შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ევროპელი


23-02-2017, 17:55
ავტორი მერილეინ
ნანახია 1 196

წელზე სასიამოვნო სიგრილის შეგრძნება მაღვიძებს. წუხელ ღიად დატოვებულ ფანჯარაში თავმომწონედ შემოდის დილის სიო და თეთრ, გამჭირვალე ფარდას ისე აფრიალებს გეგონებათ ოთახში ლანდები დაფარფატებენ. ფარდის ნახვრეტებში შემოსული მზის სხივი ოდნავ სინათლეს მატებს ჩაბნელებულ ოთახს და რაღაც იდუმალების ელფერს სძენს სივრცეს. ფანჯრის რაფაზე შემოდებული პატარა ქოთნის ყვავილის სურნელი, ნიავს ჩემს დაბერებულ ნესტოებამდე მოაქვს და სიცოცხლით მივსებს ფილტვებს. მერე თვალებს ფართოდ ვახელ, თბილ საბანს ხელით ვიძრობ და წამოჯდომას ვცდილობ. საწოლი ოდნავ ჭრიალებს ჩემი დაბერებული ძვლებივით, თბილ ფეხისგულებს ცივ, ხის , იატაკს ვადებ და ვგრძნობ, როგორ გადმოინაცვლებს ჩემს სხეულში ამდენხანს კედლებში გაბჯნილი სიცივე და ხელებზე პატარა ბუსუსების გაჩენას ვამჩნევ. იქვე, ფანჯრის გვერდით მდგარ ხის სკამზე დაკიდებულ ტანსაცმელს ვწვდები და ფრთხილად ვიცვამ. ვცდილობ არ ვიხმაურო, რადგან ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ჯერ კიდევ მშვიდად სძინავთ. საწოლის ქვეშ შეწყობილ ფეხსაცმელებს ვიღებ, თასმებს ფრთხილად ვიკრავ, კედელზე ჩამოკიდებული ჯვარცმის წინ პიჯვარს ვიწერ , კუთხეში მიყუდებულ ყავარჯენს ხელს ძლიერად ვუჭერ და ოთახიდან გავდივარ. ჯერ კიდევ დილის ექვსი საათია . კიბეებზე ფრთხილად ჩავდივარ, გვერდს ვუვლი ჩაძინებულ ოთახებს , კარზე ხის საკეტს ვატრიალებ და უკვე გარეთ ვარ. გარემოს თვალს ვავლებ, ხარბად ჩავისუნთქავ და ფილტვები ივსება საამურად გრილი , სუფთა ჰაერით. ფილაქნები ჩავიარე , პატარა ბაღის წინ, რომელიც სავსე იყო ნაირფერი ყვავილებით , ნაგვის მანქანაში , ორი ახალგაზრდა ურნებს უხმაუროდ ცლიდა. როდესაც ჩავუარე ორივემ გამიღიმა მომესალმების ნიშნად, მეც ღიმილიანი სახით დავუკარი თავი. ქუჩის სისუფთავე და სიცარიელე დაგაფიქრებდათ ადამიანთა არარსებობაზე... მივდივარ, მივუყვები გზას, უბრალოდ მიყვარს დილით ადრე სეირნობა, სანამ ყველა გაიღვიძებს და ქუჩები აივსება საქმიანად მოფუსფუსე ხალხით. სანამ ყველა თავის საქმეს მოჰკიდებს ხელს და არ ექნებათ დრო, დროის ტყუილად დასაკარგად. აქ ყველა რაღაცას აკეთებს , ყველას სადღაც მიეჩქარება. მეც მივუყვები ფილაქნებით მოკირწყლულ და მწვანეში ჩაფლული გარემოთი, შემოსაზღვრულ ქუჩას. მაღაზიის ვიტრინები თანდათან იღება და ქალაქი ცხოვრებას იწყებს. აი, სადარბაზოებიდან უკვე მოისმის ბავშვების ჟივილხივილი , რომლებიც სკოლისაკენ მიიჩქარიან. გადასასვლელზე ავტომანქანები ჩერდებიან და გზას უთმობენ პატარებს, თან ღიმილს აყოლებენ მათ ბავშურ სილაღეს. ახალგაზრდა ბიჭუნას უსინათლო ქალბატონი ტროტუარზე გადაჰყავს, შუახნის მამაკაცი სპორტულ სამოსში, ყურსასმენებით, სავარჯიშო მოედნისაკენ მირბის. ერთი, პატარა სახლის წინ მოხუცი ქალბატონი დგას ბარგით . უკან შვილები მოსდგომიან და როგორც ვხვდები მოხუცთა თავშესაფარში გასამგზავრებლად ამზადებენ . ისიც ბედნიერია... თუმცა რა არის ამის მიზეზი , ვერ გამირკვევია. ალბათ შეგუება საკუთარი ცხოვრების წესთან და მისი რითმის ფეხაწყობა. ან უბრალოდ უგუნურება. მაგრამ ეს მათი საქმეა! ევროპულმა ცხოვრების კულტურამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში. მან მოიტანა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც . მაგრამ ცუდი, ვფიქრობ ეს ადამიანის შეგნებაზე უფროა დამყარებული ვიდრე სუბკულტურულ შეხედულებებზე. ბევრი ფიქრობდა, რომ ევროპა გარყვნილების ბუდე იყო, სადაც ოჯახს პატივს არ სცემდნენ , ერთმანეთი არ უყვარდათ და შვილებს სახლიდან თვრამეტი წლის ასაკში უშვებდნენ. ჩვენთან კი იმ დროს ორმოცი, ორმოცდაათი წლის ხალხი ისევ დედასთან ცხოვრობდა , მისივე კმაყოფაზე და თავი ისევ პატარა ეგონა. ამასთან , თუ კაცს ოჯახის პარარელურად საყვარელი არ ჰყავდა მის მამაკაცურობაში ეჭვი გვეპარებოდა. მიგვანჩნდა რომ ევროპასთან დაახლოება ერთსქესიანთა ქორწინებას გვაიძულებდა , ამ თემის წამოჭრისას ცდუნებას ვერ ვუძლებდით და ქართველობის დასაცავად , რელიგიას ამოფარებულნი , ქუჩაში მათ დასახოცად გავრბოდით. ვეწინააღმდეგებოდით ანტიდისკრიმინაციულ კანონს ისე, რომ შიგნით ჩახედვაც არ გვინდოდა და გვეგონა , რომ ელექტრონულ პირადობის მოწმობებში „ მხეცის ნიშანი“ იყო, რომელიც ევროპამ გადასაგვარებლად გამოგვიგზავნა. სინამდვილეში კი რა აღმოჩნდა? -თავისუფლება, ოღონდ განსხვავებულ ღირებულებებზე დაფუძნებული . აქ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა. ევროპა დემოკრატიულ უფლებებზე დგას , ადამიანის უფლებების იმ მორალურ საფუძველზე, რაზეც ადამიანები ერთხმად შეთანხმდნენ და არ არღვევენ. რა გვასწავლა ამდენი ხნის შემდეგ მან, რა მასწავლა მე , ამ სიცოცხლე გალეულ კაცს რომელიც მხოლოდ სიტყვიერი კრიტიკის და გაუფრთხილებლობის ერაში დაიბადა? -კულტურა! ჩემი კულტურა! მისი დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება . მასწავლა როგორ მიყვარდეს ჩემი ქვეყანა , როგორ შემექმნა საკუთარი და არ გავქცეულიყავი სხვაგან. როგორც მაშინ , როცა ვოცნებობდით სხვის აშენებულ კომფორტულ ცხოვრებაზე და საკუთარის განვითარებაში წვლილის შეტანასაც კი არ ვივლებდით გულში. რა დაგვანახა ევროპამ? გამწვანებული ქალაქები, მოწესრიგებული მოძრაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უსაფრთხო პროდუქტი, კეთილგანწყობილი ხალხი. ვნახეთ რომ ცხოვრება ორმოცდაათი წლის შემდეგ არ მთავრდება, რომ შეიძლება, მოხუცს ფერადი ტანსაცმელი ეცვას და საღამოობით სალსას ცეკვავდეს. ვნახეთ და მე პირადად უკან დაბრუნების არანაირი სურვილი აღარ მაქვს... ჩვენ ამგვარმა ცხოვრებამ , მსგავსმა გარემომ, მენტალურ საწყისებზე დაფუძნებულმა თავისუფლების ქონის სურვილმა და არა მიმბაძველობამ, არამედ უნიკალურობამ მიგვაღწევინა ევროპამდე! ასე დავეხეტები ქუჩაში, ამ ფიქრებით გატაცებული . მერე ქუჩის კაფეში ვირჩევ პატარა ადგილს, პატარა მაგიდასთან და ვუყურებ ადამიანების ბედნიერებას , სახეზე მოთამაშე ღიმილით. გამვლელის მიერ, შემთხვევით დავარდნილ სიგარეტის ნამწვს ახალგაზრდა გოგონა იღებს და უნაში აგდებს. პარკებში, ერთად ,ლაღად თამაშობენ სხვადასხვა რასის, სქესის და სარწმუნოების წარმომადგენელი პატარები . ვუყურებ და ამ ღიმილ ნაჩვევ ტუჩებზე, ცხელი ჩაით სავსე ფინჯანის მოხვედრა სიამოვნებას მგვრის. ვიცი, რომ ახლა ცხოვრება უკეთესობისაკენ გრძელდება!...



№1 სტუმარი Guest TeddyBear

girs yurebahttp://net.adjara.com/Movie/main?id=7022

ki ert erti kinoa sashinelebata kategoriashi

 


№2  offline წევრი kakulia

რა კარგი ჩაანახატიააა heart_eyes მიხარიხარ

 


№3  offline წევრი მერილეინ

kakulia
რა კარგი ჩაანახატიააა heart_eyes მიხარიხარ

დიდი დიდი მადლობა ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent