შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სული


5-04-2017, 16:10
ავტორი mnyc
ნანახია 1 306

ზოგჯერ როგორ მონატრები, შენ არ იცი და ვერ ხვდები, რამდენი ხანია გიცნობ, შენ გგონია დამავიწყდა ყველაფერი? შენ ალბათ კი... გულის სიღრმეში იმედს ვიტოვებ რომ ისევ გახსოვს, ისევ გენატრები, მაგრამ ამას ვერასდროს გავიგებ, ალბათ. როგორ მინდა ოდესმე შევხვდეთ წლების შემდეგ და ვილაპარაკოთ გულახდილად, მე შენ გეტყვი ყველაფერს, რასაც ახლა ვფიქრობ, შენც მეტყვი, მაგრამ მერე? ალბათ არაფერი, თავიდან ვერ დაიწყება ყველაფერი, ჩვენ ხომ წლების შემდეგაც ისევ ისეთები ვიქნებით, იგივე ხასიათი, იგივე სული, ის რაც ორივეს მოგვწონს ერთმანეთში... ალბათ მე სხვა ცხოვრება მექნება, შენ არ დაგივიწიყებ, მაგრამ აღარც მეყვარები, შენც სხვა გეყვარება, სხვასთან იქნები, მაგრამ ერთმანეთს ვაპატიებთ, რომ სხვა შეგვიყვარდა, აუცილებლად ვაპატიებთ, მაგრამ მაინც გვეწყინება, გვეგონება რომ ეს ცუდია... თუმცა მე შენი ნახვის თანავე ყველაფერი გამახსენდება და არ ვიფიქრებ რომ მე სხვა მიყვარს და არანაირი გრძნობა არ უნდა გაცოცხლდეს ჩემში, შენც ამას იფიქრებ, მაგრამ ერთმანეთს არ ვეტყვით, მოგვერიდება. იცი ახლა ვფიქრობ, კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ დავშორდით, რომ მე შენზე ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ ამას ორი დღის შემდეგ გავიხსენებ, როცა ისევ ისე დამელაპარაკები, თითქოს არაფერი, იცი ეს მომწონს შენში, რომ ისე მირიგდები თითქოს არაფერი, მე კი ეს არ შემიძლია, ჰო როგორც ყოველთვის ჩემი თავმოყვარეობა სიყვარულზე ძლიერია და ეს მკლავს მე, მანადგურებს, რომ არ შემიძლია ამას გადავაბიჯო, დავივიწყო. მეტირება, რომ ვხვდები ყველაფრის სირთულეს, მაგრამ შენ ხომ ვერ მხედავ ახლა როგორ ვარ, შენ ვერ ხვდები ჩემს გრძნობებს, მინდა რომ გრძნობდე და იცოდე, ჩემთვის რამდენს ნიშნავ, იცი მე ამას ვერ გეუბნები, ვერ გახვედრებ, ესეც მტანჯავს და ერთადერთი წერით შემიძლია გადმოვცე რას ვგრძნობ...



№1  offline მოდერი MoonDaughter

გულში ჩამწვდა... :/

 


უნდა უთხრა, უნდა უთხრა უნდა უთხრა, უნდა უთხრა უნდა უთხრა, უნდა უთხრა უნდა უთხრა, უნდა უთხრა უნდა უთხრა, უნდა უთხრა უნდა უთხრა, უნდა უთხრა აუცილებლად უნდა უთხრა ეგ ყველაფერი, გადაბიიჯე გადააბიჯე ამ პრინციპებს თავმოყვარეობის ..... როცა გიყვარს. დაივიწყე სხვა ყველაფერი და უთხარი რომ გიყვარს

 


№3  offline წევრი mnyc

მწვანეთვალება გოგონა
უნდა უთხრა, უნდა უთხრა უნდა უთხრა, უნდა უთხრა უნდა უთხრა, უნდა უთხრა უნდა უთხრა, უნდა უთხრა უნდა უთხრა, უნდა უთხრა უნდა უთხრა, უნდა უთხრა აუცილებლად უნდა უთხრა ეგ ყველაფერი, გადაბიიჯე გადააბიჯე ამ პრინციპებს თავმოყვარეობის ..... როცა გიყვარს. დაივიწყე სხვა ყველაფერი და უთხარი რომ გიყვარს

ძაალიან დიდი მადლობა რჩევისთვის ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent