შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში და სიყვარული - FeAr AnD LoVe


4-05-2017, 13:21
ავტორი nini sabauri
ნანახია 2 518

მატარებლის ერთ-ერთ კუპეში ვიჯექი,კედლის კუთხესთან თავი მიმედო და ვფიქრობდი, ვფიქრობდი ცხოვრებაზე, ადამიანებზე, ბედნიერებაზე. ჰო კიდევ შიშზე და კიდევ სიყვარულზე. "შიში შეიქმს სიყვარულსა", როგორ შეიძლებოდა შიშს შეექმნა სიყვარული, განა ეს მართლა შესაძლებელი იყო? _ვეკითხებოდი ჩემს თავს, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობდი. არ მინდოდა ეს მყუდროება რომელი ეხლა ჩემს სულში სუფევდა ვინმეს ან რამეს დაერღვია. მატარებელი წამდაუწუმ აგრძელებდა გუგუნს, მხოლოდ მაშინ თუ შეწყდებოდა ეს ხმა როდესაც გაჩერდებოდა, იმისათვის რომ ბარგით დატვირთული ადამიანებისთვის თავშესაფარი მიეცა. შემდეგ კი ისევ გრძელდებოდა გუგ-გუგ, გუგ-გუგ.
სამი ადამიანი, რომლებიც ერთ-ერთ გაჩერებაზე ამოვიდნენ ჩემ წინ დასხდნენ. ჩემ მოპირდაპირედ ორმოციოდე წლის ქალი დაჯდა. დინჯი, მედიდური გამომეტყველება ჰქონდა, ხოლო ლოყები სულ ერთიანად აკვასკვასებოდა ფერუმარილისაგან.მის გვერდით პატარა ბიჭუნამ დაიკავა ადგილი, ძალიან საყვარელი იყო, ხელში ლამაზი მინის სუვენირი ეჭირა და თამაშობდა. ხანდახან თავს ზევით აწევდა და ყურადღებიანი თვალებით აკვირდებოდა მატარებელში ახლადამოსულ მგზავრებს, იქ საინტერესოს ვერაფერს რომ ვერ ნახავდა, მე გამომხედავდა, ერთს გამიღიმებდა და მერე ისევ თავის სათამაშოს დააშტერდებოდა. მის გვერდით ასევე შუახნის მამაკაცი იჯდა, თუმცა საკმაოდ სიმპათიური. მათი საუბრიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ეს შუახნისკაცი ამ ბიჭის მამა, ხოლო ქალი დედა იყო.
უცებ ბიჭს სუვენირი ხელიდან გაუვარდა,ის სულ ნაწილებად დაიშალა და ეს ნაწილები ირგვლივ მიმოიფანტა. ამის დანახვაზე მამა საშინლად გაბრაზდა, ბიჭს თმაზე ხელი წაავლო, წესიერად არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, მოუხერხებელი ხარო! - ისეთი მკაცრი ტონით უთხრა რომ ბავშვს თვალებზე ცრემლები მოადგა, რაც მე შეუმჩნეველი არ დამრჩენია. მე რა შუაში ვარ მამა, შემთხვევით გამივარდა - თქვა და საზურგეს მიეყრდნო. გაბუტულმა, საცოდავად დაიწყო თვალების ცეცება აქეთ-იქით, მერე თავი ძირს დახარა და მთელი გზა ზევით არ აუწევია. დედამისი კი ხმააუმოუღებლად იჯდა, დანანებით უყურებდა რამდენიმე წუთის წინ მთელ, ახლა კი უამრავ ნამსხვრევებად ქცეულ სუვენირს და ხანდახან თუ გადახედავდა გაბრაზებული თვალებით თავის შვილს. რაღაც ჩამწყდა გულში ამ სურათის შემხედვარემ, როგორ შიეძლებოდა უბრალო ნივთის გამო ასე მოქცეოდნენ და გაბრაზებულიყვნენ საკუთარ შვილზე. რას გრძნობდა ნეტავ პატარა, რომელიც მთელი გზა თავჩახრილი იჯდა? შიძლება ტკივილს, დამცირებას, ბრაზს, უიმედობასაც. გრძნობები რომლებიც ახლა მის პაწია გულში ბობოქრობდნენ, ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებოდა,გაახსენდებოდა როგორ მოექცნენ მშობლები, მის გონებაში მაშინვე ამოტივტივდებოდა ყველა ის მომენტი და ყველა ის გრძნობა რომელსაც ახლა განიცდიდა. ალბათ ეს პირველი შემთხვევა არც იყო რაც ასე გაანაწყენეს. ერთი,ხუთი,ათი წლის მერეც ასე იქნებოდა. ასე განმეორდებოდა ყოველწუთსა და წამს. მხოლოდ შიშით აივსებოდა მისი გული, ან მუდამ სიძულვილში იცხოვრებდა.
