გამიუცხოვდი
გამიუცხოვდი.. შენი თვალებიდან სითბოს ვეღარ ვამჩნევ და მეტირება.. უკვე თვეებია აღარ გამიღიმია.. დღეები ჩვეულებრივ ღამეებს დამესგავსა.. ისევ ზამთარი.. ისევ აივანი.. ისევ უგვირილობა.. არეული ემოციებით.. ფიქრებით.. ნისლიანი გათენებით.. დალეწილი გიტარით.. ნაკუწებად ქცეული ურთიერთობებით.. ... გამიუცხოვდი... ჩვენი საუბარი.. შენი ჩემი ხმის ტემბრი შეიცვალა.. ჩემი ჩანაწერები შეშლილის ნაბოდვარს დარმსგავსა.. ჩემი თვალები ღამეს.. სხეული მოჩვენებას.. ლავიწებმაც შეიცვალეს ჩვეული ფორმა.. გამებუტნენ და გაქრნენ იები.. არ წვიმს.. დეკემბრის მერე არ უწვიმია.. რიცხვებშიც აქა იქ თოვდა.. ემოციებად დაიცალა ცა და გაჩუმდა.. გაჩუმდა.. არ უტირია.. იღიმოდა.. არ უცინია.. მარტოობას გლოვობდა.. ... შენი თითები გაცივდა.. ზამთარი იწურება და გიჟი მარტიც დაიწყება.. შენეული ამინდებით.. ... შენი თაფლისფერი თვალებიდან უჩემობა მოვიპარავ და გავაბანდურებ.. გრძნობებს ნისლებად მოვიტან და ჩაგეხუტები.. ... გამიუცხოვდი.. აკანკალებული ხელებიდან უშენობა იღვრება.. წუხელ გულისცემას ვეღარ ვგრძნობდი.. არტერიასთან გამიჩერდი.. ფილტვებმა სუნთქვა შეწყვიტეს.. სიცარიელეს მენთოლიანი კვამლით ავსებენ.. და მერე რგოლებად ქრებიან.. ... ყველაფერი დასასრულის დასაწყისია.. ყველაფერი მთავრდება.. ქარს მიჰყვება ფიქრები.. გრძნობების.. ... შენ ჩემნაირი თვალისფერი და ალბათ ჩემნაირი ხასიათი გაქვს ცივ დღეებს ათბობდი ხანდახან.. ... საათები გარბის.. არ ჩერდება დრო.. ხმა არაფერს მაცდის.. გადამივლის ბრბო.. შენი თვალის ფერი უცნაურად თოვს.. .... სუნთქვას სიგარეტის კვამლი ათბობს.. მენთოლიანი სიგარეტის.. .... ჩანაწერი ჩემთან ერთად მთავრდება.. შუბლზე გკოცნი ჩაძინებულს.. ოთახის კარს ვაჯახუნებ.. გეღვიძება.. მუსიკა წყდება.. .... გამიუცხოვდი.. ბარ ბარე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.