შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაცვეთილი ფრაზებით


31-03-2017, 18:30
ავტორი უცნობი13
ნანახია 1 802

ქრებიან ადამიანები..
უკვე იმედებს და მოგონებებს
აღარ ტოვებენ ისე მიდიან..
თოვლზე აღარ რჩება ნაფეხურები..
ფერადები აქაურობას ვერ უძლებენ და აივნით მიდიან...
ზღვას ერევიან..
იხრჩობიან..

ქრებიან ადამიანები..
ჯერ ემოციებს მოგონებებს
აგროვებენ ყველაფერს ერთ გუდაში ყრიან და თან მიაქვთ..

ისინი აღარც სიცარიელეს ტოვებენ ხანდახან..
მათ ადგილას სხვები ჩნდებიან
მათნაირები არა მაგრამ ჩნდებიან
დროებით რჩებიან და ისინიც მიდიან..

მე ქუჩის ბოლოს პატარა კაფეში მჯდარს ლიმონიანი ჩაით და სიგარეტით ხელში მაინც მრჩება მოგონებები გამქრალ ადამიანებზე.

იცვლება ყველაფერი
გამთენიისას აღარავინ აწყობს
სახლის კართან გვირილებს..
არავინ ღრიალებს აივანთან ნაცნობ მელოდიას..
არავის ვახსენდები..

დაპირებული ოცნებები ირღვევიან..
შენზე დაწერილი ფრაზები ცვდებიან..

ქრებიან ადამიანები..
აღარ მეხუტებიან
აღარ მიღიმიან
უბრალოდ
უარაფრო
უიასამნო
ცარიელ ქუჩებს ვერ
უძლებენ და იშლებიან..
მე ვზივარ და მაკანკალებს..
მიდიან თქო ვამბობ..
ისევ ქრებიან მეთქი ვყვირი
და არავინ მისმენს..
მე მათი ბარიტონი მავიწყდება..
მხოლოდ ერთი შემორჩა მეხსიერებას..

შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ..
სიბნელეში გათენებას ჰგავს შენი თითები..
როცა ვჩხუბობთ დგები
ოთახში ფარდებს უშვებ და
კედლის მხარეს მარტო წვები გაბრაზებული..

შენ ჩემი ლავიწები და რაღაცნაირი ტუჩები მოგწონს..
ლავიწები გაქრობას რომ ლამობენ
შენს ცივ თითებს არ ელოდებიან..
ღიმილიც მოგწონს ხანდახან..
გფიქრობ..

აქ უნდა იყო ახლა
მე შენს მხარზე ჩავიძინებ
და შენს ხელებს ვენდობი გასათბობად..

ჩვენ ერთმანეთი ვართ..
მე შენი სიმთვრალე მომწონს..

ოდესმე მაინც ყველაფერი მთავრდება..
შენ ცოლი გეყოლება
მე-არავინ..
შეგუება მოგვიწევს
უერთმანეთო ოთახის..
მე აღარ ჩამეძინება შენს მხარზე..
აღარ..

ერთმანეთის სიკვდილის გარდა არ არსებობს განზომილება რომელსაც ვერ გადავიტანთ..

მე ფერებდაკარგულს შენი თითების მჯერა..
შენი სუნთქვის მწამს..

წვიმს..
ქრებიან ადამიანები
და მერე ალბათ
ისევ მოდიან..
მე განვსხვავდები მათგან..

ოდესმე წავალ და გამქრალ ფრაგმენტებს შევერევი..
ჩვენს ოთახს არაფრის სუნი აღარ ექნება..
ჩემი ხმა გაქრება..
ჩემი ღიმილი გაუფერულდება..
ჩემი ლავიწები დაიმტვრევა..
დავიწყებას მიეცემა ყველაფერი..

წავალ წვიმებს შევერევი..
შენ უჩემობას შეძლებ..
მე ზღვის ღელვას დაველოდები
და გავფრინდები..

ქრებიან ადამიანები..
გტოვებ..
უღიმილოდ..
აღარ ექნება ქუჩებს ჩემი თმების სუნი..

უბრალოდ უნდა გახსოვდეს რომ მიყვარხარ..
”და თუ შენ გემახსოვრები
დაე ყველა სხვამ დამივიწყოს”

თავს გაუფრთხილდი..
ჩუმად გაკოცებ შუბლზე..
აცრემლებულს ჩაგეხუტები..

შენ ჩემი არსებობა ხარ..
ისუნთქე..

ბარბარე



№1  offline მოდერი bla.ell

ძალიან ძალიან მომეწონაheart_eyes ბრავოო

 


№2  offline წევრი უცნობი13

bla.ell
ძალიან ძალიან მომეწონაheart_eyes ბრავოო


კარგია რომ მოგეწონა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent