ეს ზამთარიც მალევე გავა ..
" ამ წყეულ ზამთარს დღეს პირველად მოთოვა თურმე. და მეც ღიმილით გეკითხები, - ჩაი თუ ყავა ? რაღა გაალღობს ჩვენს გარშემო გაყინულ სულებს გპირდები ტკბილო, ეს ზამთარიც მალევე გავა. " თოვს .. უკვე ორი დღეა შეუჩერებლად თოვს და ირგვლივ ყველაფერი თეთრ ფერშია, ჩემს გარდა. მე , როგორც ყოველთვის ნაცრისფერი ვარ ან ოდნავ მელანქოლიური ფერები გადამკრავს. შენ არ მოგწონს ასეთი ფერები, თუმცა ვერ ვიშორებ. ვზივარ და გვერდს ფინჯანი ჩაი მიმშვენებს, რომელსაც ლიმონი გემოს უცვლის. იცი, მე დღეს უჩვეულოდ მენატრები და უჩვეულოდ ვფიქრობ შენზე .. ვფიქრობ შენს ღიმილზე და თითებზე, რომლებიც არ შემხებია არასდროს. არა, მე არ მიყვარხარ და არც ისე უსაშველოდ მჭირდები, რომ მელანქოლიას მივცე უფლება მოიცვას მთელი ჩემი სამყარო .. მე არ ვიცი რა დავარქვა გრძნობას, რომელიც შენს ყოველ მონაწერზე მეუფლება და არ ვიცი რა დავარქვა იმას, რომ დღეში უთვალავჯერ ვსტუმრობ შენს პროფილს. სიყვარულია ვითომ ?! არა, არა გთხოვ ნუ მეტყვი, რომ ეს სიყვარულია და მე ვარ მისი მსხვერპლი ! თოვდა, დღეს უსაშველოდ თოვდა. იცი, მე ცხოვრებაში პირველად ამოვტიფრე ვიღაცის სახელი თოვლში და ეს სწორედ შენი სახელი, რომელსაც გვერდით საკუთარი სახელიც კი მივამატე. მერე გადავშალე. შენ იმდენად ცივი ხარ, რომ ეს ზამთარი აგვისტოს დღეებს უდრის შენთან შედარებით. ფანჯარაში, რომ ვიხედები ისევ უსაშველოდ ბარდნის და მინდა, რომ ჩემი ჩაის ჭიკაც არ გრძნობდეს თავს ეულად. მინდა, რომ კიდევ იყოს მეორე ჩაის ჭიქა, რომლესაც დაორთქლილ მინაზე უთუოდ დაემჩნევა შენი თითების კვალი .. მე ვიცი, რომ უსაშველოდ ჩაივლის ეს ღამეც და უშენობის მწარე ტკივილები შემახსენებენ თავს. მე ვიცი, რომ თხემით ტერფამდე მეტკინება ჩემი წინდაუხედავობა და შენი სიამაყე. აპრილი გახსოვს ?! ვიცი, რომ უთუოდ გახსოვს თვე, რომელშიც ერთმანეთი უნდა ვნახოთ პირველად. პირველად .. მე და შენ, ჩვენი თვალები, ჩვენი ხელები, ჩვენი აჩქარებული გულისცემა. ეს ზამთარიც მალე გავა და მოვა კვირტებში ჩაფლული აპრილი, მაგრამ მოხვალ კი შენც მასთან ერთად ?! მოხვალ ! მე ვიცი, რომ მოხვალ. შენ მე პირობა მომეცი ჯერ კიდევ გუშინ, რომ არასოდეს წახვიდოდი და მე ისე როგორც არასდროს, არაფრის ისე მჯერა ამ სიტყვების. " ნუ დამიკარგავ იმედს. იმედს, რომ ხარ " ! " თუ შემოაღებ კარს, მე დაგახვედრებ სკამს. დავსხდებით ერთად და ვუყურებთ ცას." " ვიქნებით ერთად. მე მოგიტან წყალს ." |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.