შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი # 2 (ფანჯრები)


25-04-2017, 02:10
ავტორი sopo_sopuna
ნანახია 1 461

იმ დღეს არც ჰაერი გეცოტავებოდა  არც ბურთი გეჩხირებოდა ყელში. 


არც კუჭი გეწვოდა მეტისმეტი სურვილისგან
და არც იქ სადღაც ღრმად ჭიპთან ახლოს არ იყრიდნენ თავს მოცეკვავე პეპლები.
არა, არა, ეს არაფერი არ იყო. 
უბრალოდ ცხელოდა , ზედმეტადაც კი. 
არც გამოუძინებელი თვალები და დამძიმებული თავი, რომელიც უკვე დაბუჟებულ მარცხენა ხელს აწვებოდა, არ გაწუხებდა.
არც შენს გვერდით მჯდომი მოუსვენარი ბიჭი
არაფერი, საერთოდ არაფერი არ მოქმედებდა ისე ძალიან რომ შენი წარმოსახვისთვის ხელი შეეშალა.
მზერა არ გცილდებოდა, ან არა ვიტყუები, გცილდებოდა მაგრამ მცირე დროით, მოლაყბე თვალს რომ არ შეემჩნია
ocean drive? არა, რაღაც სხვა იყო, ან არც იყო და გონება მხოლოდ ერთზე ფიქრობდა. 
თითქოს მოუსვენრად არ ყოფილხარ,მაგრამ მკერდის ღართან ლამაზად ჩაჭრილი ზედა ხან იქით გადაიწეოდა ხან აქეთ. შენც ვითომ ძალით შეწუხებული სახით შეისწორებდი ,მაგრამ ისე გამოდიოდა საბოლოო ჯამში რომ შესწორებული არც არაფერი არ იყო . ზედიდან მომზირალი სხვა სამყარო კი უფრო და უფრო მეტს ანდომებდა დამშეულ თვალებს და ფანტაზიორ გონებას, ყველაფერი ისე იყო როგორც მწყურვალ, უდაბნოში მყოფ კაცს 1 წვეთი წყლით რომ გაუმასპინძლდები და უფრო მეტად რომ მოსწყურდება. ამას ისევ სჯობდა მთლიანი ხედი ენახა და 5 წუთში დაემთავრებინა, მაგრამ ეგრე ვერ მიართვეს. შენც ეგ გინდოდა, გაგიჟება და გადარევა გინდოდა. იმ მომენტში გინდოდა ისე ძალიან მონდომებოდი იქვე შემოეხია შენთვის ის ე.წ. ლამაზი ზედა. გინდოდა იქვე ლექტორის მაგიდაზე გადაგეშალა ფეხები..
ყველაფერი ასე მარტივად აეწყობოდა. ლექტორი როგორც იქნებოდა და გაღირსებდათ 5-7 წუთიან შესვენებას, მერე ყველა გავიდოდა გარეთ, თავიდან ისიც დააპირებდა მაგრამ ოთახში დარჩენილ შენ სილუეტს რომ მოკრავდა თვალს წამსვე გადაიფიქრებდა . არ გავიდოდა 10-15 წამი , ხელის გაიქნევდი აქეთ იქით ვითომდა მარაოს იმიტაციით, მაგრამ იმ მომენტში ისე ცხელოდა მარაო კი არა ძრავაჩართული ვერტმფრენი ვერ გაგაგრილებდა. შეწუხებული სახით ადგებოდი და გაღებულ ფანჯარასთან თავს აქეთ იქით გააქნევდი და მერე ისედაც მოკლედ შეჭრილ თმებს ცალი ხელით ზემოს ასწევდი . არც ახლა გავიდოდა დიდი დრო და წამის მეასედში იგრძნობდი მწველ სიმხურვალეს, რომელიც თმაზე დადებული ხელიდან და მარცხენა მხარეს წელიდან ერთდროულად დაიწყებოდა მთელ სხეულს მოიცავდა. თმები ისევ ჩამოგეშლებოდა, საკუთარი გაუკონტროლებელი მარჯვენით შენივე მკერდს დაუწყებდი ფერებას და დახშული ჩუმი კვნესა რომ აღმოგხდებოდა , ეცდებოდი ხელი მკერდიდან აგეღო მაგრამ მიხვდებოდი რომ ეს შენზე არ იყო დამოკიდებული. ამ დროს წელზე შემოხვეული მარცხენა უკან დაგხევდა და მიბნედილი თვალებით ბოლოს რასაც დაინახავდი, მოპირდაპირე აივნიდან მომზირალი 2 წყვილი თვალი იქნებოდა.

ზი ენდ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent