შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ცას ავწვდები...


9-04-2017, 11:50
ავტორი bla.ell
ნანახია 1 362

მე ცას ავწვდები თვალახვეული...
ღრუბლებს შევანჯღრევ და წვიმებს ჩამოვყრი გაყინულ ფიფქებად...ფიქრი გავხდები რომანტიული,ახსნა ვიქნები სიყვარულის...ერთბაშად რომ ითქვას და თბილ ჩახუტებას რომ დავიმსახურებ...მერე ავდგები და ფანჯრებს გავაღებ,რომ არ დავდნე...
ჩემს ლურჯ სიცივისფერ მაისურს გადავიცვამ რომ გული ისევ გამეყინოს,რათა შევინარჩუნო ჩემი სხეული...

თითს გავიშვერ ჭერისკენ რომლის იქით,მხოლოდ ცივი სილურჯეა...უკიდეგანო ცა...რომელსაც,არც ღობე აქვს და არც ჭიშკარი და არც არავინ ტკეპნის მიწასავით,არც ფანჯრის გაღება მომიწევს...იქ რომ ვიყო,სილურჯიდან სიჭრელეს ჩამოვხედავდი...მე ცას ავწვდები თვალ ახვეული და ცას ერთ,სიცივისფერ კუთხეს მოვტეხავ...გადავიქცევი ჟრუანტელად და კანკალს მივცემ უფლებას რომ კაბის ბოლო ოდნავ ზემოთ ამოიწიოს...

თვალებს დავხუჭავდი
დაუფიქრებლად და არც შემდეგ დავფიქრდებოდი მომავალზე,რომ არა სიცივე...
ჩემი ლურჯი მაისური...
დროა გავიხადო,თორემ გავიყინები...

ორი დღე ცივ ოთახში ეძინათ,
ერთმანეთზე ჩახუტებულ ორ სხეულს და ერთმანეთის სიჩუმით თბებოდნენ...
მე მთელი ცხოვრება მარტო ვარ
ყოველთვის ჩუმად ვარ,მაგრამ არაფერი გამთბარა ჯერაც...

გუშინ სარეცხ თოკზე ორი 'კოფთა' ეკიდათ,მე კი ერთი მაისური და ორი 'შპილკა'...
-უყვარდათ?
-არა რა თქმა უნდა!
-აბა?
-ორი დღის წინ საგიჟეთიდან გამოწერეს...

მე ცას ავწვდები თვალახვეული და ფანტაზიას მივცემ გასაქანს,საგიჟეთისკენ...



№1  offline წევრი L LI

სასიამოვნო წასაკითხი იყო heart_eyes მაგარი გოგო ხარ შენ kissing_heart

 


№2  offline მოდერი bla.ell

L LI
სასიამოვნო წასაკითხი იყო heart_eyes მაგარი გოგო ხარ შენ kissing_heart

მადლობა საყვარელოოოheart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

"-უყვარდათ?
-არა რა თქმა უნდა!
-აბა?
-ორი დღის წინ საგიჟეთიდან გამოწერეს..."
საოცარი ხარ მეთქი უკვე მერამდენედ გავიმეორო heart_eyes მიყვარს შენი ყოველი შემოქმედება სასწაულად kissing_heart kissing_heart

 


№4  offline მოდერი bla.ell

ონლაინ გოგონა
"-უყვარდათ?
-არა რა თქმა უნდა!
-აბა?
-ორი დღის წინ საგიჟეთიდან გამოწერეს..."
საოცარი ხარ მეთქი უკვე მერამდენედ გავიმეორო heart_eyes მიყვარს შენი ყოველი შემოქმედება სასწაულად kissing_heart kissing_heart

ჩემო თამუუუheart_eyes❤❤❤ძალიან მახარებს შენი ყოველი კომენტარი❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent