დაგაგვიანდა
ცხელი ყავის ფინჯანს ხელები მჭიდროდ მოხვია და სევდიანმა გახედა ქუჩას ფანჯრის რაფაზე შემომჯდარმა,ვინ მოსთვლის მერამდენე ღამეს ატარებდა ასე. გარეთ თოვდა, უსაშველოდ ბარდნიდა და საოცრად ლამაზს ხდიდა თბილისის ქუჩებს.აქა იქ ბედნიერი ბავშვების და ქუჩაში მოსიარულე ხალხის ხმაური სწვდებოდა მის ყურთასმენას და უფრო მეტად სტკენდა გულს. უყვარდა თოვლი და ზამთარი,გაახსენდა როგორ ელოდებოდა ხოლმე ფანტელების დანახვას,ფიქრებმა წარსულში გადააგდო და ყველაფერმა წამის სიზუსტით ჩაუარა თვალწინ, მისმა სისუსტემ იმდენად ატკინა ცოტაც და ჭიქას ხელებით დაფშვნიდა,უკვე მესამე თვე გადიოდა რაც მარტო იყო მის პრობლემებთან,"ნუ წუწუნებ შენ გადაწყვიტე ასე" შემოუტია ალტერ ეგომ და ვერ შეეწინააღმდეგა.განა არ იცოდა რომ დააშავა? განა ვერ ხვდებოდა რომ მარტო არჩია იმ ომში ბრძოლა რომელიც დასაწყისშივე წააგო.მაშინ დამარცხდა ექიმის კაბინეტიდან გამოსულმა, სიცოცხლეზე რომ ხელი ჩაიქნია და იმ ერთადერთზე არ იფიქრა ვისთვისაც იმ სიცოცხლეს დაუფიქრებლად დათმობდა რომელიც მასაც აღარ ეკუთვნოდა,განა შეცდა თუ მიისი დაცვა მოინდომა? ტკივილისგან ამოიგმინა და ცრემლები ხელისგულებით შეიმშრალა,ფიქრები კი თავს არ ანებებდა და წარსულისკენ ითრევდა,თვალები მაგრად დახუჭა და გონებამაც უმალვე გადააგდო მოგონებებში. არასდროს დაავიწყდებოდა მისი გაკვირვებული სახე როდესაც თავგამოდებით უმტკიცებდა რომ შეცდა და აღარ უყვარდა,რომ მისგან წასვლა სურდა.ნეტა შემოეხედა.თვალებში ჩაეხედა აუცილებლად დაინახავდა როგორ სთხოვდა მისი თვალები დახმარებას, ის თვალები მხოლოდ მისი დანახვისას რომ ბრწყინდებოდა და ის თვალები აგერ მერამდენე დღეა გაუჩერებლად რომ ტირის მისი მონატრებისგან.სწრაფად წამოხტა ფეხზე და თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად.შეძზლო ეხლაც შეეძლო მისთვიდ დაერეკა მხოლოდ ერთხელ და დახმარება ეთხოვა,სწრაფად წაიწია ტელეფონისკენ თუმცა ეგეც ვერ გაბედა "გინდა ეცოდებოდა? გინდა შენს ტანჯვას უყუროს? გინდა მომავალი წაართვა?"მერამდენე კითხვას უსმევდა საკუთარ თავს და პასუხს ვერცერთზე იღებდა.დაპროგრამებულივით გაბოდიალდა შემოსასვლელში და ქურთუკი მოიცვა, ასევე გაშტერებული დაეშვა კიბეზე და როოგრც კი გარეთ გავიდა მაღლა აიხედა. ფანტელები ერთი-მეორეს მიყოლებით ეშვებოდნენ მის სახეზე და ცრემლებთნ ერთად უჩინარდებოდნენ. ვალენტინობა?,გულში მტკივნეულად გაკენწლა, თვალი გააყოლა იქვე მოსეირნე ბედნიერ წყვილს და ქურთუკი მჭიდროდ მოიხვია ტანზე, ეხლა მხოლოდ ის და თოვლი იყო მასთან სიყვარულის დღეს,ისევ შემოუტია მოგონებებმა წინა ვალენტინობა გაახსენდა,რამდენი იგიჟეს მაშინ და რა ბედნიერი ყოფილა თურმე, შანსი? კი არსებობდა ალბათ მისი გადარჩენის,უბრალოდ დროზე ადრე დაყარა ფარ-ხმალი,ვერ შეძლო ბრძოლის წამოწყება იმ საშინელებასთან რასაც სხეულით ატარებდა,უნდოდა ისეთი ხსომებოდა როგორიც გაიცნო,მუდამ ლაღი და ლამაზი,არ უნდოდა ქიმიის შემდეგ რომ თმები დასცვივდებოდა,ის თმები მას რომ ასე უყვარდა მის თვალებში სიყვარული სიბრალულს და მისი დაკარგვის შიშს შეეცვალა.ვერასდროს აიტანდა მის ტკივილს,მკვდარიც იგრძნობდა ალბათ და მეორედ მოკვდებოდა. შიში? უკვე არც იცოდა ეს რას ნიშნავდა,იმდენად გაითავისა ყველაფერი რომ არაფრის ეშინოდა,მხოლოდ მისი ვეღარ ნახვა აშინებდა, მხოლოს ის რომ იმ ჰაერსე ვერ ისუნთქებდა რასაც ის,მხოლოდ ამიტომ არ ეთმობოდა სიცოცხლე, მხოლოდ მის გამო. იმედგაცრუება? ესეც იწვნია მაშინ როდესაც იმ ბაღიდან წამოსული მან არ შეაჩერა, როდესაც არ აიძულა სიმართლე ეთქვა,როცა დაიჯერა რომ აღარ უყვარდა,როცა ელოდა და არცერთხელ დააკაკუნა მის კარზე. მეგობრები? აქ მწარედ ჩაეცინა,ირონიაც იგრძნობოდა სადღაც,ბუნდოვნად ახსოვს ეგ რა მცნებაა,ის კი ნათლად გაახსენა ცხოვრებამ რომ მხოლოდ მაშინ ხარ ღირებული როცა სხვას სჭირდები,როცა შენ საჭიროებ ვიმეს ყველა და ყველაფერი ქრება. სიმარტოვე, აი ეს იყო რასაც დაუმეგობრდა,შეეჩვია და შეიყვარა. უცებ გამოერკვია ფიქრებიდან და რომ არ ეყვირა პირზე ხელი მიიფარა,იქ იდგა მათი ხის გვეშ.ნელა მიუახლოვდა დათოვლილ ხეს და მერქანს ხელი გაუსვა ჯერ კიდევ რომ ეტყბოდა დანით ამოჩხაპნილი გული -ნეტა მოხვიდე,ნეტა ჩამეხუტო როგორ მჭირდები.პირველად შეძლო ხმის ამოღება და თვითონვე შეკრთა,თურმე როგორ მონტრებია თუნდაც ხესთან საუბარი. რას არ მისცემდა ერთხელ შეეხედა მისთვის, მხოლდ ერთხელ შეხებოდა სახეზე მხოლოდ იმიტომ რომ კარგად დამახსოვრებოდა სანამ შეეძლო და ხედავდა,სანამ შეეძლო ღრმად ჩაებეჭდა მეხსიერებაში მისი თვალები გახსენება მაინც რომ შეძლებოდა როცა საბოლოოდ დაკარგავდა მხედველობას და მისთვის ყველაფერი დასრულდებოდა. -ვალენტინობას გილოცავ.მეხის გავარდნასავით გაისმა მისი ხმა და გოგო შებარბაცდა,"ოღონდ მეჩვენებოდეს ოღონდ",მაგრამ აქაც შეცდა,მის წინ ის იდგა ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ამ გვეყნად, საკმაოდ სევდიანი და დათრგუნული ეჩვენა და კიდევ ერთხელ შეზიზღდა თავი,"აბა მიდი კიდევ ერთხელ მოიშველიე შენი მსახიობური ნიჭი,კიდევ ერთხელ ატკინე" წაკბინა ალერ ეგომ -მეც გილოცავ.ხმა აუკანკალდა ქალს -დამაგვიანდა?საოცრად სევდიანი ჰქონდა ხმა ბიჭს -სად? -შენთან,შენს დასახსნელად,შენს ომში საბრძოლველად,მაგ ტკივილის გასაზიარებლად. თითქოს მთელმა დედამიწამ შეწყვიტა არსებობა,იცოდა ყველაფერი იცოდა.ნელა დაიძა მისკენ და თვალებში ჩახედა,ვერსად დაინახა სინანული ან შეცოდება. -დაგაგვიანდა.ძლივს აამოძრავა ტუჩები -ცდები,სანამ ვარსებობთ,ვსუნთქავთ და ერთად ვართ ყველაფერს შევძლებთ,ვერავინ გაბედავს ამ გრძნობას წინ აღუდგეს და მითუმეტეს ... -რომ ვეღარ დავინახო? ხმა აუკანკალდა გოგოს -მე ვიქნები შენი თვალები.გაეღიმა ბიჭს -რომ დაგტოვო? უკვე ტიროდა ემოციებისგან -იქაც არ გაგიშვებ მარტოს.არ გაქვს უფლება გამაგდო. სწრაფად წაიწია წინ და მონატრებული სხეული გულში ჩაიკრა. მერე? მერე იყო ბევრი ტკივილი,იმედგაცრუება,ხანგრძლივი ბრძოლა,იმედის გაჩენა და საბოლოოდ დამარხებული სიკვდილი. ნელ ნელა დაბრუნებული იმედები და ბედნიერება. და კიდევ ერთი განვლილი წელი,14 თებერვალი და დათოვლი ხესთან ჩახუტებული წყვილი რომლებიც მერქანზე ძველის გვერდით ახალ ამოჩხაპნილ გულს უყურებდნენ ... ეს ისე ბავშვებო, ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს ეძღვნება, მიყვარხართ ყველანი და დღეს საღამოს ახალ თავსაც დაგიდებთ 12 რომ გადასცდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.