ცხოვრება უფრო გიყვარს თუ ცხოვრების იდეა ?
-რა არის, რაც არასდროს მოგბეზრდება ? -ცხოვრება. -და რა არის შენთვის ცხოვრება ? -წყალი და წერა. -რატომ ? -რადგან ისინი არასდროს მბეზრდება. *** -ცხოვრება უფრო გიყვარს თუ ცხოვრების იდეა ? -ზოგადად რეალურზე მიმზიდველი იდეაა მუდამ.. -ეგ როგორ ? -მარტივად გეტყვი... როცა მე და ის ფილმს ვუყურებდით, წვიმაში გავაგდე, ბატიბუტი მიყიდე-მეთქი, მაგრამ როცა მოიტანა, ნახევარ მუჭაზე მეტი ვერ ვჭამე.. *** -იცი, ცოტათი მომენატრე ? -ცოტათი ? -რატომ გაგიკვირდა ? -უბრალოდ ასე არასდროს მეუბნებოდი. -შენც ჰომ ყოველთვის ცოტათი გენატრებოდი. *** -ჩემზე ფიქრობ ? -ზოგჯერ. -იმიტომ მეუბნები, რომ გეცოდები თუ მართალია ? -ასეთი დაუჯერებელია ? -?! *** -რაზე ოცნებობ ? -მთელი დღე ვწერო და არ შევჩერდე. -მერე რა გიშლის ხელს ? -ყოველი მომდევნო ორშაბათიდან ვაპირებ და არ გამომდის. *** -გიყვარს ? -კი. -შენთან რომ იყოს ისევ ასე გეყვარება ? -არა. -რატომ ? -მაღაზიაში არსებული ტკბილეული ყველაზე მეტად ღირებულია, ნაყიდი შედარებით ნაკლებად, გასინჯულიც კიდევ უფრო ნაკლებად და აი, ნაჭამი სულ კარგავს ღირებულებას.. *** -დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურებოდი... -რომელი ხარ ? -ჩასარიცხმა აპარატმა გაგყიდა. -რა საცოდაობაა ! *** -ოცნება როგორ დათმე ღვინის გამო ? -სულაც არა ! ოცნების დათმობამ მორიგი სიამოვნებისკენ გამიხსნა გზა. -ეგ როგორ ? „ყველაფერი შესაძლებელია“ სად წავიდა ? -ბავშვობაში დარჩა. *** -ის რომ დაბრუნდეს, რას გააკეთებ ? -არ დაბრუნდება. -რატომ გგონია ? -ის არ გაიხდიდა თავს დასაბრუნებლად. *** -თინეიჯერი ხარ. -არ ვარ. -შენი წლოვანება ხომ „თინით“ მთავრდება. -ეს ფორმალურად. -და რეალურად ? -თინეიჯერობა მაშინ მთავრდება, როცა ხვდები, რომ ადამიანის შინაგანი სივრცე გარეგნობაზე მიმზიდველი შესაძლოა იყოს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.