შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყო და არა იყო რა...


7-04-2017, 00:05
ავტორი L LI
ნანახია 1 551

იყო და არა იყო რა... იყო წამი, ოდესღაც სითბოთი რომ აღავსებდა. იჯდა საქანელაზე, ზაფხულის თბილი კალთის ქვეშ ამწვანებულ ხეებს შორის, შორეულ მთებს უყურებდა მხოლოდ. წამიერად წყდებოდა მისი ფეხი მზისგან გახუნებულ, გადამწვარ მიწას. თვალებს ხუჭავდა, ცხელ ჰაერს შეიგრძნობდა მთელი არსებით. უფრიალებდა კაბა, ყვავილებით მოჭედილი. სწრაფად ირხეოდა საქანელა. ერთი, ორი, სამი... უთვალავჯერ აპობდა ჰაერის ჯიუტ ტალღებს. სითბოთი გაჟღენთილს, დამძიმებულს მთლიანად აეთვისებინა დედამიწა, მოსდო თავისი გრილი სურნელი და გაცხელებულ გულს უგრილებდა თითქოს.
იყო და არა იყო რა... იყო გოგონა, რომელსაც არ სჭირდებოდა ფრთები. მჭიდროდ ჩაეჭიდა თლილი თითები მსხვილი თოკებისთვის. ერთი, ორი, სამი... უთვალავჯერ აპობდა ჰაერის ჯიუტ ტალღებს, იჭრებოდა ცაში თვალდახუჭული. თავს დასტრიალებდნენ ღრუბლები ნაფლეთებად, გზას მიიკვლევდნენ მის წაბლისფერ თმებში. მერცხლები თავზე ადგამდნენ გვირილების დიადემას, ყაყაჩოები უგებდნენ ფეხქვეშ წითელ ხალიჩას... არა, სულაც არ იყო ის დედოფალი. იყო ერთი უბრალო მეზღაპრე, ყვავილებიანი კაბით...
იყო და არა იყო რა... იყო მხოლოდ მეზღაპრე, ცის ფურცელზე ღრუბლებად რომ წერდა თავისი ბედნიერებას, სითბოს. გულის სიღრმიდან აფრქვევდა თითოეულ წეტილს, ასოს, ფრაზას... წერდა ჩვენი მეზღაპრე, თვალდახუჭული. წერდა მხოლოდ მაშინ, ფეხი რომ ასცდებოდა მზისგან გახუნებულ ბალახს, გახუნებულ გრძნობებს, ბოროტებისგან დადაგულ დედამიწას. ცდილობდა თავისი გრილი სურნელის ჭავლით ჩაექრო ცეცხლი. ის ცეცხლი, ყველას რომ სწვავდა... თავის ზღაპრებში ჩააქრო კიდეც. მაგრამ ყველას არ ესმის ცის ანბანი. ყველამ არ იცის გულიდან წამოსული ღრუბლების კითხვა, ყველა ვერ შეიგრძნობს...
იყო და არა იყო რა... იყო მხოლოდ მეზღაპრე, ყვავილებიანი კაბით. იყო მხოლოდ ზღაპარი, რომელიც არ მთავრდებოდა, თუ დამთავრდებოდა, ალბათ ბედნიერად.
იყო და არა იყო რა... იყო მხოლოდ ბედნიერი წამი, ისიც ზღაპარში, მხოლოდ ზღაპარში...
ნეტავ ცხადში თუ არსებობდა?



№1  offline მოდერი bla.ell

Wow საოცარი ხარ ძალიან მომეწონა ყოჩაღheart_eyes

 


№2  offline წევრი L LI

bla.ell
Wow საოცარი ხარ ძალიან მომეწონა ყოჩაღheart_eyes

გმადლობ heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი რენა

მომწონს ძალიან წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent