პ ი რ ო ბ ა
ნისლში გაეხვა ბუნდოვანი ხეთა სამყარო, ბინდმა დაფარა გადაშლილი სივრცე ველების, საბედისწერო ძველმანები მინდა ავყარო და სამარხები უცნაურად ავი ენების! სიყმაწვილეში უცაბედი დამჩემდა ხველა, ვნახე წარსული ხვალინდელ დღეს როგორ არბევდა და ვეღარ აღწევს ჩემთან შენზე ამბავი ყველა, რადგან თვალებმა ვერ აღიქვეს ბურუსის სევდა! გული გონებას ომს უცხადებს და ეცათ ელდა, სული მსაჯულად გამოსულა, ამზადებს სცენას... ცას კვეთს ზიგზაგად მოელვარე ნიშანი - ელვა და უერთდება სინანული ხალხების ენას! მოუთმენლობამ უნებლიედ დაღალა ქარი, გასცილდა ცის ზღვარს საუკუნის ავი პერანგი და აღიმართა თვალუწვდენლად დროის ისარი, როცა გონებამ შეარჩია თავისი რანგი! სულმა ოცნება გადაღვარა წამის სარკმელში, თითქოს ღრუბლებმაც შეიფერეს განწყობა წყნარი, შემოიფარგლა ძველი სიტყვა ახალ სათქმელში და მოგონების გაქრა ზღვარი დაუვიწყარი! დასასრულისკენ, თუკი ისევ გერქმევა დარდი, დავუმორჩილებ აზრებს იმ ძველ განწყობის ნებას, კვლავ გაშლება უდარდელი გრძნობების ვარდი და ირიჟრაჟებს ვით ედემში, თუ ასე გნებავს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.