შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ არ შეიძლება ბედნიერება გტკიდოდეს?!


8-05-2017, 21:44
ნანახია 1 598

ბევრი რამ შეიცვალა.
ამას წინათ ნახსენები სიტყვები საამურად ტივტივებს გონებაში "არასოდეს დანებდე, ტკივილი დროებითია ტრიუმფი კი სამუდამო." ტკივილი? და რას შეიძლება ვუწოდოთ ტკივილი? ეს მგონი ის გრძნობაა როცა ორგანიზმში ყველაფერი იკუმშება, სუნთქვა გეკვრის, ვენებიდან სისხლი ჩანჩქერივით ჩქეფს და დაბერილი ძარღვებიდან თავისუფლებას ლამობს...
რატომ არ შეიძლება ბედნიერება გტკიოდეს? რატომ არ შეიძლება სიხარულისგან ტკივილი?
ნუთუ შეუძლებელია ბედნიერება უდრიდეს ტკივილს?! ეს ის უმარტივესი ფორმულაა რისი ამოხსნაც ყოვლად იმედ დაკარგულ რელსებზე გადაგდებულ უსულო სხეულსაც შეუძლია...
დაფიქრდი.. ნახე, მარტივია არა?
შენ ამბობ, რომ ყოვლად იმედგაცრუებული ხარ.
ამბობ, რომ ცხოვრებისგან გადაღლილი დაეხეტები უგზოუკვლოდ, მარტის თბილი ნიავის თანხლებით.
ამბობ, რომ სული გეკუმშება, რომ სადაცაა კანი გასკდეს, რომ სადაცაა უკიდურეს წერტილამდე მისულმა ჰაერით გაივსო ფილტვები...
ადამიანო! ფართოდ გაახილე თვალები. გამოფხიზლდი.
მზის სხივებში გაები, თითქოს ლაბირინთში ხარ და ხსნა ამ უზარმაზარი აბლაბუდისგან არსაიდან გევლინება..
გქონდეს იმედი.
საკუთარი თავის ირწმუნე, ნუ დათმობ ცხოვრებას ბრძოლის გარეშე, გაიბრძოლე... ნუ დამარხავ სინათლეს სიბნელის ძიებაში.
ხელჩასაჭიდი იპოვე. გამოიყენე ეს დაწყევლილი დედამიწა!
იხმარე.
ისიამოვნე.
მერე კი მოისროლე.
ჩალექე ქვეცნობიერში...
უბრალოდ გამოიყენე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent