..ნ..
საღამოს მომაჯადოვებელ ნისლში გავერიე...თავბრუს მხვევდა არარსებული სამყაროს ზღაპრულად საშიში სუნი...არსაით მიმავალ ოქროსფერ ბილიკს დავადექი,უკიდეგანო,ყოვლისმომცველ სიჩუმეში ჩაძირულმა...უკან მხოლოდ ნაბიჯების ხმა მომყვებოდა...ისევ საკუთარი ნაბიჯების სულისამაფორიაქებელი და საოცარი სიმშვიდის მომგვრელი ხმა...თითქოს უსასრულო მარტოობაშიც კი არ ვიყავი მარტო...ილუზიების სამყაროში ერთადერთი რეალური ხმა!როგორ ბნელა...მშვიდად ეძინა მოხუცებულ ქალაქს,სიკვდილს დიდი ხანია დავიწყებია...სიძველის და გაუსაძლისი მარტოობის მძაფრი სუნი ჩასდგომია დაბზარულ კედლებში...და ელის...უკვე უიმედოდ...შეეჩვია ლოდინს...იქნებ,სულაც დაავიწყდა, რას ელოდა ამდენ ხანს?!ათასმა წელმა განვლო,დაუსრულებლად იცვლებოდნენ შიშით გაჯერებული,ბნელი ღამეები... არსაით მიმავალ,ოქროსფერ ბილიკს დავიწყებისკენ მივუყვებოდი საკუთარი ნაბიჯების ხმაში დამხრჩვალი...ზარების რეკვა აზანზარებდა მძიმედ ჩამოწოლილ,სევდიან ჰაერს,ანგრევდა მოღუშულ ცას...უსასრულობას სცდებოდა და უკან ბრუნდებოდა...უკან,არარსებულ,ოქროსფერი ბილიკებით მოქსოვილ სამყაროში...სასოწარკვეთილი ნიავი მეამბორებოდა სახეზე...მიწეწდა თმას...ტუჩის კუთხეში ვიგრძენი ღვინოზე ტკბილი კოცნა...თავბრუ დამახვია,ნუთუ დავთვერი?დავთვერი ისევ...საკუთარი ნაბიჯების ხმა მეწეოდა ოქროსფერი ბილიკით უსასრულობაში მიმავალს...აუტანელმა შიშმა მოიცვა გაყინული გული...ტყვედ ჩავუვარდი დაუნდობელსა და ბნელს...მარტოობას...ძაძებში გახვეული,გულმოკლული დრო ნათელჩამქრალი თვალებით ობლად მიაბიჯებდა...ისე შორს იყო ოქროსფერ ბილიკებიანი სამყაროსგან...ძალიან,ძალიან შორს...სევდის თიხაში ნაძერწ,უიმედობის სამეფოში დავიკარგე...დაუსრულებლად იწელებოდა არსაით მიმავალი ბილიკი...რომ გავჩერდე, სამარადჟამოდ გავიხლართები უსასრულობისა და აბსურდის ამ სევდიან მორევში...რომ გავჩერდე, შევსისხლხორცდები მტვრით დაფარულ,მოხუც კედლებთან...ჩამყლაპავს,მომინელებს მძინარე ქალაქი...მისი ნაწილი გავხდები...ვერ ვიარსებებთ უერთმანეთოდ...არა,არ უნდა გავჩერდე,რადაც არ უნდა დამიჯდეს! არა,არ დავრჩები სასოწარკვეთილების მტვერით დაფარულ მარტოობის სახლში!რა საოცრად რეკენ ზარები წარმოსახვის მიღმა... არსაით მიმავალ ოქროსფერ ბილიკზე ვიდექი...გაუნძრევლად...აღარ მესმოდა საკუთარი ნაბიჯების ხმა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.