შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცი ახლა მე რა მინდა?


22-02-2017, 19:41
ავტორი კლოუნი(ნ)
ნანახია 1 782

მდინარიდან ვბრუნდებოდით,გალუმპულები ჩამავალი მზის მკრთალმა სხივებმა ვერც გაგვაშრო და
ვერც გაგვათბო.მოულოდნელად აღმოვაჩინე რომ ძვირფასი ნივთი დამეკარგა.
-მე საათს ვიპოვი და მოვალ,ჩაოთ.-ვუთხარი ლაპარაკში გართულ მეგობრებს.
- თქვენ წადით მოვაძებნიებ მე. -თქვა სასიამოვნო ბარიტონით.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
მუნჯებივით მოვდიოდით,ჩვენს შორია საძაგელი სიჩუმე გამეფებულიყო.
-ოხ გმადლობთ რომ გამომყევით მისტერ,მაგრამ ზუსტად 10-15 წუთის წინ გადაუდებელ საქმეზე
მიიჩქაროდით.ჰმ,აბა რატო დარჩი? ნუ ღელავ არ მომიტაცებენ,იქით არ მოვიტაცო ვინმე.-ვფიქრობდი
ჩემთვის და ნერვები მეშლებოდა.
-აქვე კარგი საბანაო ვიცი და ჰე წავედით.
-არც მეკითხები ჰო?(ცალი წარბკ ავწიე და თან ვცდილობდი ერთბაშად ჩემთან აღმოჩენილი
დაბნეულობა,სიხარული და გაკვირვება დამემალა.
-მოდიხარ თუ არა?
- აღარ გცივა შენ? (ვკითხე და გავიღიმე).შემომხედა მაგრამ მალევე დახარა თვალები და ღიმილით
თავი გადააქნია.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
საშინელ დაღმართზე ჩავდიოდით,ისევ დუმილო,რაღა თქმა უნდა.
-ვუაიმე რა მაგარია,არ მჯერა.ჩემი ყველაზე საყვარელი,პანიკებში იყო პირველი მე.
- შენი? ჰაჰ რა შენი?! როდის მერე გახდა შენი?! ან რა გიხარია?! იცი სად მიდიხართ?! პატარა
ლაწირაკო ბავშვო! აბრუნდი მალე ზევით- დაუცაცხანა მეორე მემ.
- შენ ჩუ! გკითხეთ რამე? მოკეტე ცოტახანი არ შეიძლება?! ნაბიჯით იააარ!
- ჯანდაბა! ეკლებიღა მაკლდა სრული ბედნიერებისათვის.- ჩავიბუზღუნე ჩუმად.
შემობრუნდა,სახიდან ფრთხილად მომაშორა ტოტები და ჩემს გაბუსულ სახესა და დაბრეცილ ტუჩებზე
ჩაეღიმა.
-ოღონდ ახლა აქ არ ჩავიკეცო.
- ძალიან კარგი,მეტის ღორსი ხარ.ირონიით,ამაყად ჩამსისინა მეორე მემ.
მერე უცებ შებრუნდა და ჩაირბინა.როგორც იქნა ჩავაღწიე,თვითონ უკვე წყალში
იყო.გაბრწყინებული,ანთებული თვალებით მიყურებდა და უცებ გავშტერდი.მეცნობოდა მისი ეს
თვალებკ,როცა მოულოდნელად დამინახავდა ყოვეკთვის ასე ემართებოდა,მაგრამ უმალ თვალს
მარიდებდა,თუმცა ახლა მომშტერებოდა.
-ჩამოხტი.
- შანსი არაა,უბრალოდ გამორიცხულია.
- კაი რა,ჩამოხტი.
- არა მეთქი და მორჩა - ვთქვი და ბეტონზე დავჯექი.
ჩემი ხათრით,მზერა ეშმაკურთან ერთად სითბოთი აევსო და ჩუმად დაამატა - ჩემთან.
-ჰო იცი რომ მარტო მიურაგში ბანაობის არ მეშინია,თან აქ აშკარად ძალიან ღრმაა (წავიბუტბუტე).
- ჩემთან ერთად არასდროს არაფრის არ შეგეშინდეს სულელო.ტკბილ ხმაში სიმკაცრის ნოტები
შეერია.წამში ბეტონის დასაწყისში გავჩნდი.
- ეს დიდი დაქანებაა - მიყურებდა და ღიმილს ვერ და არ ფარავდა,მაგრამ მე რისი მე ვიყავი ერთ
ყურში რო შემეშვა და მეორედან არ გამომეშვა ან სხვისთვის დამეჯერებინა.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
გავექანე და ჩავხტი,უფროსწორი იქნება ვთქვა ხელებში ჩავაფრინდი.წყალი საშინლდ ღრმა იყო და
ლიფსიტასავით აკანკალებულმა ამოვწიე თავი,თუმცა ისე სწრაფად,ძლიერად მომხვია ხელები და
ჩამიხუტა რომ მაშინ მივხვდი ბოლომდე გავიტმასნეს მნიშვნელობას,ასე ვყავდი ალბათ ნახევარი
წუთი,მთლიანად ვხურდი. განაბული თვალებით გავბედე,შევხედე და აი ეს არ უნდა მექნა,მთლიანად
მასში ჩავიძირე,ჩავიძირე ბედნიერების მორევში,რომელიც სულ უფრო და უფრო შორს
მითრევდა.სიტყვები?ალბათ ასეთი უფასური არასდროს მომჩვენებია.გამოშტერებულები
ვუყურებდით ერთმანეთს,ბოლოს ჩაეღიმა,თავი დახარა და ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო ახლოს
მოქონდა ჩემი დაბნეული სახისკენ.
ჰოოპ ვდნები,გული მაქ ცუდად,ღმერთო ოღონდ ახლა მიშველე და მომეცი გამძლეობა.
ცხვირი ჯერ ლოყაზე გამიხახუნა ისე რო ტუჩები მომედო,ცოტათი მაგრამ მომედო.ოდნავ ღია
ტუჩებიდან იმ ყინვაში,ჰო ყინვაში მდუღარესავით ცხელ ჰაერს პირდაპირ სახეზე მიბერავდა.მეტი
აღარ შემეძლო,მართლა ზღვარზე ვიყავით ორივე.უცებ ჩავყვინთე და მოხვეული ხელებიდან
რომლითაც ტანზე ვყავდკ მიკრული,გამოვუძვერი.ამოვყვინთე და რა თქმა უნდა ავფართხალდი,ისევ
ჩამიხუტა,ოღონდ ამჯერად ისე ძალიანაც რომ მდომებოდა ვერ დავაღწევდი თავს.
ძალიან მიყვარს წყალზე ტივტივი-მეთქი თუ რაღაც ასეთი მოვჩმახე,ძლივს ავამოძრავე ენა,საერთოდ
რომ მოვახერხე რამის თქმა მიკვირს.თითქოს ჩემს ორგანიზმში სისხლი გაასმაგებულად სწრაფად
მოძრაობდა,მაგრამ რაღა თითქოს.მთლიანი სხეული მიხურდა თითქოს ვიწვოდი.არაფერი არ
უთქვამს კიდევ ერთხელ ჩაიცინა და ხელებზე გადამაწვინა.
-აბა,გენიოს,თუ შეიძლება შენი ცხონებული ტვინიდან შემორჩენილი ნაფლეთი აამოძრავე და შეხედე
რანაირად,რა პოზაში ხარ.
ოპაა,ოდნავ დავიძაბე და ეგრევე ყურებში წყალი ჩამივიდა,თავი გავაქნიე,სხეული ჯერ რჩევისამებრ
მოვადუნე რომ კარგად მეტივტივა,მაგრამ ბოლოს ჩავიკეცე და ახლა მართლა მის ხელებში
ვიყავი.დიდ,დაკუნთულ,დაძარღვულ ხელებს ვგრძნობდი მთელ სხეულზე და ზუსტად ვიცოდიმე რომ
მაგიჟებს იმ ღიმილით იღიმოდა.მე როგორ არ უნდა გამეჩალიჩებინა რამე,საკუთარ თავს ვერ
ვაპატიებდი.ჰო და ცოტათი ზევით ავაცოცდი და თავი ლამის კისერში ჩავუდე.მივბაძე,ტუჩები ოდნავ
გავაღე და ცხვირი ნაზად,ძალიან ნაზად გავუხახუნე,მაგრამ ცოდვა გამხელილი ჯობია,ეს მარტო
გაჩალიჩებას არ ემსახურებოდა,საშინლად მინდოდა,მომინდა გამეკეთებინა.ვიგრძენი უცებ მთელი
სხეული დაეძაბა,შემოხვეული ხელებიც და კისრის ძარღვებიც,რომელიც ისედაც ეტყობოდა ახლა
ლამის გასკდებოდა.გაშეშდა,ჩაიძირა და ლამის მეც ჩამძირა.დრი ვიხელთე და ისევ გამოვაღწიე მისი
ტორებიდან,ამჯერად ,,ცურვას’’ ვცდილობდი,უფრო სწორი იქნება ვთქვა წყალში ჩაგდებული
კატასავით ვფართხალებდი.არა ცურვის ნაცვლად ისედავ მუდამ ვიხრჩობი,მაგრამ მაშინ მართლა
ვიხრჩობოდი,არადა გამაფრთხილა ღრმაა აქო,თუმცა გავიჯგიმე რას ქვია ღრმა ვიცი მე
ცურვა-მეთქი.
უცებ,ძალიან ძალიან მალე,წამის მეასედებში გაჩნდა ჩემს გვერდით და პატარა ბავშვივით ამიტატა
ხელებში.სანამ გამწარებული სახეს ვიწმენდდი წყლისგან ის მიყურებდა და დებილივით
იღიმოდა,ჯერ ჰო შინაგანად ვიწვებოდი მთელი იმ დროის განმავლობაში და ამას ემატებოდა მისი
მზერა,რომელიც ძვალ-რბილში სულამდე ატანდა.ასეთი რბილი,ასეთი საყვარელი,ასეთი ბედნიერი
არასდროს მინახავს და დარწმუნებული ვარ ჩემს გარდა არც არავის ყავს ნანახი.ის თვალები
სიკვდილის მერეც კი მემახსოვრება.მერე საკმაოდ დიდი ხანი ,,ვიდექით” ერთმანეთზე
მიწებებულები.თავიდან საპირისპირო მხარეს მქონდა თავი მიბრუნებული,არ ვუყურებდი,ვიცოდი
ვერც მე და ვერც ის ვერ დავმალავდით ჩვენს სათუთ,უთქმელად გასაგებ გრძნობებს,თუმცა ბოლოს
მივაბრუნე თავი და მხარზე დავადე.ტუჩები ავაცმაცუნე,ვიცოდი უარესად ვაგიჟებდი.დაიხარა,თავზე
ძალიან ნაზად მაკოცა და თითქოს ამ ამბორში ჩააქსოვა მთელი მისი არსება.ჯერ ჰო ისედაც მის
ხელებში ვიყავი ჩაღვენთილ-ჩამდნარი და ახლა საერთოდ ჩავესვენე.ბუსუსები
ამიჯანყდნენ.მიყურებდა და თითქოს ცდილობდა სამუდამოდ ჩავებეჭდე საკუთარ
არსებაში.ვუყურებდი და ვბედნიერდებოდი.სამუდამოდ ვიქნებოდი იმ წუთებში არ
მომბეზრდებოდა.თავი კისერში ჩამიდო და მეც მანამ ჰაერში უმწეოდ გაშეშებული ხელები
შემოვხვიე.ამაზე კისერში ვიგრძენი რომ ჩაეღიმა.ერთმანეთს ვუყურებდით და უსასრულობაში
ვიკარგებოდით.ჩვენ მთელი სამყარო დაგვავიწყდა,მისთვის მარტო მე და და ჩემთვის მხოლოდ ის
არსებობდა.ორივემ მშვენივრად ვიცოდით რომ გვიყვარდა ერთმანეთი,გვიყვარდა
წარმოუდგენლად,უბრალოდ გვიყვარდა,გვიყვარდა სიყვარულის მთელი სინაზით.ისეთი
სიყვარულით,რომელიც არ მეორდება და მთელი ცხოვრება რჩება ჩვენში.ისეთი სიყვარულით
რომელსაც დრო და საზღვრები არ აინტერესებს და ყოველთვის ერთნაირად აძგერებს გულს,გულს
რომელსაც წყურია იგი.
მაგიჟებდა მისი ყოველი ამონასუნთქი ჰაერის თამაში ჩემს სხეულზე.ლაპარაკიც კი ზედმეტია
შეხებაზე.გასაკვირია ჰო,როგორ არ ვაკოცეთ ერთმანეთს,როგორ ავცდით მას,როცა უამრავჯერ
ძალიან,საშინლად ახლოს ვიყავით,თუმცა ორივეს ასე გვერჩივნა.ესეც ერთ-ერთი უცნაურობა ჩვენი
უცნაურობების ციკლიდან.უბრალოდ მაგიჟებდა,მეც ვაგიჟებდი,აბა მე დავაკლებდი?
ამხელა მოზვინული,დაკუნთული ადამიანი ისე ფაქიზად და სათუთად მეხებოდა თითქოს ფაიფურის
თოჯინა ვყოფილიყავი.მეც მის მკლავებში ჩამალულს არაფერი მანაღვლებდა,არც არაფრის
მეშინოდა.უამრავჯერ ვანდე სიცოცხლე…
ის წუთები და ჩვენი სიყვარულიც სამყაროს ისტორიის თუ არა დროის უბის წიგნაკში მაინც
ჩაიწერება.დაახლოებით ასეთი სახელით “ზეიმი სიყვარულისა”.
ეგოისტურ ბედნიერებას მანიჭებს იმის ზუსტი ცოდნა რომ ის თვალები,ის გამოხედვა,ის
შეხება,განუმეორებელი სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ მე მეკუთვნის.
ვგონებ მეც ვერ შევიყვარებ ვეღარასდროს სხვას ვერავის.



№1  offline წევრი kakulia

რა კარგი ჩაანახატიააა heart_eyes მიხარიხარ heart_eyes

 


№2  offline წევრი კლოუნი(ნ)

kakulia
რა კარგი ჩაანახატიააა heart_eyes მიხარიხარ heart_eyes

kakulia
რა კარგი ჩაანახატიააა heart_eyes მიხარიხარ heart_eyes

უღრმესი მადლობა❤️ როგორ გამახარა შენმა კომენტარმა უბრალოდ ვერ წარმოიდგენ❤️ ახოა ტკბილად დამეძინება❤️

 


№3 სტუმარი გვანცა))

კარგი იყო,ფბდან შენ რჩევას მოვყევი და ეხლა ვნახე,❤❤

 


№4  offline წევრი კლოუნი(ნ)

გვანცა))
კარგი იყო,ფბდან შენ რჩევას მოვყევი და ეხლა ვნახე,❤❤

ძალიან დიდი მადლობა❤️^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent