საუკუნის მეხუთედზე ნაკლები შეგრძნებათა წიაღში
„შენ შეგიძლია გაემიჯნო, სამყაროს ტანჯვას,ეს შენთვის ნებადართულია,და შენ ბუნებას პასუხობს, მაგრამ შესაძლოა სწორედ ეს გამიჯვნაა, შენი ტანჯვის ერთადერთი მიზეზი, რომლისთვისაც თავის არიდება შენ შეგეძლო.“ ჰოდა...რა ჯანდაბას აკეთებ ახლა ? ისევ ემიჯნები სამყაროს, ჰო ? ჯერ საუკუნის მეხუთედით კი არ გიცხოვრია, მაგრამ ამ დროის განმავლობაში შეძელი საკუთარი ცხოვრების შეძულება.. მუდამ ჩაგესმის შექსპირის სავიზიტო ფრაზა, ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩაო და მასში საკუთარ თავს პოულობ.. დაიღალე, დაიღალე..ისე დაიღალე, რომ სული გეხუთება, თითქოს ვეღარ ეწყობი ცხოვრებას, სხვა სამყაროდან ხარ და ცდილობ გასაქცევი იპოვო, ასკდები ფიქრთა მაღალ კედლებს, ეჯახები თავით, ვერ პოულობ გასასვლელს, ასაფრენს და ლამისაა ვენები გადაიჭრა, მაგრამ სიკვდილის ვერ ბედავ... ამ ყველაფერთან ერთად მშიშარად ყოფილხარ ! ცდილობ რეალობას გაექცე და თვითონ ქმნი არარსებულ სამყაროს, მერე თავი ღმერთი გგონია და კადნიერდები. ალბათ ტყუილად არ გეუბნებიან, როგორ ამაყად დადიხარო. ჯობია, დაეშვე მიწაზე, იპოვო შუალედი ღვთისა და შენს მიერ შეთხზულ სამყაროს შორის, ჯობია, უბრალოდ იცხოვრო სწორედ ისე, როგორც სხვა ადამიანები ცხოვრობენ... რეალობასთან კავშირის აბრუნების მცდელობის მაგივრად, საკუთარ მომავალს გეგმავ შორიდან, რაღაც ქაოსში იძირები და ყველაზე უარესი ისაა, რომ ეს სიამოვნებას განიჭებს, გამშვიდებს და ზოგჯერ სამყაროს სხვა ფერებშიც კი განახებს.. რატომ არაო, გიკვირს და აგრძელებ ჩვეულ ცხოვრებას, რომელიც უიმედო ინტერვალია გაღვიძებასა და დაძინებას შორის, რომელიც მონოტონურია, არ იცვლება, უბრალოდ მიყვება დინებას... შენც არ გინდა განსხვავებული შტრიხი შეიტამო მასში, ან უბრალოდ გეშინია, გეშინია და მჭიდროს ეკრობი ილუზიის წაუქცეველ კედლებს. ყველაფერი ცუდადაა, შენ კი ერთადერთი წასასვლელი გეგულება-ცა, მაგრამ მას ვერ აღწევ და ალბათ ჯერ-ჯერობით ვერც მიაღწევ.. -არასდროს შექმნი ოჯახს, არ გჭირდება ზედმეტი მარწუხი..-აგრძელებ მომავლის განსაზღვრავს ღრმა რწმენით. -მაგრამ შვილები გეყოლება, რადგან აღზარდო ისე, როგორ არზრდაზეც შენ ვერასდროს იოცნებებდი, რადგან აცხოვრო ისე, როგორ ცხოვრებასაც შენ მხოლოდ სიზმარში ხედავდი.... -მაგრამ მაგრამ მათ შენ არ ატარებ მუცლით...-წინააღმდეგობას აწყდები-ისედაც დანგრეულ ფსიქიკას ვერ გაინადგურებ, ვერ გადატან ყოველ დილით სარკის წინ დგომისას იმის ყურებას, თუ როგორ უბერები, როგორ განიცდის შენი სხეული ტრანსფორმაციას უარესობისკენ... უბრალოდ ვერ გადაიტან, ან გაიწამებ ცხოვრების დიდ ნაწილს... რას ნიშნავს ეს ? მონოლოგის დიალოგად ქცევას ცდილობ ? ალბათ ახლა ფიქრობ, რომ ვინმე გისმენს და საკუთარ წარმოდგენის ღრმად გწამს.. ისევ რწმენა, არა ? -მატარებლის ერთი ვაგონიდან მეორეში გადასვლას დაემსგავსება შენი ცხოვრება, სტაბილური არაფერი გექნება, არც სამსახური, არც მეგობრები.. მათ მუდამ გამოიცვლი, მუდამ იმოგზაურებ და ქვეყნის თითოეულ კუთხეში ახალ ადამიანებს დაუახლოვდები ისე, რომ ძველებთან კავშირს გაწყვეტ-ალბათ აღარ მოგენატრება ისინი, ან მოგენატრება, მაგრამ ეს იქნება უბრალოდ მონატრება და არა ბრალიანი... ვაიმე, რა სისულელეებს ბოდავ, ჩემო თავო ? დავიჯერო ესაა შენი რწმენა ? არ შეგიძლია უბრალოდ იცხოვრო ? არ შეგიძლია, არ იფიქრო ამდენი , არ იფიქრო და უბრალოდ იცხოვრო ? გაგიგონია, თეორიულად არსებობს სრული ბედნიერების შესაძლებლობა : გჯეროდეს შენში რაღაც ურყევის არსებობის და არ ილტვოდე მისკენო, თუმცა შენ ამას ვერ ასრულებ, აბსტრაქციებად სახავ ცხოვრების თითოეულ მომენტს და მთელი არსებით მიისწრაფი ამ შეუცნობელი ბედნიერებისკენ, რომელიც არ ჩანს, შენ კი იმედი გიცრუვდება, გიცრუვდება.. მაგრამ აქ ვერ სვამ წერტილს, აგრძელებ მისკენ ლტოლვას, ისევ გიცრუვდება და მუდამ ასე გრძელდება.. ცხოვრებას პერიოდებად ყოფ და ხვდები, რომ მათემატიკური წრის ფორმულად ემსგავსება შენი ცხოვრება, მაგრამ არ ცდილობ სისტემის წრფივობის რღვევას.. „არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობთ – შეგიძლიათ თუ არა, თქვენ ორივე შემთხვევაში მართალი ხართ“ ფრაზის ღრმად გჯერა და თავდაჯერებით აგრძელებ ცხოვრებას იმის იმედით, რომ შენი არც ერთი ქმედება და არც ერთი ფიქრი შეუმცდარი არაა... ისევ სრულყოფილებისკენ სწრაფვა, არა ? ისევ ვერ შეგიგნია, რომ ადამიანი ხარ და ვერ იქნები იდეალური ? როგორ მეზიზღები, ნეტავ იცოდა...მთელი არსებით მძულს შენ და შენი თოითოეული ფიქრი, შენი დანახვაც კი ზიზღს მგვრის... საშინელი ადამიანი ხარ, ბოლო დროს ყველაფერი ფეხებზე „გკიდია“, უფრო სწორედ, ცდილობ, ასე იყოს, აღარ ფიქრობ იმაზე, რომ ადამიანებს გულს ტკებ, აღარ გაინტერესებს ვინ რას გრძნობს, მეტიც, საკუთარი გრძნობებიც კი დაივიწყე და ახალ შეგრძნებათა შემგროვებელი გახდი..გწამს იმის, რომ ყველაფერი წარმავალია, გარდა შეგრძნებისა, ამძიმებ შენი არსებობით დედამიწას .. ისევ გჯერა, რომ ცხოვრება შეგრძნებების გროვაა და მეტი არაფერი, ისევ ცხოვრობ შენს მიერ შექმნილ სამყაროში იმ იმედით, რომ მომავალი ასეთი იქნება..და ცხოვრებას გრზელდება.. დრო მალე გადის და ერთ დღეს სული ამოგხება მარტოსულ სარეცელზე, შენი შეგრძნებები კი ვერ გიპატრონებენ.. დარჩები მარტო, როგორც აბსოლუტი, მაგრამ სუნთქვის ნაპერწკალი გაგიქრება თუ არა, მაშინვე დაგივიწყებს სამყარო და ის ადამიანებიც, რომლებთანაც შეგრზნებათა გამო ურთიერთობდი, მეგობრობდი, ნათესაობდი... *** საუკუნით მეხუთებზე ნაკლები გავიდა, შენ კი უკვე საკუთარი სიკვდილიც თვალწინ გიდგას... მაგრამ მაინც იმედიანად გაჰყურებ ქუჩას, რომელიც შენი ფანჯრიდან მოსჩანს იმ იმედით, რომ გაიხსნება საზღვარი ცასა და მიწას შორიდა, რეალობად იქცევა შენ მიერ შექმნილი სამყარო და თავს დააღწევ მარტოსულ სარეცელზე შეგრძნებებთა წიაღში სიკვდილს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.