ნაცრისფერი სამყარო
ნაცრისფერ სამყაროში ვცხოვრობ რომელიც თითქოს სულ ცდილობს რაღაც ფერადი შექმნას მაგრამ არ გამოსდის, იმ სამყაროში სადაც ყველა ცხოვრებისგან დაიღალა, სიმართლე გითხრათ მეც დავიღალე და მომბეზრდა იმ ადამიანების ყურება რომლებიც მხოლოდ იმიტომ გიყურებენ ( მკვლელის) თვალებით რომ რაიმე განსაკუთრებული გაცვია ან განსაკუთრებულად ფიქრობ და თუმდაც იმიტომ რომ უბრალოდ სუნთქავ და არსებობ. ცხოვრებას აქ მხოლოდ მაშინ ააქვს აზრი როცა ხარ ერთფეროვანი, სხვა ხალხის მსგავსი, არ გაგაჩნია საკუთარი აზრი და ყოველთვის სხვის ჩრდილში ხარ, თითქოს აუცილებელიცაა რომ ასე იცხოვრო, ასეა საჭირო და იმიტომ, აქ ამ სამყაროში სადაც მე ვცხოვრობ წვიმაც კი მტვრიანი იცის, თოვლიც კი ჭუჭყიანი მოდის, აქ ხალხს არააქვს გრძნობები ან თუ აქვს არ უნდა დაინახონ სხვებმა ეს ფაქტი და იცით რატომ? იმიტომ რომ თუ ნიღაბს მოიხსნი და ნამდვილ სახეს დაანახებ ყველა შენსკენ გამოიშვერს ხელს და იტყვის იმას რაც სრულიად შეუსაბამოა შენს პიროვნებასთან. ამ სამყაროში რომელიც როგორც უკვე ავღნიშნე ნაცრისფერია და უგრძნობი შეიძლება არსებობდეს რაღაც ნათელიც მაგრამ ამის ასე ადვილად პოვნა შეუძლებელია ის კი არა საერთოდ შესაძლებელია? არამგონია, ის სადღაც ყველა ადამიანის გულში ნაპერწკლის სახითაა თუმცა დროთა განმავლობაში ბევრი ადამიანის გულში ისიც ქრება, ის ნაპერწკალიც რომელიც ადამიანებს ადამიანობას უნარჩუნებს. დღეს, აქ, ნისლში, მტვერში, სიბნელეში არიან ადამიანები და ცხოვრობენ, ცხოვრობენ ისე თითქოს უბრალოდ არაფერი ხდება, თუმცა რა გასაკვირია!? ისინი თავად ქმნიან ნისლს, სხვა ადამიანების გარშემო, მთავარია რამე შეამჩნიონ რაიმე ნაკლი, ნებისმიერი, მათთვის არააქვს აზრი ეს ნაკლი მათი აღნიშვნის გარეშეც რამდენად თრგუნავს ადამიანს, რამდენად ტკივა ფაქტი რომ ნაკლი აქვს, ყველაზე საშინელება კი ისაა რომ სხვების დამცირებით იმდენად დიდ სიამოვნებას იღებენ თითქოს სიყვარული იპოვეს, სხვების თვალში ამცირებენ ადამიანს და თავი ეგ.წ. ( მაგრები) ჰგონიათ. აქ თუ მეგობრობ ეტენები და ვითომ დაქალი ხდები, თუ სიმართლეს ამბობ უხეში ხარ, თუ დისკრიმინაციას ეწინააღმდეგები თავისშეკავებას გირჩევენ, თუ ნაკლი გაქვს ყელში ამოგადენენ და მოდი და შეხედე ამის მერე ვარდისფრად სამყაროს..... ვარდისფრად კი არა საერთოდ არ მინდა აქ ვიყო, არ მინდა ვუყურებდე ამას.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.