იმ ერთის იმედად
ისევ წახვედი! ისევ მიმატოვე! დაინახე როგორ მტკიოდა, როგორ მიჭირდა... მაინც წახვედი. რომ შემეშინდა, შენ დაგიძახე. მეგონა, ვერ გაგაგონე. თვალები დავხუჭე. იქნებ ასე მაინც დამენახე. იქნებ როგორმე მეგრძნო, რომ ჩემთან იყავი. რომ ვერ გიპოვე, მთელი ხმით ვყვიროდი. მაინც არ გამოჩნდი. იცოდი, შენს გარდა ვერავინ დამეხმარებოდა, მაგრამ უბრალოდ გაქრი. მე კი მეგონა ჩემთან იყავი. მოღალატე ხარ! როგორ გაბედე?! როგორ დამტოვე?! მე შემაგინეს, მე დამამცირეს, დამცინეს და მასხრად ამიგდეს. *** ყველაფერი რომ დამთავრდა, მარტო დავრჩი. ცამ პირი დააღო. ჯერ ერთი ცივი წვეთი დამეცა, მერე მეორე, მესამე, მეოთხე... დიდხანს ვითვლიდი ცის გაყინულ ცრემლებს.არ ვიცის სანამდე ავედი. ვიდექი, ვსველდებოდი, ზეცის ღრიალს ვუსმენდი და საკუთარ ხმას ვაყოლებდი... ...და შენც მოხვედი. არ ვიცი რამ დაგაბრუნა, წვიმის ხმამ, ქუხილმა, ფოთლების სიმწვანემ თუ ჩემმა ყვირილმა. *** წვიმის გუბეში ნაწილებად დაშლილ, დამსხვრეულ ანარეკლს ვუყურებ და საკუთარ თავს ვუყვირი - მოღალატე ხარ! მძულხარ! მძულხარ და მეზიზღები! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.