შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

+psychopathic+


18-03-2017, 03:15
ავტორი annabelle
ნანახია 1 607

არ ვიცი რა საჭირო იყო ჩემი ამ ქვეყნად მოვლენა.ამბობენ ყველა ადამიანს თავისი დანიშნულება აქვსო. ნუთუ არსებობს მიზეზი,რიდთვისაც გავჩნდი? ვზივარ და კითხვის გარდა არაფერს ვაკეთებ.არც მინდა სხვა არაფრის კეთება.წიგნის ბოლო ფურცლის ჩაკითხვისას ვხვდები,როგორი ამაოა სიცოცხლე,იმის მიუხედავადაც რამდენად ბედნიერი დასასრული ჰქონდა ისტორიას.სურვილი მიჩნდება ისევ თავიდან გადავიკითხო მაგრამ არ ვაძლევ თავს ამის უფლებას.ამ ქვეყნად ხომ ამდენი წიგნია,მინდა ყველას წაკითხვა მოვასწრო. შევძლებ კი? მოვახერხებ კი,შევინარჩუნო ქაღალდისადმი ასეთი ლტოლვა?
არვიცი!..
რაც არ უნდა იყოს, ვერ გადავიტან...
რ.
888
-მეზიზღები!-დავუყვირე სარკეში გამოსახულ ჩემს ანარეკლს.ვერ ვიჯერებდი ჩემი რომ იყო.როგორ შეიძლებოდა გყვარებოდა ასეთი ბინძური,ბილწი სულის მქონე ადამიანი? ნუთუ სილამაზე ასეთი ზედაპირული და დამაბრმავებელია.როგორც ჩანს კი! მამაკაცები უგუნური არსებები ხდებიან,როცა საქმე მომხიბვლელ ქალს ეხება.
-საცოდავი ხარ! არარაობა-სარკის წინ,მუქ თურქულ ხალიჩაზე დავაფურთხე და სწრაფი ნაბიჯებით გავშორდი იმ ოთახებს სადაც ჩემი ანარეკლის დანახვა შეიძლებოდა.თითქოს წინასწარ ვგრძნობდიო,როცა ის სახლი ვიყიდე სადაც ახლა ვცხოვრობ სპეციალურად გავაკეთებინე უფანჯრო ოთახი.მცირე კინო-თეატრისთვის იყო განკუთვნილი მაგრამ სამ წელზე მეტია არაფრისთვის მიყურებია. მეცხრამეტე საუკუნეში ნაშენ სახლში,ერთადერთი ადგილი იყო ახალი ეპოქის კვალი რომ დამჩნეოდა.იატაკი რბილი,თეთრი ქსოვილით იყო დაფარული,რამდენიმე სპეც.შეკვეთით დამზადებული სავარძელი და კარადა ფირებისთვის.სულ ეს არის...
სინამდვილეში,წარმოდგენაც არ მაქვს,რატომ გადავწყვიტე სახლის კინო-თეატრის გაკეთება.მეზიზღებოდა ფილმები,მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ჩემს წარმოსახვას მტვრად აქცევდნენ! ყოველი წიგნის დეტალს,რომელსაც ჩემს გონებაში სიყვარულით ვქმნიდი,ქარს ატანდნენ. განა შეიძლებოდა ერთი ადამიანის წარმოსახვას მიჰყოლოდა ამდენი მკითხველი? განა შეიძლებოდა ისეთად წარმოგედგინა მთელი ისტორია,როგორსაც რეჟისორს,შენს მსგავს ერთ-ერთ მკითხველთაგანს წარმოედგინა?
-,,სიამაყე და ცრურწმენა“-ხმამაღლა წავიკითხე ფირზე ხელით წაწერილი სათაური-რა აუტანელია!-ღრმად ამოვისუნთქე.ფირი იატაკზე მოვისროლე,მაგრამ არ გატყდა.წარბები შევკარი! ანდა როგორ გატყდებოდა რბილ ხალიჩაზე!ისევ ავიღე,კედელზე მთელი ძალით მივანარცხე და როგორც კი ნამსხვრევებად იქცა დავმშვიდდი.ვიღიმოდი,იმაზე უფრო მეტად ვიდრე მინდოდა. ყოველთვის ასეა,თავს ვერ ვაკონტროლებ,ყოველთვის ყველაფერი გადამეტებული მჩვევია.
კიდევ რამდენიმე ფირიც შევწირე ჩემს ხასიათს.საბოლოოდ გადავწყვიტე,რომ დღეისთვის საკმარისი იყო.
-გგონია შეძლებ გარეთ გასვლას?-ვკითხე ჩემს თავს.საწყალი რუსუდანი! ყველას ეზიზღება? მაგრამ რა სულელური კითხვაა... როგორ უნდა გიყვარდეს ასეთი ადამიანი? ეს ხომ უკვე ვთქვი! ღმერთო ჩემო...
888
კიდევ ორი წელი... ორი არაფრის მომცემი,აუტანელი წელი.ისევ დაბალი თვით შეფასება და წიგნებისადმი სიყვარული. სიცოცხლესა და სიკვდილში ისე გავიჭედე,ვეღარ ვხვდებოდი აქედან ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი თუ პირიქით. ჩემი სული სულ უფრო დაცარიელდა და იმაზე მეტად დაეტყო ამ წყეული ორი წლის კვალი, ვიდრე უნდა დატყობოდა.
ახლა 2017 წელია და მას შემდეგ რაც თავს ასე მარტოსულად ვგრძნობ ექვსი წელი გავიდა... უკმარისობის გრძნობა მაქვს და ეს იმდენად ძლიერი ტკივილია სულისთვის,მხოლოდ მშობიარობას შემიძლია შევადარო. ადამიანები მეზიზღებიან,ჩემი თავი მძულს.ყველა და ყველაფერი გულს მირევს.ერთადერთი რაც გამაჩნია ,,ჯეკ დენიელსია“ რომელიც იმ კაცმა მიყიდა მანქანა რომ ვაჩუქე.სახლი ქუჩაში მათხოვარ უსახლ-კაროს გადავუფორმე.
უკვე ღამის ორი საათია. ქაღალდის ნაგლეჯი სულ გავავსე...რა აზრი აქვს ძვირიან წიგნაკში დავწერდი ჩემს ნაბოდვარს თუ უბრალო ფურცელზე,რომელსაც არავინ მიაქცევს ყურადღებას... ოცდამეთხუტმეტე სართულიდან ყველაფერი სულ სხვანაირად მოჩანს. აქედან ადამიანებიც პატარა და უსუსურები არიან, იმდენად რომ არაფრის დაშავება შეუძლიათ. დიდი დიდი იმით გაწყენინონ,რომ ადამიანები არინ!
მშვიდობით!
არავინ მიყვარხართ! მეტიც, მეზიზღებით!
დაე ჯოჯოხეთში მოვხვდე ამ სიტყვებისთვის.
ახლა მშვიდათ წავალ... ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელ წუთამდე ვიფრენ ბილწ დედამიწაზე...



№1  offline წევრი MaikoB

მომეწონა, რაღაც განსხვავებულია არის ამ ჩანახატში, რაც ძალიან მომწონს <3

 


№2  offline წევრი Abigail

არაჩვეულებრივია heart_eyes

 


№3  offline წევრი annabelle

MaikoB
მომეწონა, რაღაც განსხვავებულია არის ამ ჩანახატში, რაც ძალიან მომწონს <3

მადლობა <3

Abigail
არაჩვეულებრივია heart_eyes

მადლობაააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent