შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილის ჩანახატი


7-04-2017, 15:56
ავტორი amore
ნანახია 1 612

ვერ გეტყვით როგორ გამოვიყურები,რა მაცვია ან რა ფერი ვარ რადგან ყველა სხვადასხვა გვარად მხედავს და აღმიქვამს. ვიღაცისთვის დაუნდობელი,შავბნელი ,,არსება“ ვარ რომელიც მათი ძვირფას ადამიანებს ართმევს
ვიღაცისთვის კი ერთადერთი ნათელი წერტილი.
მე ვარ ნებისმიერ დროს,ნებისმიერ ადგილას,ნებისმიერ თქვენგანთან.
თითოეულ თქვენგან დეტალურად გიცნობთ.ზუსტად ვიცი სად,რას,როდის და როგორ აკეთებთ და როგორ გააკეთებთ მომავალში.ჩემი მოტყუება არა ერთხელ უცდიათ თუმცა უშედეგოდ.შეუძლებელია სადმე გამექცეთ\დამემალოთ.

თქვენი შესაძლებლობები უკიდეგანოა და თქვენ არც კი ცდილობთ ამის ათვისებას.

თქვენ უშვებთ უამრავ შესაძლებლობას უკეთესის ძიებაში და ვერც კი აანალიზებთ,რომ სწორედ ამ უკეთესის ძიებაში კარგავთ საუკეთესო შანსებს.

თქვენ ხართ საშინლად უმადურები და ეს გრძნობა თქვენში სულ ყველაფრის დასაწყსისში,სანოთხის ბაღში ჩასახლდა.

თქვენ არ იცით სიყვარული,სიხარული,ბედნიერება,ნდობა.
ამბობთ,რომ გიყვართ თუმცა ამ დიად გრძნობას ერთი ღამის ნეტარებაში ცვლით.
ამბობთ,რომ გიხარიათ,ბედნიერი ხართ და შემდეგ ისეთ შეცდომას უშვებთ,რომ თავს სამუდამოდ იუბედურებთ.
ამბობთ,რომ ენდობით მაგრამ საკმარისია რამდენჯერმე შინ გვიან დაბრუნდეს ან უბრალოდ გარკვეული მიზეზებისდაგამო ვერ დაგიკავშირდეთ,რომ თქვენ უკვე ეჭვიანობთ. არ გაბედოთ ახლა იმის თქმა,რომ ეჭვიანობა სიყვარულის გამოხატულებაა! ეჭვიანობა უნდობლობის პირველი და ყველაზე დიდი ნიშანია.

იცით,ხშირად გამიგია მძიმე ცოდვით ,,დაავადებულთაგან“ რომ ჩემი ანუ სიკვდილის არ ეშინიათ.შემთხვევით თუ ეს ნაწერი მსგავსი ტიპის ადამიანს ჩაუვარდება ხელთ ერთ რაღაცას ვეტყოდი მათ―სულ ტყუილად არ გეშინიათ იმაზე დიდი ტანჯვა გელით წინ ვიდრე ადამიანის გონება ამის წარმოდგენას შეძლებს.
არ გაშინებთ გაფრთხილებთ!
თითოეული თქვენგანი საკუთარ ცოდვებზე პასუხს აგებთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent