ჩემი, როგორც ასეთი-სიყვარულისფერი
რაღაც, ზღვისფერი ადევს დღეს ჩემს სიყვარულს, ბედნიერებით, სიგიჟით სავსეს.. მართლაც რომ ბობოქარ ზღვაში ვილტვი ემოციებით. როდესაც წარსულს სიკვდილისფერი ედება და ჩავლილი მატარებელივით უკან გრჩება ყველაფერი, როცა ყოველ დილით იღვიძებ, შენ კი სიცოცხლისფერი გეფინება სახეზე, ხვდები რომ დიდი ხნის ლოდინი ღირდა ამად. საყვარელი ადამიანი, ეს არის ის, ვისაც შეუძლია გაგიხანგრძლივოს ცხოვრება, ყველაზე მძიმე დაავადების დროს და იყოს მზე შენთვის წვიმიან ამინდში. თავიდან ფეხებამდე არა, უსასრულობიდან უსასრულობამდე ვარ შეყვარებული, ყველა წყენისა და ტკივილის მიუხედავად, ყველა გამოვლილი ტრაგედიის მიუხედავად, ყველა იმ ვითომ მოუშუშებელი ჭრილობების მიუხედავად, რომელიც თითქოს არასდროს აპირებდა შეხორცებას.. რაღაც ხორცისფერი დამეტყო და მზად ვარ ბედნიერებისთვის. აღარ ადევს დღეს ჩემს დედამიწას ჩალისფერი, უსაზღვრო სიყვარულით ვიბერები. ისე უკან დარჩა ყველაფერი, ჰორიზონტზე ბუნდოვნადაც აღარ მოჩანს არაფერი. ისეთი ჭეშმარიტება არის ჩემში, ისეთი დიდი საოცრება ფეთქავს ახლა, ჩემს კანონებს რომ ეწინააღმდეგება. რაღაც ისე ძლიერ შემიყვარდა, უნებურად გავიბერე .. გიჟს ვემსგავსები, როცა წარმოვიდგენ, რა მალე შეემატება ჩვენი სიყვარულისგან შექმნილ ოჯახს მესამე წევრი. სულ რაღაც ერთ თვეში, როგორ შეგვეცვლება სტატუსები და გავხდებით მშობლები, უსაყვარლესი მამა და ლოდინით კიდევ უფრო გაბერილი ჩემი თავი.. *** ადამიანს ყველაფერი მეტისმეტად რთულად ეჩვენება, არა იმიტომ რომ ეს ასეა, არამედ იმიტომ რომ სხვა თვალით შეხედვა არ სურს. იციკლება ერთ გასავლელ ტკივილზე და დაბმული ხარივით, აშვებადე გამოსავალს ვერ ხედავს. რაღაც მძიმედ უყურებს ყველაფერს, თავს უკანასკნელად თვლის და მომავალზე ფიქრი უძნელდება. ადამიანმა ისეთ სიყვარულს არ უნდა დაუთმოს დრო, მხოლოდ ,ზუსტად დროის გასაყვანად რომ იგზავნება ზემოდან, მომავალი რომ არ აქვს და დროებით სევდას იწვევს. ის რაც აუტანლად, გაუსაძლისად გეჩვენება სულაც არ არის მსგავსი თვისების მატარებელი. ზოგჯერ გვჭირდება გამოცდილება. კონტრასტი. კონტრასტი სამომავლო ურთიერთობისთვის, ახალი პარტნიორისთვის და ჩვენში შეცვლილი მდგომარეობისათვის. ბედნიერება ის არ არის, სიყვარულის გამო ათას სისულელეს რომ აკეთებ და შემდგომ გული გტკივა გაუაზრებლად, ბედნიერებაა როდესაც ერთ დღეს საყვარელ ადამიანთან ერთად გაიღვიძებ და გაიფიქრებ, რომ ის სისულელეები ღირდა ამად. ყველა სიმპათია, ახლად მოპარული გრძნობა, ამად არ ღირს. ახლა თუ არა, შენც ოდესმე ჩემსავით თუნდაც გვიან, მიხვდები რაშია ბედნიერების არსი და რომ ყველა ცრემლად არ ღირს. *** ყველა დამსახურებულს, ყველას თავის დროზე ვუსურვებ იმ ბედნიერებას რასაც მე მუცლითა და გულით ვატარებ. 2010 წლიდან ამ ჯგუფის წევრი ვარ და 6 წელი დამჭირდა იმისათვის, რომ ნამდვილი ბედნიერება მეპოვნა, თქვენთანაც ყველაფერი წინ არის. მადლობა ჩემი დღევანდელი მდგომარეობის, ჩემი ბედნიერების უნაკლო ავტორს-ირაკლის და მომავალ-ელენეს. ყველას წარმატებებს გისურვებთ, ცხოვრება ყველასთვის იმეტებს კარგს, მთავარია თქვენ არ იყუროთ მხოლოდ ცუდისკენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.