ღიმილი ათბობს დედამიწას
ყოველთვის მიყვარდა ღიმილის დანახვა. ან ვის არ უყვარს? მე მხოლოდ ამ დროს ვხედავ, როგორ უნათდებათ სინათლით სახე. ღიმილია მზისგან გატყორცნილი თითოეული სხივი, წამის მეასედში რომ სითბოს მიღვრის გულში. ხანდახან ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს მზე კი არა, ღიმილი ათბობს დედამიწას. განსაკუთრებით ბავშვების ღიმილი მიყვარს. იცით რატომ? არ ტყუიან, თვალებით იცინიან. არ აქვს მნიშვნელობა თაფლისფერია, ცისფერი, ლურჯი თუ მწვანე, თვალებით ასხივებენ თავისი სიწმინდეს, გულწრფელობას, ბედნიერებას... უყურებ და თითქოს იკარგები ღიმილით გაცისკროვნებულ სფეროებში, მიჰყავხარ გაურკვეველ სამყაროში და იმ წამებში თავს აღარ იტანჯავ იმაზე ფიქრით, რა აზრი აქვს სიცოცხლეს ან რა არის ბედნიერება. იცით? მე მოხუცების ღიმილიც მიყვარს. ისინიც თვალებით იღიმიან და ამ ღიმილს სულსა და გულს აყოლებენ. რამდენი ტკივილი უნახავთ, რამდენი სევდა, სიხარული... წლებთან ერთად გადატანილი სიძნელეები უღარავენ ნაოჭებით სახეს, დარდი უთეთრებთ თმას. და როდესაც უყურებ მათ მომღიმარ თვალებში, მაშინ ფიქრობ როგორი იქნები ათეულობით წლის შემდეგ. ან როგორ უნდა გაიარო ეს დრო, რა არის სიცოცხლე, რა არის ბედნიერება? როდესაც ესალმები ამ ქვეყანას, ან როდესაც მალე მოვა დამშვიდობების დრო, მაშინ წვრილმანებშიც კი ღიმილის საბაბს პოულობ. ალბათ ამიტომ იღვრება ერთდროულად ამდენი განცდა, ამდენი გულწრფელობა ბავშვებისა და მოხუცების ერთი მიმიკიდან. ალბათ სწორედ ამიტომ არ მესმის, რატომ უცვლიან ღიმილს ფუნქციას. რატომ აქსოვენ მასში ირონიას, ზიზღს მაშინ, როდესაც ღიმილია სინათლე, სითბო? ღიმილის გარეშე ტემპერატურა აბსოლუტურ ნულს გაუტოლდებოდა, ყველაფერი გაიყინებოდა, აზრს დაკარგავდა. მზე კი არა, ღიმილი ათბობს დედამიწას… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.