შავი ბილიკი
სიბნელემ შთანთქა ჩემი თითოეული სიტყვა, სიბნელემ შთანთქა ჩემი სინათლე. უკვე აღარ ლიცლიცებს ჩემი სანთელი, აღარ მინათებს წყვდიადით მოცულ გზას. მივრბივარ ხეების მუქ სილუეტებს შორის, თითქოს სწრაფი ნაბიჯით უკან ჩამოვიტოვებ ყველაფერს, დავტოვებ დედამიწას და თუნდაც დავიპყრობ მთელ კოსმოსს. თვალებს ვხუჭავ იმ იმედით, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარი იყო. არ არსებობს ეს შავი ბილიკი, რომელზეც თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ ახლა და ჩემი ბილიკი მხოლოდ უსასრულო რძიანი გზაა, ვარსკვლავებით გადაჭედილი, კოსმოსური მტვრით დაფარული... გავივლიდი თუნდაც ასი ათასი სინათლის წელს, ეს ყველაფერი რომ არ არსებობდეს, ახლა უკანმოუხედავად რომ არ გავრბოდე... გავრბივარ და არ ვნანობ. არ ვნანობ, რადგან უკან ვტოვებ სიბნელეს, ხმაურს, ქაოსს... უკვე დავიღალე, დავიცალე... ყურებში მესმის საკუთარი გულის ცემა, ყელში მიჭერს უჟანგბადობა… მიანც წავალ, ყველას რომ მხდალი ვეგონო... არადა სიმამაცეა იმ ადგილის დატოვება, რომელშიც შენი ადგილი არ არის, როდესაც იმედგაცრუება შენი მუდმივი მეგზურია... სიბნელეში გაქრა ჩემი უკანასკნელი სიტყვები, აღარ არსებობს არც ერთი ბგერა, არც ერთი ცრემლი... დავიცალე, ყველა სიტყვისგან, ყველა ბგერისგან, ემოციისგან... დავიღალე, დავიცალე... თვალებს ნელა ვახელ. მტვრისა და გაზის ღრუბლის მიღმა ვხედავ უსასრულო სივრცეს. ვგრძნობ რომ ჰაერზე მსუბუქი ვარ. თითქოს ფრთები გამომესხა, ისე ფაფუკად მივაბიჯებ უზარმაზარ გალაქტიკაზე, ჩემ წინ რომ გართხმულა დიდ ბილიკად... უკან მივიხედე, არსად მოჩანს ხეების მუქი სილუეტი, შავი ბილიკი. უკუნ სიბნელეში, გზას მინათებს უამრავი გავარვარებული წითელი სფერო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.