ვერასდროს ვერ წარმომედგინა და ახლაც ვერ წარმომიდგენია შიში და სიყვარული ერთად. შიში ჩემთვის სულ სხვა რაღაც იყო, რადგან ის აიძულებდა და აიძულებს ადამიანებს გამხდარიყვნენ რაღაცის ან ვიღაცის მონა. შიში არ აძლევთ თავისუფლების საშვალებას, ამიტომ არიან შიშით შეპყრობილი ადამიანები ისე როგორც პარალიზებულები. სიყვარული კი სულ სხვა ხილი იყო ჩემთვის. გრძნობა, რომელიც ადამიანებს ბედნიერებით, სიხარულით, სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილით ავსებდათ. შიში ვერასდროს ვერ გამოიწვევდა სიყვარულს, განა ამ ბავშვს ეყვარებოდა თავისი მშობლები ისე როგორც უნდა ყვარებოდა? მთელი გრძნობით და მთელი არსებით? განა ეს შესაძლებელი იქნებოდა შიშთან ერთად? რაღაც არამგონია...
უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში... მე რატომ მიყვარდა ჩემი მშობლები, მეგობრები, ახლობლები? იმიტომ რომ მათი მეშინოდა? ნამდვილად არა. ისინი იმიტომ მიყვარდა რომ მათ ჩემი ესმოდათ, უხმოდ მიგებდნენ. მე მათ ნდობას ვგრძნობდი, ისინი კი ჩემსას.სწორედ ეს ყველაფერი იწვევდა სიყვარულს ჩემში. თუნდაც რატომ მიყვარდა და მწამდა ღმერთის, შიშის გამო? არა...მართალია, შეიძლება რაღაც ნაწილი შიშიც ყოფილიყო ჩემ გულში მაგრამ შიში ვერასდროს ვერ გადაფამირავდა ღმერთისადმი სიყვარულს.
ფიქრებიდან მატარებლის გაჩერებისგან გამოწვეულმა ბიძგმა გამომაფხიზლა, ჩემს წინ მჯდომ ოჯახს უკვე გასაველისკენ მოვკარი თვალი. დავინახე ის პატარა ბიჭუნა წეხან აქ რომ იყო, შორიდანაც კი შევნიშნე როგორ მიყურებდა დადარდიანებული სახით და შემდეგ როგორ ჩამოუგორდა თვალებიდან ცრემლის პატარა ბურთულები... ღმერთო, იმ წუთას მინდოდა მიწა გამომცლოდა ფეხქვეშ და მეც თან ჩავეტანე. ამ ყველაფრის დანახვამ ინდენად იმოქმედა ჩემზე რომ ეს მერჩივნა.
არა, არა და არა! - თავი ნერვიულად გავაქნიე. სიძულვილი, უმადურობა, სიცოცხლის წყურვილის დაკარგვა _ აი რა შიძლებოდა წარმოეშვა შიშს. მივხვდი, მე ამას მივხვდი, ამ ყველაფრის ნახვს შემდეგ მივხდი.
შუბლი მატარებლის ცივ მინას მივადე და მთელი ძალით დავეყრდენი მას. ჩემს სახეზე ისევ ისევე დაიწყო ცრემლების ბურთულების ნაკადმა დენა, როგორც წეხან ბიჭის სახეზე. არ ვიცი ეს ტკივილის, ბედნიერების, მწუხარების ცრემლები იყო თუ ყველაფერი არეული ერთად, თუმცა ეს გულიდან წამოსული ცრემლები იყო, მაგრამ არა იმდენად ტკივილით სავსე როგორც მისი.
და ერე ისევ მოიცვა სამყარო, მატარებლის გამაყრუებელმა ხმამ: გუგ-გუგ, გუგ-გუგ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent