შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,მე რომ არ ვიყო ადამიანი‘‘


19-03-2017, 23:34
ავტორი rainey
ნანახია 1 500

არ ვიცით და ვერც ვერასდროს გავიგებთ ადამიანები თუ რას გრძნობენ ცხოველები და სხვა სულიერი არსებები სხვადასხვა სიტუაციებში.
ჩვენ ვგრძნობთ, ისევე როგორც ცხოველები. განვიცდით, ისევე როგორც ცხოველებს შეუძლიათ ეს. ჩვენი განცდები ხშირად დამღუპველად გვეჩვენება, თუმცა ვერასდროს გავიგებთ, რამდენად მტკივნეულია ეს სხვა სულიერი არსებებისთვის. როდესაც ჩვენი ძაღლის მოტეხილ ფეხს შევყურებთ, საყვარელი ცხოველის თვალებში ყურებისას თითქოს მის ტკივილს ვხვდებით, განვიცდით და გვგონია, რომ ეს ჭრილობა ისევე მტკივნეულია როგორც ჩვენი, ჩვენს შეგრძნებებს მისას ვუთანაბრებთ და ჩვენც გვტკივა, თუმცა ვერასდროს გავიგებთ რამდენად მსგავსია ისინი, არამარტო ფიზიკური, არამედ სულიერი ტკივილები, ამ ყველაფერს ხომ ადამიანური ტკივილით აღვიქვამთ ადამიანები?!..
და მაინც, რა არის ადამიანური ბუნება? ჩვენ ხომ სხვა ყველა ცოცხალი არსებისგან გამოგვარჩია ბუნებამ და ღმერთმა, შევიქმენით უფლის ხატად და მივიღეთ შეუზღუდავი შესაძლებლობები. თუმცა, მიუხედავად ამ უპირატესობებისა, ადამიანი სხვა არაფერია,ზოგჯერ, თუ არა ყველაზე მდაბალი არსება დედამიწაზე, ყველა სხვა არსებაზე უფრო მდაბალი..
თუმცა, რა იქნებოდა ადამიანები რომ არ ვყოფილიყავით? ამის გაფიქრებისთანავე ადამიანთა უმრავლესობას, ალბათ, სრულიად განსხვავებულად წარმოუდგენია საკუთარი თავი. მე,მაგალითად, ვფიქრობ რომ ის შეგრძნებები, რომელსაც განვიცდი სულ სხვაგვარი იქნება, როგორც უკვე ვისაუბრე დასაწყისში. ჩემთვის საკმაოდ რთულია წარმოვიდგინო როგორი ვიქნები იმ შემთხვევაში თუ არ ვიქნები ადამიანი, მიუხედავად იმისა რომ ხშირად მინატრია ნეტავ საერთოდ არ ვარსებობდე მეთქი, თუმცა არ არსებობაც კი იწვევს გაურკვეველ შიშს..
ზოგადად, ვფიქრობ, რომ ძალიან დამოკიდებულს გვხდის ადამიანებს მიჩვევა: რატომ შეიძლება წარმოუდგენლად მივიჩნიოთ ის, რაც სხვა ცოცხალი არსებისათვის ბუნებრივია? ალბათ რთულია ძაღლის ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენა, შესაძლოა გვინატრია კიდეც წამიერად სხვადასხვა მიზეზის და გამო მის ადგილზე ყოფნა: უპირველესია ძაღლის ერთგულება, ფილმებში ისეთი როლი აქვს რომ გვეამაყება და ხშირად ტირილამდეც მივდივართ მათი გმირობების ყურებისას.
ერთი შეხედვით ძალიან მარტივია თავი წარმოიდგინო ძაღლზე უფრო მარტივ არსებად. რაღა დაგიმალოთ და, ამ კონკურსამდეც ხშირად მქონია ნაფიქრი ამ თემაზე და წარმოვიდგენ ხოლმე თავს ჭიაყელადაც, როგორ უცებ შეიძლება რომ დაიღუპოს არა? უცებ სრულიად ვეთიშები ხოლმე ჩემს სამყაროს და მთლიანი გონებით ,,ჭიაყელა ვხდები''. მივდივარ, არა მივხოხავ, და ვფიქრობ, მაგრამ უცებ გავიფიქრებ მე: ნუთუ ფიქრობს ჭიაყელა? თანაც მე ხომ მას ადამიანურ ფიქრებს ვაწერ, რადგან მე, ადამიანი ვითავისებ მას. მაგრამ ეს ფიქრები არ მაბრკოლებს და განვაგრძობ ჭიაყელის გონებიდან აზროვნებას. როგორც უკვე ვთქვი, მივბობღავ ჩემი ბაღის ბილიკზე, ვწუწუნებ, რატომღაც, მაინც ადამიანურად ვწუხვარ ცხოვრებაზე, გართული ვარ ფიქრებში და უცებ ვამჩნევ ადამიანს ჩემს პირდაპირ, ზემოთ ძალიან, გოლიათს, და შიში მიტანს, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლება ფეხი დამაბიჯოს და გავქრე. ამის გააზრებაზე სასწრაფოდ ვბრუნდები ჩემს თავთან და მიხარია რომ არ ვარ ჭიაყელა, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება გამოეთხოვოს ცხოვრებას. ამ დროს ადამიანი ყველაზე ძლიერი მესახება და ღმერთს მადლობას ვუხდი რომ ჭიად არ მოვევლინე ამ ქვეყანას. ამავდროულად, ძალიან მეცოდება ყველა ის ჭია და მისთანები, რომელნიც წამიერად შეიძლება აღარ არსებობდენენ. მაგრამ უცებ მიპყრობს ამგვარი ფიქრები: მიუხედავად იმისა რომ ადამიანები ჭიების ,,თვალში'' გოლიათებად ვჩანვართ და ჩვენზე დიდი ადამიანები არ არსებობენ, რაშიც ნამდვილად გვაქვს უპირატესობა, რატომ უნდა ვიფიქრო რომ ჩვენი ცხოვრება არ არის ისევე არაფრისმთქმელი და უეცარი? უცებ ის ამბავი მახსენდება: როდესაც ქალს უთხრეს რომ მომდევნო დღეს უნდა მომკვდარიყო, მან კი გადაწყვიტა სახლიდან გარეთ არ გასულიყო, თუმცა კედელზე დაკიდებული სურათი ჩამოვარდა და თავში დაეცა. ალბათ აბსურდია იმაზე საუბარი,რომ ჭიების სიცოცხლე მეტად საფრთხის მომცველია ვიდრე ადამიანის, თუმცა ჭიაყელის ადგილზე ყოფნამ საკმაოდ შემაშინა)
ფრინველადაც წარმომიდგენია ხოლმე საკუთარი თავი: როგორ ავიჭრები ზეცაში, როგორ ვთავისუფლდები სიმძიმისგან, თითქოს შემიძლია მწვერვალებს მივაღწიო. ამ დროს არაფერი მაშინებს: ვერ წარმომიდგენია რომ ვინმე რამეს დამიშავებს. უსასრულობის და საოცარი თავისუფლების შეგრძნებაა, თითქოს გულში არსებულ ყველა ტკივილს ძირს ვტოვებ და გასუფთავებული გულით ვიჭრები ზემოთ. შურდულივით ვიწყებ ჰაერის მოლეკულების ,,დალაშქვრას'', ელვის სისწრაფით ვაპობ მათ და გამარჯვებული უფრო ღრმად ვიჭრები ცაში. თუმცა ეს მდგომარეობაც შეიძლება ამაო აღმოჩნდეს: უეცრად მონადირემ გესროლოს ტყვია და სინარნარე დასრულდეს..
ამიტომ, უპირატესად მიმაჩნია რომ უსულო არსებად ყოფნა ან თავის წარმოდგენა მეტად უსაფრთხოა. მაგალითად, უეცარი სიმსუბუქის შეგრძნება მეუფლება როდესაც თავს წვიმის წვეთად წარმოვიდგენ, ფოთოლზე, ნაზად, თავისთვის. როდესაც ფოთლიდან ფოთოლზე ვმოგზაურობ. საოცარი სირბილის და სინაზის შეგრძნებაა. მაშინ ხომ ძალიან საყვარელი ვიქნებოდი, არავის ჩავეჩხირებოდი, როგორც ჭიაყელა. ალბათ, მე რომ არ ვიყო ადამიანი, სწორედ წვიმის პატარა წვეთი ვიქნებოდი, რადგან ეს მდგომარეობა სხვა ყველა მდგომარეობაზე მეტად იქნებოდა ჩემი სულის სილაღე.. ბუნებას გავალამაზებდი, ფოთლებს გავაცოცხლებდი, სათუთი, თოთო ბავშვივით ვიქნებოდი, და იმ შემთხვევაში, თუ მიწაზე ჩამოვვარდებოდი, მის სიღრმეში ნაზად ჩავინამებოდი.



№1  offline წევრი joxadze

ამ გოგოზე მაბოდებს <3
--------------------
ნ.ჯოხაძე

 


№2  offline წევრი rainey

joxadze
ამ გოგოზე მაბოდებს <3

საყვარელოო heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent