შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა ვწერო


29-03-2017, 23:01
ავტორი L LI
ნანახია 1 598

საყვარელი მელოდიის ტალღებში ჩაძირული დიდხანს ვიჯექი ჩემს ოთახში, დაჟინებით ვუყურებდი კედლის ერთ წერტილს. მინდოდა თავისუფალი ვყოფილიყავი ყოველდღიურობაზე, ჩემზე, სხვებზე ფიქრისგან, მაგრამ არა... ემოციები მებჯინებოდნენ ყელში და ფურცელზე ამოხეთქვას ცდილობდნენ. ცარიელი იყო ფურცელი, კალამთან ერთად მაგიდაზე იდო მიტოვებული.

სიტყვები გაქრნენ უგზო-უკვლოდ...

ხანდახან მართლა დამღლელია იმაზე ფიქრი, რა აზრი დევს ამ ყველაფერში. ყოველი დღე თითქმის ერთმანეთს ჰგავს. ერთფეროვნება ჭაობივით გვექაჩება დაბლა და არც ვიცით როგორ დავიხსნათ მისგან თავი. გვაქვს ერთი შეხედვით უსასრულო დღეების რიგი, სინამდვილეში რომ საოცრად მალე ილევა. და იცით, სწორად როგორ უნდა გამოვიყენოთ? რისთვის ვცხოვრობთ? იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, მთელი სამყარო? რაც შეიძლება მეტი ბედნიერება, სითბო მოვძებნოთ? თუ ასეა, მაშინ რატომ ვტკენთ ერთმანეთს? თუ ასეა, რატომ იწყება და სრულდება ყოველი დღე ერთნაირად? რა არის ყოველდღიური ცხოვრების მიღმა, რა არის მთავარი აზრი?

უკვე დამღლელია ამდენი ფიქრი, როდესაც პასუხს ვერასდროს მიაგნებ...

ადამიანებს ყველაფერი გვაქვს. წარმოუდგენელსაც კი მოიფიქრებს, სისრულეში მოიყვანს ჩვენი გონება. შეგვიძლია შევქმნათ ნებისმიერი რამ, მატერიალური, რაც არ შეეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს. დიახ, შეგვიძლია შევქმნათ, მაგრამ არ შეგვიძლია ჩავწვდეთ არამატერიალურს, ამ ყველაფრის არსს. თითქოს კედლებს მიღმაა ის, რასაც ვეძებთ, მაგრამ კიბე არ გვაქვს გაღმა მხარეს მისაღწევად...

როგორ შეიძლება არაფერზე იფიქრო მაშინ, როდესაც შენი თავიც არ გტოვებს მარტო. მე მინდა ვწერო, ვწერო უსასრულოდ, თუნდაც უსარგებლო ნაჯღაბნი დარჩეს ფურცელზე...

ალბათ გავგიჟდებოდი, ეს ნაჯღაბნი რომ არ არსებობდეს, ადამიანებს რომ არ შეგვეძლოს ჩვენს თავთან ემოციების გამოხატვა. ეს რომ არა, ალბათ უფრო ღრმად ჩავეფლობოდი ერთფეროვნების ჭაობში. ვისთვის სიმღერა, ვისთვის ცეკვა, ხატვა... ჩემთვის კი ეს კალამი და ფურცელია მთელი მსოფლიო, ყველაფრის აზრი.

და მე კალამი მაპოვნინებს კითხვებზე პასუხებს...

ჩემს ფურცლებზე მხოლოდ ნაჯღაბნი რჩება,მისი მონოტონური ჰანგები უკრავენ საყვარელ მელოდიას, მე ვიძირები მათ ტალღებში. მისი მონოტონური საღებავები ხატავენ ჩემს კედლებს.
და მიდის ყოველი დღე მდორედ, მონოტონურად, უაზროდ...
ჩემი ნაჯღაბნი კიბეა, კედლის მიღმა სივრცეს რომ დამანახვებს.
სიტყვები ქრიან ფურცელზე, უგზო-უკვლოდ, უმისამართოდ.

ერთფეროვნების ჭაობიდან ამოვყავარ ჩემს ნაჯღაბნებს...



№1  offline მოდერი bla.ell

უცნაური და კარგი იყო სასიამოვნო იყო ყოჩაღ უმაგრესად აღწერ გრძნობებსheart_eyes

 


№2  offline წევრი L LI

bla.ell
უცნაური და კარგი იყო სასიამოვნო იყო ყოჩაღ უმაგრესად აღწერ გრძნობებსheart_eyes

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent