წინ ვუსწრებ.. მალე მინდა, სწრაფად, განუსაზღვრელად, უსასრულოდ.. სიგიჟე მინდა და თანაც იცი როგორი?! საერთოდ ყველაფერს რომ დამავიწყებს.. ჭიქა კალვადოსი, შენ ჩემ გვერდით და დაუვიწყარი სუნი მინდა.. ჰო, მჭირდება, ყოფის აუტანელ სიმსუბუქეს რომ შეიგრძნობ ადამიანი და შიშნარევად გამოაპარებ თვალს შენი მთრთოლვარე ტუჩებისკენ.. ტუჩებისკენ, რომლებმაც პირველად გაზიარეს ცას და დედამიწას ერთდროულად.. ბედნიერების მწვერვალზე აჰყავხარ მეორე ადამიანის სულის გაშიშვლებას.. როცა გიყვარს ჰო.. ზუსტად.. სულსაც აშიშვლებ მის წინაშე და საბოლოოდ დგახართ ესე მიყინულები ერთმანეთის პირისპირ. როგორ მინდა დავივიწყო ყოველგვარი თავმოყვარეობა და ეს ახლართული ცხოვრება დავალაგო და ერთ ლამაზ კონად შევკრა, კონად, რომელიც ღირებული იქნება.. ჰო, ჰო ღირებული და აი მაშინ ვიტყვი, რომ მაბედნიერებდი და მავსებდი, რადგან სწორედ შენ იქნები ჩემი ცხოვრებისგან შეკრული კონის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება.. და შენ, თუ არა აბა სხვა ვინ უნდა იყოს ცენტრი და ღერძი.. ხანდახან ძალიან მაკვირვებ იცი?! აი ასე, შენი ხასიათი ვერ ამოვიცანი.. ჰო.. ერთხელ გითხარი გული მაინც გაგყიდის სხვა თუ არაფერი თქო და მხოლოდ გაგეღიმა.. არვიცი.. როგორ შეგიძლია ემოციის დაფარვა.. სიგიჟეა იცი.. ჩახუტება ყველაფერს შეცვლისო მითხარი.. ვერც ამით მივხვდი ვერაფერს ან უბრალოდ არმინდა უაზრო დასკვნებზე ავაგო მთელი ცხოვრება და მერე იმედგაცრუების საშინელმა ელფერმა გადაჰკრას ამ ყოველივეს.. არც თვალების კითხვა არიციო.. ჰო.. გამეცინა და მასწავლე მეთქი გითხარი.. ვერგასწავლი ეს შენით უნდა შეძლოო.. არშემიძლია.. კვლავ შენი სურნელით გაჟღენთილი მონატრება მკლავს და მჭირდება.. შენი ჩახუტება და შენთან გატარებული დღეები მჭირდება.. უბრალოდ რომ არ შემიძლია შენგან წასვლა და თავის დანებება აი ეს მანადგურებს,, ვიცი, განა არვიცი, რომ უბრალოდ არვიქნებით ერთად და დღევანდელი ეს ურთიერთობა გვჭირდება.. ჰო გჭირდება და მეც აი ასე ყველაფრის გარეშე თანახმა ვარ.. რამდენჯერ მიოცნებია შენი ინიციატივით ჩამხუტებოდი, უბრალოდ შუბლზე გეკოცნა და საათობით ჩუმად ვყოფილიყავით.. ყველაფერი სულის ტკივილამდე ჩადის და იმდენად შემზარავი ხდება თანდათან ალბთ მალე გავგიჟდები, და მერე?.. არაფერი ^^ ისევ ტკივილი.. ისევ სიცარიელე.. ისევ შენი მონატრების სურვილით გაჟღენთლი მონატრება.. ისევ შენი ტუჩების არაამქვეყნიურ გემოზე ოცნება და ისევ ყველაზე წმინდა და გულწრფელი ოცნება, ყველაზე დიდი და სულში ჩამწვდომი შენი ჩახუტებით გამოწვეული მეტასტაზების გავრცელების პროცესი იქნება ისევ და ისევ ძალა, რომელიც შემაძლებინებს ყოველი დილა ღიმილით დავიწყო..მჯერა ოდესმე ჩემთვისაც მოვა გაზაფხული და გაალღობს იმ უზარმაზარ ყინულს, რომლესაც „უგულო, უგრძნობი სიცარიელე“ ჰქვია და მაშინ ვიტყვი, რომ მეც მაქვს უფლება ვიყო ლაღი, თავისუფალი.. ჰო თავის უფალი და გიწოდო ჩემი სულის დაკარგული ნაწილი, რომელთანაც ვარ ის, ვინც რეალურად ბუდობს ჩემში..
საბოლოოდ კი ყველა მარადიული ქრება და დრო მხოლოდ მოგონებებს ინახავს ფილმის კადრივით..
ტკივილი..
სიცარიელე..
დაფლეთილი შინაგანი „მე“..
უსასროლოდ მონატრების შეგრძნება..
პირველად განცდილი ბედნიერება..
პირველად ჩადენილი ყველაზე დიდი სიგიჟე..
პირველად აღმოჩენილი ნამდვილი სული..
პირველი გულწრფელი ბედნიერება და
ბოლოს ისევ პირველი ფირი გულწრფელი ბედნიერების წუთებისა.. ყველაფერი პირველი შენთან მოდის ისევ და ისევ სიცარიელის და ტკივილის ბურთი მეჩხირება ყელში..
შენგან წამოსული გულცივობა მეტკინება ალბათ და მაინც.. ვირბენ.. ვიწანწალებ უსასრულოდ.. დავსახლდები იქ, სადაც ხალხის თვალები ნაკლებად წააწყდება ერთ უსულგულო მარტოობას და დავსახლდები იქ სადაც შევკარავ იმ კონას, რომელსაც სახლედად დავაქმევ „შენს მონატრებას“ და კვლავ მეტკინება...

№1  offline წევრი meocnebe_

საღამომშვიდობის ჩემო საყვარლებო.. რატომღაც ჩანახატის ბოლოში არდაიდო ჩემი კომენტარი და მიწევს აქ დაწერა იმის, რაც მინდოდა რომ მეთქვა.. იმედია თავს არ შეგაწყენთ :) <3 მოკლედ ამ საიტის ხშირი მომხმარებელი ვარ, როგორც მკითხველის ამპლუაში თუმცა არა ამ ნიკით, მაგრამ მაინც დღე თქვენ გარეშე ვერ წარმომიდგენია.. რატომღაც ისე ვიყავი რაღაცის წერის სურვილი გამიჩნდა.. ვერდავიბრალებ ძალიან მაგრად გამომივიდა ან თუნდაც უბრალოდ კარგად მეთქი მაგრამ.. მოკლედ ეს თქვენთვის მომინდია <3 ძალიან მინდა მოვისმინო თქვენეული შეფასება და შენიშვნები.. მიყვარხართ თქვენი ისტორიებიანა ^_^ <3 ))

meocnebe_

მინდა გითხრა რომ საშინელებაა..
რადგან შენ ჩემი გულის სათქმელი თქვი ...
არვიცი ალბათ ყველასთვის ასეთი მტკივნეულია სიყავრული და ყველა ასე სასტიკად ვიტანჯებით? ... არვიცი მაგრამ საუკეთესოოაა ეს ჩანახატი რაც ამ ბოლოს დადებულა აქ. ჩემი პირადი აზრია. აიი ძალლიან ბევრიიი რამ იყო ის რასაც მე დავწერდი, ვკითხულობდი და ვფიქრობდი ჩემმა აჩრდილმა ხომ არ დაწერათქოო :დდ მართლაც კარგია, გააგრძელე ასე. როოცა მუზა მოგივა.

№3  offline მოდერი Maiaabuladze

იმდენად ახლობელი იყო ეს ჩანახატი ჩემთვის რომ სული მეტკინა... შენ ამ ჩანახატით ის სათქმელი თქვი რისი თქმაც ბოლო დღეებია მინდა და თავი ვერ მოვუყარე... გულის ყველაზე ღრმად ჩამარხულ ტკივილშიც ჩააღწია და ძლივს შეკოწიწებული სიმშვიდე დამირღვია შენმა ჩანახატმა...
მაგრამ საუკეთესო იყო.. ასე გააგრძელე ❤

№4  offline წევრი meocnebe_

მწვანეთვალება გოგონა

მადლობა ჩემო კარგო ასეთი შეფასებისთვის.. ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდი <3 თვალები გამიბრწყინდა კომენტარი რომ წავიკითხე ^_^ ჰოომ <3 რაც შეეხება სიყვარულს.. არვიცი ვერგეტყვი რომ მიყვარს თქო, მაგრამ იმდენად სიცარიელეა ახლა ჩემში უბრალოდ არშემიძლია ამის გამოხატვა..აჩრდილმა არვიცი მაგრამ ვერავის რომ ვერ ვეუბნები ამ ყველაფერს ალბათ ის გამოვხატე, მაგრამ მთლად ბოლომდეც ვერაა გამოხატული.. <3 მადლობა შენ :*

Maiaabuladze

მაპატიე აფორიაქებისთვის <3 მაპატიე ამ სიტყვებისთვის <3 მადლობა შენ ასეთი შეფასებითვის <3 ის სიცარიელე გამოვხატე რომელსაც ძლივს შეკოწიწებული სიძლიერით ვავსებდი.. "ძლიერი გოგო" ვარ მე და გაძლიერებას გისურვებ შენც <3 :* :დ მახარებ <3

იცი ვფიქრობ რომ თუ არ გიყვარს ისე ამას ვერ დაწერდი. :( ჩემი პირადი აზრია, მაგრამ მე რასაც ვწერ სწორედ ეს უძლიერესი გრძნობა ამწერინებს და არ ვიტყვი რომ კარგად ვწერ ან რაიმე, ჩემი აზრით ძალიან დაბნეული ვწერ მე თვითონ რადგან ეს გრძნობა მაბნევს და ვფიქრობ რომსწორედ მხოლოდ "შეყვარებულის" მდგომარეობას შეუძლია ეს ყველაფერი გულიდან წამოსული ემოცია და გრძნობა სიტყვებად გარდმოქმნას.

№6  offline წევრი meocnebe_

<3 <3 არვიცი, ჩემო კარგო არვიცი, იმდენად გავურბივარ ყველაფერს არც მჭირდება სიყვარული, მაგრამ "წამომიარა"და მივჯღაპნე რაღაც ^_^

№7  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

№8  offline წევრი meocnebe_

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

მადლობა <3

№9  offline წევრი patala

მგავხარ ჩემო გოგო რაღაცით მაინც მგავხარ თუნდაც იმით რომ იგივეს განიცდი რასაც მე განვიცდიდი სამი წლის განმავლობაში და ახლაც განსხვავება ისაა რომ მე ამ ყველაფერს გამოვხატავ და ხმამაღლაც ვამბობ. დამიჯერ არ ხარ უგულო არც უგრძნობი. ვფიქრობ ყველაზე თბილი გული გაქვს უბრალოდ ეს დიდი სითბო იმ ადამიანთან ერთად დაკრძალე. არ ხარ ცივი უბრალოდ ასეთ იმიჯს დავად იქმნი. არსებობენ მეგობრებიც რომლებსაც შენი თითოეული განცდის გააზრება შეუდზლია და არა უგულებელყოფაა. მეც მტკივა შენსავით მონატრება ეს ყველაზე საზიზღარი გრძნოვაა... ალბათ მეათასედ რომ წავიკითხო მეათასედვე ვიტურებ ამ სიტყვებზე... ყველაზე მაგარი გოგო ხარ

№10  offline წევრი meocnebe_

patala

მადლობა საყვარელო ამ სიტყვებისთვის :/ ალბათ მტკივა კიდეც, ალბათ განვიცდი კიდეც მაგრამ ზოგჯერ ჯობია შენში დარჩეს ეს ყველაფერი. მაინც არაფერი იცვლება გამოხატვით :*

№11  offline მოდერი Maiaabuladze

meocnebe_
მწვანეთვალება გოგონა
meocnebe_
საღამომშვიდობის ჩემო საყვარლებო.. რატომღაც ჩანახატის ბოლოში არდაიდო ჩემი კომენტარი და მიწევს აქ დაწერა იმის, რაც მინდოდა რომ მეთქვა.. იმედია თავს არ შეგაწყენთ :) <3 მოკლედ ამ საიტის ხშირი მომხმარებელი ვარ, როგორც მკითხველის ამპლუაში თუმცა არა ამ ნიკით, მაგრამ მაინც დღე თქვენ გარეშე ვერ წარმომიდგენია.. რატომღაც ისე ვიყავი რაღაცის წერის სურვილი გამიჩნდა.. ვერდავიბრალებ ძალიან მაგრად გამომივიდა ან თუნდაც უბრალოდ კარგად მეთქი მაგრამ.. მოკლედ ეს თქვენთვის მომინდია <3 ძალიან მინდა მოვისმინო თქვენეული შეფასება და შენიშვნები.. მიყვარხართ თქვენი ისტორიებიანა ^_^ <3 ))

მინდა გითხრა რომ საშინელებაა..
რადგან შენ ჩემი გულის სათქმელი თქვი ...
არვიცი ალბათ ყველასთვის ასეთი მტკივნეულია სიყავრული და ყველა ასე სასტიკად ვიტანჯებით? ... არვიცი მაგრამ საუკეთესოოაა ეს ჩანახატი რაც ამ ბოლოს დადებულა აქ. ჩემი პირადი აზრია. აიი ძალლიან ბევრიიი რამ იყო ის რასაც მე დავწერდი, ვკითხულობდი და ვფიქრობდი ჩემმა აჩრდილმა ხომ არ დაწერათქოო :დდ მართლაც კარგია, გააგრძელე ასე. როოცა მუზა მოგივა.

მადლობა ჩემო კარგო ასეთი შეფასებისთვის.. ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდი <3 თვალები გამიბრწყინდა კომენტარი რომ წავიკითხე ^_^ ჰოომ <3 რაც შეეხება სიყვარულს.. არვიცი ვერგეტყვი რომ მიყვარს თქო, მაგრამ იმდენად სიცარიელეა ახლა ჩემში უბრალოდ არშემიძლია ამის გამოხატვა..აჩრდილმა არვიცი მაგრამ ვერავის რომ ვერ ვეუბნები ამ ყველაფერს ალბათ ის გამოვხატე, მაგრამ მთლად ბოლომდეც ვერაა გამოხატული.. <3 მადლობა შენ :*

Maiaabuladze
იმდენად ახლობელი იყო ეს ჩანახატი ჩემთვის რომ სული მეტკინა... შენ ამ ჩანახატით ის სათქმელი თქვი რისი თქმაც ბოლო დღეებია მინდა და თავი ვერ მოვუყარე... გულის ყველაზე ღრმად ჩამარხულ ტკივილშიც ჩააღწია და ძლივს შეკოწიწებული სიმშვიდე დამირღვია შენმა ჩანახატმა...
მაგრამ საუკეთესო იყო.. ასე გააგრძელე ❤

მაპატიე აფორიაქებისთვის <3 მაპატიე ამ სიტყვებისთვის <3 მადლობა შენ ასეთი შეფასებითვის <3 ის სიცარიელე გამოვხატე რომელსაც ძლივს შეკოწიწებული სიძლიერით ვავსებდი.. "ძლიერი გოგო" ვარ მე და გაძლიერებას გისურვებ შენც <3 :* :დ მახარებ <3

მეც "ძლიერი გოგო" ვარ ❤ მე ის მახარებს რომ ვიღაცის გახარება შემიძლია ❤

№12 სტუმარი ანა დიასამიძე

არაჩვეულებრივია ❤ რომ ვკითხულობდი მეგონა ჩემი დაწერილი იყო იმდენად დაემთხვა ჩვენი გრძნობები❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent