შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ეგოისტი ვარ!


22-02-2017, 16:13
ავტორი Art Soul
ნანახია 1 614

-შენ ეგოისტი ხარ!
ბოლოს ეს სიტყვები წარმოთქვი და კარი გაიჯახუნე. გეგონა საბოლოოდ მიდიოდი და მაინც ბოლოს ამ სიტყვებით გადაწყვიტე დამშვიდობება.
სწორედ ამიტომაც დაისაჯე...
თვალებს ვახელ და ვხედავ შენს უძილო, დარდიან თვალებს. გიყურებ ჩუმად და პირველი რასაც ვგრძნობ სიამოვნებაა, სიამოვნება თვითმკვლელობით, სიამოვნება შედეგით, სიამოვნება შენი მოკრძალებული ტანჯვით. ფიქრით იმაზე რომ შენ იდანაშაულებ თავს და გრძნობ პასუხისმგებლობას ჩემზე, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. როგორც იქნა შემამჩნიე. ჩემსკენ მოიწევ, ხელზე მკოცნი და რაღაცას ლუღლუღებ. სახეზე მეფერები და თმაში ხელს მიცურებ, სიტყვები უკვე მარტივი გასარჩევია, მიმეორებ თუ როგორ ნანობ შენს საქციელს და რეალურად თურმე რამდენს ვნიშნავ შენთვის. სისულელეა, ვასკვნი მე და ზიზღით ვაბრუნებ თავს, შენ ხელსაც ვიცილებ და გთხოვ გახვიდე პალატიდან. ადგილიდან არ იძვრი, მე კი უკვე ვკარგავ მოთმინებას და გიმეორებ დამტოვო მარტო როგორც დამტოვე მაშინ, როცა გეგონა ყველაფერი ამით დასრულდებოდა. შენც სხვა გზა არ გაქვს და მიდიხარ თავდახრილი, გაოცებული ადამიანის სიჯიუტით და ამპარტავნებით.
დღეები გადის მე კი ახლოსაც არ გიკარებ, უარს ვამბობ შენს ნახვაზე, შენს საჩუქრებზე და საერთოდ შენზე. შენ კი გიკვირს როგორ შეიძლება ადამიანის ასე ცვლილება, გასხვაადამიანება.
სახლში მისულს შენ მხვდები და მიცხადებ რომ არაქვს აზრი ჩემს სიტყვებს შენ მაინც აქ რჩები. რა თქმა უნდა, მეც ხომ ეს მინდა. უხმოდ მივდივარ ჩემს ოთახში და არც კი ვცდილობ შეგიმსუბუქო ტკივილი რომელსაც მე გაყენებ... შენი მიზეზით.
დავდივართ თეატრში, მუზეუმში, გამოფენებზე. ლიტერატურულ საღამოებზე, ვსტუმრობთ ბედნიერ ოჯახებს სადაც სიყვარულია, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. არ მეუბნები უარს გადაგიღო უამრავი ფოტო ისე როგორც მინდა და იქ სადაც მინდა. მოკლედ აკეთებ ყველაფერს იმას რაც უწინ გეზარებოდა, გეზიზღებოდა და უბრალოდ არ გინდოდა. იმიზეზებდი რომ არ გქონდა დრო, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმე გქონდა ვიდრე სპექტაკლზე წასვლა ან უბრალოდ ერთად ფილმის ყურება იყო. ამით კი მეუბნებოდი რომ ყველაფერი უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე მე. ხედავდი ჩემს საყვედურით სავსე თვალებს და მაინც იგივეს მიმეორებდი სულ, დაუსრულებლად. ყოველ ჩემს საცოდავ წინააღმდეგობას ეგოისტობად მითვლიდი. ბოლოს კი საერთოდაც წახვედი ახალი ადამიანის მოსაძებნად. ვერ ვხვდებოდი როგორ შეგეძლო მიგეტოვებინა ადამიანი რომლის ყოველდღიურობაც შენ იყავი. უშურველად გაძლევდა სულს, გონებას, გულს, ფიქრებს. ამაყობდა შენით და ამავდროულად გმატებდა უდიდეს თავდაჯერებულობას. შენ კი მაინც სხვა გინდოდა, ვინმე სხვანაირი. უფრო გულგრილი, უფრო ცარიელი, უფრო შენნაირი. მე კი შემიძლია ყველანაირი ვიყო და ახლა სწორედ ისეთი ვარ როგორიც გინდოდი. შენ კი ისეთი როგორიც მინდოდი. ბედის ირონია კი სწორედ ესაა.
გხედავ როგორ დაიღალე, დაცარიელდი, გამოიფიტე და მიხვედი მდგომარეობამდე როგორ მდგომარეობამდეც მე წინათ. ახლა შენ მიყურებ საყვედურით სავსე მზერით და მემათხოვრები იმ გრძნობებს რასაც ადრე ასე მხურვალედ გრძნობდი. გინდა გაქრე ან მე გავქრე. დასრულდეს ეს სულის ძახილი რომლითაც აქამდე ჩერდები ალბათ ეს შინაგანი ხმაა რომელიც ყველაფერში შენ გადანაშაულებს, შენც ხვდები რომ ასეა და იტან შენს ტანჯვას. მე სულაც არ ვცდილობ რომ შეგიმსუბუქო ტანჯვა, არ იფიქრო იმაზე რომ დამნაშავე შენ ხარ, არა სრულებითაც არა. იტანჯე, მეც ხომ ეს მინდა. რაღაცაში კი ნამდვილად მართალი იყავი.
- მე ეგოისტი ვარ!



№1  offline წევრი kakulia

რა კარგი ჩაანახატიააა heart_eyes მიხარიხარ heart_eyes

 


№2  offline წევრი Art Soul

kakulia
რა კარგი ჩაანახატიააა heart_eyes მიხარიხარ heart_eyes

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent