შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ღიმილი ჩემი ბედნიერებაა


27-03-2017, 22:45
ავტორი dikunia
ნანახია 2 231

ალბათ შენც იცი რამდენად მნიშვნელოვანია გააცინო ადამიანი,მე შენს გვერდით მივხვდი რა ადვვილი იყო ადამიანის გაცინება....მაგრამ ყველაზე რთული ის არის შეძლო მისი გულით და სულით გაცინება .....მე არ ვგულისხმობ ხმამაღალ სიცილს , არც სიცილს ტირილამდე,მე ვამბობ სიცილზე რომელიც რწფელია და გულიდან მოდის....პირველივე დღეს შევძელი შენი გაცინება ....ერთი ხუმრობით,ერთი ანეგდოტით...გამიკვირდა ჩემი თავის რა ადვილად შევძელი შენი გაცინება....მაგრამ შევცდი და ამას მაშინ მივხვდი როცა გულწრფელად გამიღიმე,მაშინ მივხვდი რომ თურმე არ მჩირდებოდა შენთვის არც ხუმრობის თქმა და არც ჩემი ბავშობის ამბების მოყოლა იმისთვის რომ ჩემთვის გაგეღიმა...ხედავ როგორ განსხვავდება გართობა ბედნიერებისგან....შეგიძლია გაერთო უამრავ ადამიანთან მაგრამ ბედნიერი მხოლოდ იმ ადამიანთან შეგიძლია იყო ვისაც შენს დანახვაზე სახეზე ღიმილი ეფინება... მისი ღიმილი მთელ ცხოვრებას გილამაზებს და ყველაფერს რაც კი შენს გარშემო არსეობს....დიდი მიღწევაა ამის მოპოვება ,ღიმილს ყველა არ იმსახურებს...წარმოიდგინე რამდენ ადამიანს უცინი მთელი დღის განმავლობაში ,ზოგს ვალდებულების გამო, ზოგს ზრდილობის გამო , ზოგსაც ირონიულად,მაგრამ რა ცოტას უცინი გულწრფელად....ბედნიერი ვარ რომ მე შევძელი შენი გაცნობა.....მახსოვს შეგპირდი შენზე ადრე გავიღვიძებდი დილით ყავას საწოლში მოგიტანდი და "დილამშვიდობის" თქმით გაგაღვიძებდი .....მაგრამ ზუსტად იმ დილით დამაგვიანდა გაღვიძება და დანაპირები ვერ შევასრულე.... თვალები როცა გავახილე დავინახე როგორ იჯექი საწოლის კუთხეში, დისკზე ყავის ჭიქები იდო ....უცებ წამოვხტი და ყავა ლოგინზე დაიქცა ...პატარა ბავშვივით დამნაშავე სახით გამოგხედე არ ვიცოდი გაბრაზდებოდი თუ არა და ჩუმად გითხარი "დილამშვიდობის"....სერიოზული სახით მიყურებდი და უცებ მთელ სახეზე ღიმილი მოგეფინა და სიცილი აგიტყდა...მაშინ მივხვდი რა ბედნიერი ვიყავი როცა ვიცოდი რომ შენი სიცილის და ბედნიერების მიზეზი მე ვიყავი.... შეგპირდი რომ ყოველ დილით მე გავიღვიძებდი შენზე ადრე და "დილამშვიდობის"ას გეტყოდი ,მაგრამ ყავაზე ვერ შეგპირდებოდი იგივეს ....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent