სანამ ვარსებობთ !!!
არსებობა ეს არის სიცოცხლის ერთერთი პირობა, განსხვავება მხოლოდ ის არის როგორ გაატარებ შენთვის მონიჭებულ წლებს, რითი გადაუხდი ღმერთს მადლობას შენი არსებობისთვის.ყველა ადამიანს აქვს ამ ქვეყანაზე რაღაც ვალისმაგვარი,რაღაც რის შემდეგაც უკან რომ მიიხედავს იმ კვალის დანხვა უნდა შეძლოს რაც დატოვა. გადაღლილი ეს ერთი სიტყვა შეეფერებოდა ჩემს მდგომარეობას სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ,მე ერთი უბრალო გოგო ვარ, რომელიც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ერთერთ ბავშვთა თავშესაფარზე ზრუნავს, სასაცილოა ალბათ იმ კაპიკებით რომელსაც გაწეული შრომისთვის მიხდიან როგორ ვახერხებ ამას,მაგრამ დამიჯერეთ არაფერია იმ ბავშვების თვალებზე უკეთესი დასანახი სულმოუთქმელად რომ ელის რას ამოიღებ ჩანთიდან,ერთადერთი ადგილია სადაც სულიერად ვისვენებ, თავს საჭიროდ ვგრძნობ და თავისუფლად ვსუნთქავ.კარგად მახსოვს რამდენჯერ დაურეკავთ აღმზრდელებს როცა რომელიმე პატარა ავად ხდება და ჭირვეულობს, საათობით ვმჯდარვარ მათ საწოლთან და იმ იმედებით ავვსებულვარ მათი მზერიდან რომ მოდის, ამას ვერ გადმოსცემ ეს უნდა ნახო ან იგრძნო. ხშირად მიოცნებია ნეტა ყველა მათგანს უთხრან გაემზადე პატარა დედიკომ მოგაკითხა, რამდენჯერ ჩუმად მიტირია მათ შემხედვარეს,როგორ ელოდებიან ვინმეს მათიანს, როგორი მომლოდინე თვალები აქვთ და ყველა კარის გაღებაზე გული უფრთხიალებთ. საშინელი სიბრაზე მიპყრობს თითოეულის დედის მიმართ, როგორ უნდა დატოვო არსება რომელიც 9 თვე მუცლით ატარე და რომელსაც ღმერთის ყველაზე დიდი სასწაული-შვილი ქვია.სწორედ დღეს ჩამერიცხა ხელფასი, თუ ამას ხელფასი შეიძლება ეწოდოს, დაღლილობის მიუხედავად მარკეტისკენ გავაბიჯე, დღეს ჩემს პატარებს გავახარებ. რიგებს შორის გავაგორე ურიკა და უამრავი ტკბილეული ჩავყარე შიგნით. თან ვცდილობდი გამეხსენებინა რომელს რა შოკოლადი თუ კამფეტი უყვარდა, ჩემი გვრიტები, იმდენად გავერთე ფიქრებში რომ ვერც კი შევამჩნიე როგორ შევეჯახე ვიღაცას, ყრუ ბრაგვანით დაასკდა მიწაზე ორ მეტრიანი მამაკაცი და რო არ გამცინებოდა ტუჩზე ვიკბინე," ყოჩაღ შენ რა ძალა გქონია".შევაქე ჩემი თავი -წინ არ იყურები? აზრზე სასწაულად ბოხმა ბარიტონმა მომიყვანა -უკაცრავად? -ველოდები, ტონს აუწია მამაკაცმა -რას ელოდებით? გაოცებულმა თვალები დავაჭყიტე -ბოდიშს. -ელოდეთ, გამეცინა და გვერდის ავლა ვცადე, თუმცა გორილამ მკლავში მტაცა ხელი და ჩემი ურიკიანად უკან გადმომდგა უტაქტო, უზრდელი -გგონია ვხუმრობ? -შარზე ხარ? მობეზრებულმა ავატრიალე თვალები -მე არა მაგრამ შენ კი ნამდვილად შარში გაეხვევი ეხლა. -ოჰ ქალებთან მუქარა კაი ტონია?გამატარეთ თუ შეიძლება მაგვიანდება გორილამ ჩემს ურიკას ჩახედა და გაეცინა. -ბავშვები გყავთ თუ მთელი ფეხბურთის გუნდი? ამდენი ტკბილეული რათ გინდათ? -გინდა ბოდიში მოგიხადო? გენიალური აზრი მომივიდა თავში და ჩემს წინ მდგომი კარგად ავათვალიერე, საკმაოდ ძვირადღირებული სამოსი ეცვა და ადვილი მიახვედრი იყო რა ფენასაც წარმოადგენდა -წესით უნდა მომიხადო -მაშინ ერთი პირობით -იყოს პირობები, დღეს რაღაც უცნაურ განწყობაზე ვარ, აგყვები ამ თამაშში. -ჩემთან ერთად წმაოხვალ ერთ ადგილას -სად?გაკვირვებულმა ამათვალიერა, ალბათ ამოწმებდა ვგავდი თუ არა გიჟს -რა იყო ხო არ გეშინია? გულიანად გამეცინა და უცებ გავიაზრე რომ ამდენ ხანს კარგი ნაცნობებივით შენობით ვესაუბრებოდით ერთმანეთს. -თითო გიჟი ხო არ მაკლდება, გაეცინა ბიჭს და წინ გამატარა. სალაროსთან რატომღაც თავი გამოიდო გადახდაზე თუმცა მე ვინ მაჯობებდა -აბა მდიდარო ბიჭო შეინახე ეგ საკრედიტო ბარათი დროზე. -ესეც ეკლებიანი ანგელოზი, რა იყო არ კადრულობ? -შენს ფულს არა, -შენც ჩემნაირი ადამიანი ხარ, რას ქვია მე და შენ? -განსხვავებას თუ ვერ ხედავ კარგად ყოფილა შენი საქმე,მაგრამ ერთი პრობლემაა -რა პრობლემა? -სადაც მიმყავხარ ესე ჩაცმული ვერ წმაოხვალ, ვერც შენი ძვირადღირებული მანქანა გამოგვადგება, იქ ამას ყურადღება არ ექცევა -აბა შიშველი წამოვიდე? გაოცებულმა გამომხედა.სიცილი ვერ შევიკავე მის გამომეტყველებაზე და კიდევ ერთმა გენალურმა აზრმა გამინათა გონება, ჩემი სახლის მისამართი ვუკარნახე და მერე დიდხანს ვისმენდი წუწუნს რომ იმ სამოსს რომელიც მე მივეცი არ ჩაიცვამდა და ალბათ ადვილი მისახვედრი იყო როგორი უბრალოდ შარვალი და ზედა ეჭირა ხელში, ბევრი კამათის ჩემდეგ ჩემი გავიტანე, ვფიქრობ უკვე ინტერესი კლავდა, მართლა გადარეული ვიყავი თუ მართლა ასე იყო საჭირო, მეორე პროტესტი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობაზე შემექმნა, -გადარეული ხარ? რატო უნდა ვიტანჯო მანდ როცა შემიძლია მანქნაით წავიდე? -ჩვენ სულ ასე ვიტანჯებით, ასე ვარსებობთ, დავიჯერო არ გინდა ერთხელ მაინც ცხოვრებაში ნამდვილი ცხოვრების ფასი ნახო? ჩემდა გასაკვირად გამომყვა,ბავშვთა სახლამდე მანძილი ფეხით გავიარეთ,ეზოში შესულებს კი პატარები ჟივილ-ხივილით შემომესიენ და სათითაოდ ჩამკოცნა ყველამ, მეც რომ გული ვიჯერე მათი მოფერებით მერეღა გამახსენა ჩემი უცნობ-ნაცნობი მეგობარი, ფრთხილად გავაპარე მზერა მისკენ და ნათლად დავინახე როგორი გაღიმებული გვაკვირდებოდა, -ნახეთ მე თქვენ რა გიყიდეთ, სწრაფად გავხსენი პარკები და ტკბილეული მაგიდაზე დავახვავე. მოდი მომეხმარე, ხალისიანად მივმართე უხერხულად აწურულ გორილას, ისიც მაშინვე გაჩნდა ჩემთან და ბავშვებს ჯერ გაუბედავად შემდეგ კი უკვე თამამად ჩამოურიგა ტკბილეული.ბავშვებმა ათასი თამაში მოიგონეს, კარგად გვახალისეს და გვაცინეს, ვხედავდი როგორ ივსებოდა ჩემსვით პოზიტივით და დანამდვილებით ვიცოდი მის არსებობას რაღაც კიდევ შეემატა ღირებული. უკვე საკმაოდ გვიანი იყო თავშესაფარი რომ დავტოვეთ და ქუჩას ფეხით დავუყევით. -რამდენი სიკეთეა ამ ადგილას, ამოიოხრა სევდიანმა -ბოდიში, გამეცინა ეშმაკურად -მიღებულია, ხმისამოუღებლად ვიმგზავრეთ ჩემს სახლამდე, ასევე უჩუმრად გაიხადა ტანსაცმელი და ისევ მის შარვალ კოსტუმში გამოეწყო -იცი ეს უკვე მამძიმებს, შეიძლება ეს მაჩუქო? -წაიღე,პოლიეთილენის პარკში ჩავუდე ძველმანები და კარგა ხანს ვუყურებდი ფანჯრიდან როგორ უჭირდა მისი ძვირადღირებული მანქანის დაქოქვა. უკვე 3 თვე გავიდა ამ გიჟური საღამოდან, ცხოვრებაც ისევ ისე მიედინება როგორც აქამდე, ისევ ისე ვარსებობ და ვიბრძვი ჩემი პატარებისთვის როგორც აქამდე,ტავშესაფარში მისულს გამზრდელი გახარებული გამომეგება და ახალი ამბავი მახარა,ერთერთმა ცნობილმა ბიზნესმენმა ვინმე გეგა კობახიძემ ყოველთვიური შემოსავალი დაუწესა ჩემს პატარებს, -ვინ არის ასეთი? რატო არასდროს მსმენია? გაკვირვებულმა ვიკითხე -იმიტომ რომ ნამდვილ ცხოვრებაში ჩვენნაირები არ არსებობენ, მომესმა საოცრად ნაცნობი ხმა და ოდნაც ჩამეცინა.ჩემს წინ გორილა იდგა,ჩვეულებრივ ფორმაში გამოწყობილი და მიღიმოდა. -გეგა კობახიძე, ხელი გამომიწოდა -ლეა ბარათელი, არც მე დავაყოვნე.თუმცა ჩემდა გასაოცრად ხელი მაგრად ჩამჭიდა და გვერდით დამიდგა -მადლობა, თითქმის ჩემთვის ჩავიჩურჩულე -სანამ ვარსებობთ მე ადამიანი რომელმაც ერთ ღამეში ბვერი დავინახე და შენ ადამიანი რომელმაც ეს ყველაფერი დამანახა ყველაფერი კარგად იქნება. იქნება ნამდვილად იქნება,იმიტომ რომ ქართველები ვართ, იმიტომ რომ ერთმანეთის დახმარება სისხლში გვაქვს და წინაპრებიდან მოგვდგამს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვარსებობთ როგორც ადამიანები და შეგვიძლია სხვისი გაბედნიერება, ფულზე არ ვცვლით ბედნიერებას....გამოგვერევა კი ისეთი ვინც არ არის ასეთი, ვინც ასე არ ფიქრობს, მაგრამ სანამ არსებობენ ამ გვეყნად კეთილი ადამიანები ბოროტება ვერასდროს გაიმარჯვებს, ეს ბუნების კანონია..... ადამიანი ვარ...რთული და მარტივი... სულ ცოტა მტკივა და სულ ცოტა მახარებს, ზოგჯერ ბედისწერა იჭრება კარტივით, ეკლიან ბილიკზე ფეხშიშველს მატარებს. ადამიანი ვარ...სუსტი და ძლიერი, ცხოვრებამ მასწავლა ყველაფრის ატანა, ჩემს სულში ხანდახან კეთილი იმარჯვებს ხანდახან ბოროტს სურს თავისის გატანა. ადამიანი ვარ...მე არც ერთს არ ვგავარ ვერც ანგელოზს ვთმობ და ვერც ეშმაკს ვერევი, ჩემს სულში ხანდახან ხარხარებს სატანა, ხანდახან ანგელოზს ჩამოსდის ცრემლები. ზოგჯერ არაფერი მაღელვებს ამ ქვეყნად, ზოგჯერ სხვისი დარდით აღელვებული ვარ ეშმაკს და ანგელოზს თავისი ადგილი აქვს... ჩემს სულში რადგანაც ადამიანი ვარ.. მ.ბ მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.