ქალი, რომელიც გიყვარს.
ბევრი იმედი გაწბილდება, ბევრი ოცნება გაცივდება... მაგრამ არასდროს არ გცილდება - ქალი, რომელიც გიყვარს. ხანდახან ყოფნა გაძნელდება, და სიმარტოვე გაგრძელდება... მაგრამ არასდროს არ გბეზრდება - ქალი, რომელიც გიყვარს. წლებმა იციან გამეტება, სულს ბინდისფერი დაედება... მაგრამ არასდროს არ ბერდება - ქალი, რომელიც გიყვარს. თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა, მალე ბალახი მოგედება... მაგრამ არასდროს არ მოკვდება - ქალი, რომელიც გიყვარს. პ.ს ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა, სიჩუმე არაფრის მთქმელი, ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა ოცნება სათქმელად ძნელი, ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა, შეხვედრა ყველაზე ძნელი, ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა ცხოვრება... ძალზე ძნელი . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.