შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოტა ხნით უკუნეთში


7-03-2017, 09:59
ავტორი NA NO
ნანახია 1 367

უჩვეულო იყო ამდენი ხნის შემდეგ თვალის გასწორება სინათლეზე. მრავალთვიანმა ფანჯარა ჩარაზულმა ცხოვრებამ პიკს მიაღწია. რამდენიმე თვის სამყოფი პროდუქტი მოვიმარაგე და სახლის კედლებს შევერწყი... ფანჯრებს სქელი ფარდები ჩამოვაფარე შუქი ჩავაქრე და ჩემს საყვარელ სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი... სრულიად სიბნელეში მე და ჩემი თავი ვიყავით. ურთიეთშეთანხმებულად ვიყოფთით ღამეს და ვფიქრობდით ჩვენზე. სიბნელე იმ დონემდე ჩამოზვა ნათლად ვხედავდი ჩემს ლანდს ოთახში მძრწოლიარეს. ვფიქრობდი... ძალიან ბევრს და ბევრ ისეთ რამეს დავუფიქრდი რაც აქამდე არ მაფიქრებდა... მომეწონა ბნელი ფიქრის სამყარო და კიდევ დავამატე განსახილველი თემები სიას რომელიც ჩემი თავისთვის იყო განკუთვნილი, თავისთვის რომელსაც უკმაყოფილება ერთ ადგილას ვერ აჩერებდა... არ მოსწონდა სიმართლე, არ მოსწონდა სიმხდალეში გამოჭერა. იმართლებდა თავს და მადანაშაულებდა მე. ამ დროს მეგონა სარკეში ვიყურებოდი და საკუთარ მჭკნობად ხორცს ბოლო ხმაზე ვუკიოდი თუ როგორი მხდალი და უმაქნისია, არაკონტროლირებადი და არამდგრადი. ყველაფრით კმაყოფილი და ბოლოს მაინც უკმაყოფილო... ერთი, ჩვეულებრივი ცხოვრების დროდადრო საჭირო პაიკუნა, რომელსაც დაფის ნებისმიერ მხარეს მოისვრი და ადვილად ააორთქლებ კიდეც... საზიზღრობაა საკუთარ თავთან უკუნეთში გამოკეტვა, ვერაფერს ვმალავ სსულით ხორცამდე შიშველი ვარ. დაე დაინახოს ყველამ სიმართლე. რა საჭიროა ამ ფარდების ჩამოფარება, ვის რას ვუმალავ საკუთარი თავიც არ მინდობს... ვის დაკარგვია სხვა პაიკთა ბოდვაც და მუქარაც?... საზიზხარმა ხმამ დასერა სივრცე ხაზებით და გაზულუქებული ფარდა მძიმედ იატაკზე უცებ დაეშვა. თითქოს ყველა ჩემი დარდი და ცოდვა მას მიეკრა და დავარდნისას შვებით ამოისუნთქა... თვალი მომჭრა ცხელმა მზის სხივებმა.
წუთები დამჭირდა თვალის გასახელად და გარემოს აღსაქმელად. ისევ გავუშტერე თვალი მოპირდაპირე კორპუსს და ამოჩემებულ ფანჯარას... ისიც დაფარული იყო სქელი ფარდებით... არავის ბეზრდებოდა ალბათ იმ ბინაში თავთან კინკლაობა და მზეს საგულდაგულოდ უკეტავდა კარს... ფარდებს აღარ ვკიდებდი, აღარც ფანჯრებს ვკეტავდი იმის მიუხედავად რომ იანვარი იწურებოდა. სიბნელე საოცარმა სინათლემ შეცვალა ჩემში და მთლიანად მშთანთქა, ვინ დაეძებდა ამ დროს სიცივეს. მალე აღარც ჩემს ამოჩემებულ ფანჯრებს აღარ ჰქონდათ ფარდები... მინებს იქიდან ვიღაც იდგა და იყურებოდა, მაშინ ვინატრე რომ მქონოდა დურბინდი და ჩუმათ მეთვალთვალა ჩემი მეზობლისთვის, დრო და დრო წითელი წერტილი ჩნდებიდა მინის იქეთ, ალბათ სიგარეტს ეწეოდა, ფანჯრებს არაფრის დიდებით არ აღებდა და ფიქრებთან ერთად მონაცრისფრო ბოლში ეხვეოდა... უეცრად ხველა ამიტყდა სიგარეტის სუნი ისე მძაფრად ვიგრძენი.წარმოვიდგინე რომ ირგვლივ სიგარეტის მახრჩობელა კვამლი მერტყა, თავი ღია ფანჯარაში გავყავი, ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი და ვცდილობდი სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა... თვალები ცრემლით ამევსო და ამეწვა, ის ისევ ფანჯარასთან იდგა და ურცხვად ეწეოდა, იმის მიუხედავად რომ შორს იყო დავინახე როგორ დაჟინებით მიყურებდა, შეიძლება მინდოდა კიდეც მისი მზერა დამეჭირა, უცებ სიგარეტის ღერით მინას მიაწვა და ხელი გაუშვა. მე ყველაფერი ერთად მაღრჩობდა ის კი მშვიდად განაგრძობდა ჩემზე დაკვირვებას, არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავით ასე, მაგრამ შემდეგ ისევ გამოჩნდნენ მის ფანჯრებს იქეთ შავი ფარდები. ვიღაც კიოდა. თან რაღაცეებს გამეტებით ბუტბუტებდა ვეღარ ვარჩევდი მის სიტყვებს, შემეშინდა მისი განწირული ხმის, ძირს ჩავიხედე და ვიღაც ქალი მე მიყურებდა, არც ის მახსოვდა ფანჯრის რაფაზე როდის დავჯექი, ერთ ხელში სიგარეტი მეჭრა, ფეხები კი სივრცეში ჩამელაგებინა და თვალებსაც არ ვახამხამებდი ასე მეგონა თვალის გუგები იმხელაზე გამზრდოდა ვეღარასდროს შევძლებდი თვალის დახუჭვას...
ვიღაც ქალს ეგონა თავს ვიკლავდი და არ წყვეტტდა ჩემს დარწმუნებას თუ რაოდენ მნიშველოვანი და საჭირო იყო სიცოცხლე, როგორი ახლაგაზრდა და ლამაზი ვიყვი სიკვიდლისთვის... რა სასაცილო იყო არა? მე რომელიც ეგოისტობის ზენიტს გადავცდი თვითმკვლელობაზე მორალს მიკითხავდნენ, არადა არასოდეს გამჩენია სურვილიც კი მოვმკვდარიყავი, ახლა კი რა იქნებოდა სრულიად შემთხვევით თუ გადავქანდებოდი? ხალხი მოგროვდა, მეცინებოდა მათ გულუბრყვილობაზე, თურმე საკუთარი ფანჯრის რაფაზე რომ ჩამოჯდები იმაზე უნდა იფიქრო ხალხი რას იფიქრებს. მოპირდაპირე კორპუსიდან ის გამოვიდა, ისევ სიგარეტი ეჭირა ხელში ხეს მიეყუდა და მიყურებდა მისი თვალები თითქოს დუელში მიწვევდნენ, დამცინოდენ და მწვავდნენ... სიგარეტის ღერი ისე დაიწვა არც კი მომიწევია... ოთახში დავბრუნდი და ამდენი ხნის შემდეგ პირველად დავხურე ფანჯრები... ახლალი ფარდები ჭირდებოდა ჩემს ბინას, ახალი და უფრო ფერადი. მე დავრჩებოდი მომავალშიც ჩემს საკუთარ თავთან.. ჩავჯდებოდი ჩემს საყვარელ სავარძელში და მოვუსმენდი ჩემი უკმაყოფილო თავის კმაყოფილებით სავსე გამოსვლებს... ალბათ ისიც შეცვლიდა ფარდების ფერს და აღარ მომიწევდა თვალის გაშტერება მისი ბოლში გახვეული სხეულისთვის.....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent