მონატრება
ზუსტად ერთი წლის წინ შევრიგდით,12 აგვისტოს კი ერთმანეთს დავშორდით,მე დავშორდი. ვერ აგიწერთ როგორ ვგრძნობ თავს,როცა ეს ყველაფერი მახსენდება. წუთები,რომელიც უდიდეს სიხარულს და ამავდროულად ტკივილს მგვრიდა. სიმართლე გითხრათ არ მეგონა,მაშინ,თუ ამ დღეს ერთად აღარ ვიქნებოდით. როგორ მწარედ მახსოვს 11 აგვისტო,სიგიჟემდე მენატრებოდა... ისე მენატრებოდა,ვერც ავღწერ არ ვიცი ამას რა ვუწოდო. მონატრებისგან თვალებიდან ღვარღვარით მომდიოდა ცრემლები,როცა გავიგე,რომ ბათუმში იყო ძალიან ცუდად გავხდი. ისე ჩავიდა ბათუმამდე რომ არც კი მნახა,ეს იყო ჩემთვის უდიდესი დარტყმა 3 კვირის უნახავს კიდევ 2 კვირით რომ ვეღარ ვნახავდი. მას კი უბრალოდ დაეძინა,დაეზარა ჩემი ნახვა,ისე წავიდა ბათუმში. როცა ვუთხარი,გწთქვა და თუ ასე ძალიან გინდოდა ნახვა ჩამოვიდოდიო. აი მაშინ გულში ისეთი ძაფი ჩამწყდა,რომელსაც ვეღარ გავამთელებდი მიუხედავად დაფლეთილი გულისა იძულებული ვიყავი ემუშავა,ოღონდ მხოლოდ ჩემთვის დაარა მისთვის. ამიტომ ყველაფერს წერტილი დავუსვი. აი ახლაც,ზუსტად ერთი წლის შემდეგაც მარტო ვარ,ისევ ისე მენატრება,როგორც ერთი წლისწინ სანამ შევრიგდებოდით. მიუხედავად ამდენი ტკივილისა,მოგონებები არ მანებებს თავს,ვერ ვისვენებ! მისი ჩახუტება მენატრება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.