შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაე მიცნობდეთ ამ წამიდან...


8-05-2017, 00:01
ავტორი L LI
ნანახია 1 777

ქუჩაში უაზროდ მოხეტიალე, ერთხელ მინდა ჩემს თავსაც გადავეყარო, ხელი ჩამოვართვა, ალბათ ასე უფრო კარგად გავიცნობ...

ალტერ ეგოსთან მარტო დარჩენილი, ყოველთვის გაურკვევლობის ძაფებში ვიხლართები. ვერ ვხვდები ვინ ვარ, რატომ ვარ, ვინ არიან ჩემ გარშემო, არის კი ვინმე გულწრფელი? მიყურებენ როგორც ადამიანს, რომელიც უყვართ, თუ რიგითი მოსიარულე ნივთი ვარ, მხოლოდ მაშინ რომ ახსენდებათ, როცა სჭირდებათ...

ალბათ ეგოისტი ვარ. ეგოიზმი მიპყრობს როდესაც ვფიქრობ სხვების დამოკიდებულებაზე ჩემ მიმართ. მაგრამ მე ვაკეთებ იმას, რასაც მინდა სხვებისგან ვხედავდე, ვგრძნობდე? - აქ კი ჩემი ფიქრი წყდება, გული ჩერდება. გონებაში მიტივტივებს მხოლოდ ჩემი ავ-კარგი, ვიკარგები ,,მე“-ს ლაბირინთში. ვცდილობ გზა გავიკვლიო, მაგრამ ფეხქვეშ მედება, ზოგჯერ ყვავივით დამჩხავის ჩემი ნაკლი...
მეშინია რომ ეს ნაკლი გაიმარჯვებს ჩემზე. მაგრამ არ მინდა წავბარბაცდე და ყელამდე ტალახში ჩავეფლო...

ამბობენ, რომ უცნაური ვარ, არ ვიცი რატომ. მე თუ მკითხავთ, ყველა ადამიანი უნიკალურია, თეთრისა და შავის ნაზავი, შიგადაშიგ შერეული ცისარტყელას რომელიმე ფერით. მე კი არ ვიცი რომელი ფერი ჭარბობს ჩემში. არ ვიცი და ეს ფიქრი მარწუხივით უჭერს ჩემს სულს...

მტანჯველია იმაზე ფიქრი, რომ შენს თავთან ხარ და თან არ ხარ. მუდმივად ესაუბრები, მაგრამ ალტერ ეგო გაბნევს. რაც უფრო ხშირად ერთვები მასთან დიალოგში, მეტად რწმუნდები რომ არ იცნობ. უბრალო გამვლელზე მეტის თქმას შეძლებ ალბათ...

მგონი თავი შეგაწყინეთ. იქნებ არცაა საინტერესო სხვისი ნაჯღაბნის კითხვა, რომელიც სავსეა სიტყვებით ,,მე“, ,,ჩემი თავი“... ალბათ ფიქრობთ კიდეც რომ ეგოისტი ვარ, ვერ შეგედავებით... ოდესმე გინახავთ ეგოისტი, რომელსაც ეჭვი ეპარება საკუთარი თავის სიყვარულში? დაე მიცნობდეთ, ეს მე ვარ...

და მაინც, რა ბედნიერი ვიქნებოდი, ქუჩაში უაზროდ მოხეტიალე გადავყროდი ჩემს თავს, როგორც უბრალო გამვლელს. ჩამოვართმევდი ხელს და ვეტყოდი: ,,დაე მიცნობდეთ ამ წამიდან...“

იქნებ ასე მაინც შემეცნო...



№1  offline წევრი შიზოფრენიკი

მართალია! არავინ და არაფერი ხარ. შენს გარშემო არსებული "უცნობი ნაცნობები" კი არარსებულნი არიან. ისინი მოგშხამავენ, თუ ჯერ კიდევ არ ამოაფრქვიეს შხამი. მათი ღიმილიანი სახის ყურება ბოლოს მოგიღებს. გაგაცამტვერებენ. ისინი უნდა მოიშორო, საერთოდ ყველა. არავინ არის გულწრფელი შენს მიმართ! ნიღბებს ამოფარებული არარაობები არიან...
მერწმუნე... ძალიან ნუ შეტოპავ ნდობის მორევში, გამოსვლა გაგიჭირდება. ისინი შენს ნდობას არ იმსახურებენ. იმდენად მიუწვდომელი და "შენეული" უნდა იყო, რომ ყველას სურდეს შენი სწორი იყოს... საკუთარ თავში, სადღაც მიმალულ ადგილას, მიკუჭულში უნდა იპოვო თავდაჯერებულობა. მერწმუნე გამოგადგება...
ის კი გახსოვდეს "ყველას მაშინ ახსოვხარ როცა ჭირდები"...
საკუთარი თავი იპოვე ამ გახუნებულ დედამიწაზე... დედსამიწელის სტატუსი კარგად მოირგე და გაცდი საზღვრებს, ცაში ბულბულივით მონავარდემ ნაზად სვლა განაგრძე მომდევნო დღისკენ.. გადალახე ზღვარი შენსა და მათ შორის. ისინი არ გიმსახურებენ.
მათთვის ნივთი ხარ.
ზოგისთვის გამრთობი, ზოგისთვის რჩევების მიმცემი "მანქანა".
შენ ბევრად მეტი ხარ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent